ცალმხრივად “მოქნილი ცვლილება”


 თამუნა უჩიძეახალციხე
მოსწავლეებს სკოლის შეცვლა ნებისმიერ დროს აღარ შეეძლებათ. მათ ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლის უფლება წელიწადში ორჯერ, მხოლოდ არდადეგების დროს ექნებათ.  
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის მიმდინარე წლის 29 ივნისის ბრძანებით, საჯარო და კერძო სკოლებში, მოსწავლეს სკოლის შეცვლის უფლება კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ ექნება. მობილობის პირველ პერიოდად ზაფხულის სეზონი შეირჩა, პირველი ივლისიდან 31 ივლისამდე პერიოდი, როდესაც სკოლებში საზაფხულო არდადეგებია. მეორე პერიოდიც ასევე არდადეგებს ემთხვევა 25 დეკემბრიდან იწყება და 20 იანვრამდე გრძელდება.

ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია გათვალისწინებული ვადებისგან განსხვავებულ პერიოდში მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ”, - ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში (#114/).

მობილობის ვადებთან ერთად, განათლების სამინისტრომ მობილობის პროცესში სკოლის  დირექტორის პასუხისმგებლობაც განსაზღვრა. დირექტორს უფლება აქვს, მობილობის მსურველის უნარები გამოცდის, გასაუბრების, ან ტესტირების ფორმით შეამოწმოს და მიღებულ შედეგზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის თაობაზე.

მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორია: “ბავშვი იმდენად ფაქიზია, რომ ყველა ნიუანსს აქვს მნიშვნელობა. განათლების სისტემაში დანერგილი ახალი პრინციპები კი სწორედ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამდენად, საკითხავია, რამდენად მოდის ეს შესაბამისობაში ერთმანეთთან”.  

გარდა ამისა, თამარაშვილის თქმით, დღეს თუ სკოლები კონკურენტულ პირობებში არიან, მაშინ ბავშვებს ერთი ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებიდან მეორეში გადასვლა მაშინ უნდა შეეძლოთ, როცა ამის სურვილი ექნებათ: “უნდა გავეცნოთ საფუძველს, რის გამო მოხდა ამ წესის შემოღება და რამდენად აუცილებლობა იყო. მიმაჩანია, რომ ამის აუცლებლობა არ არსებობდა”.

რაც შეეხება, სკოლაში, დირექტორების გადაწყვეტილების მიხედვით, ბავშვების ჩარიცხვას, თამარაშვილის თქმით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის სურვილია, სკოლაში კარგი მოსწავლეები ჰყავდეს: რა ქნან სუსტმა ბავშვებმა, თუ სკოლას არ უნდა მათი მიღება?! მაშინ ყველა დირექტორი შექმნის იმ პირობას, რომ ასეთი ბავშვები არ მიიღოს”.  

პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი აქცენტს ვაუჩერების რაოდენობაზე აკეთებს და ამბობს, რომ დიდ სკოლებზე ამ თვალსაზრისით, ბავშვების რაოდენობის ცვალებადობა მნიშვნელოვნად აისახება: “რაც მეტი ბავშვია სკოლაში, მით ნაკლებია დაფინანსება. ცოტა ბავშვი ნაკლები პრობლემაა. კანონი გვაძლევს უფლებას სუსტი ბავშვები არ მივიღოთ. ამდენად, რაც მეტი კარგი მოსწავლე გეყოლება, მით უკეთესი იმიჯი გექნება და საატესტატო გამოცდებზეც ნაკლები მოსწავლე ჩაიჭრება”.

მიმდინარე წელს ატასტატის გარეშე პირველი სკოლის 13 მოსწავლე დარჩა. ჯანაშვილის განმარტებით, მათ შორის რვა, სხვა საჯარო სკოლებიდან, ძირითადად სოფლებიდან იყო გადმოსული: მომავალ წელს ასეთ ბავშვებს აღარ მივიღებ, ამის უფლებას კანონი მაძლევს. რეალურად, მათ განათლება სხვა სკოლაში აქვთ მიღებული და საბოლოოდ რეიტინგში შენ გეწერება. ასე რომ, დირექტორებისთვის მეტად მოქნილი ცვლილებაა, ბავშვებთან მიმართებაში კი რა გითხრათ”.  

ჯანაშვილის თქმით, ხშირია შემთხვევა, როცა მშობლის ან ბავშვისკაპრიზითმოსწავლეები ერთი სკოლიდან მეორეში გადადიან: შესაძლოა მასწავლებლის ერთი სიტყვა არ მოეწონოს, ან მეგობართან წაკინკლავდეს და მიზეზი ეს გახდეს”.  

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის  უფროსის ნინო დემეტრაძის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, სამინიტროს სკოლების როგორც ვაუჩერული, ასევე სახელმწიფო დაფინანსების რეგულირება გაუადვილდება, რადგან ეს უკანასკნელი სწორედ ბავშვების რაოდენობით განისაზღვრება: “რაც შეეხება ბავშვების სკოლაში ჩარიცხვის გადაწყვეტილებას, ეს საკითხი ცოტა გაუგებარია. როგორი მსვლელობა მიეცემა მოვლენებს, მომავალი გვიჩვენებს”.

საქართველოს კონსტიტუციის 35- მუხლის თანახმად, საქართველოში ზოგადი და საბაზო განათლება სავალდებულოა.

ბრძანების ის დებულებები, რომლებიც ადგენს . ბარიერებს მობილობის პროცესში, არამართებულია, რადგან ნებისმიერი საჯარო სკოლა შექმნილია სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. თუ მოსწავლე ვერ შეძლებს სხვა სკოლაში სწავლის გაგრძელებას, მას განათლების უფლება შეეზღუდება”, - აცხადებს იურისტი ქეთევან აღოშაშვილი.

რას შეცვლის აღნიშნული ცვლილება საჯარო სკოლებში, როგორ გადაწყდება იმ ბავშვების საკითხი, რომლებიც უარს მიიღებენ სკოლაში ჩარიცხვაზე, ან რამდენად გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს მიღებული ბრძანება, მომავალი გვიჩვენებს.

5 comments:

  1. Hiya very cool website!! Man .. Beautiful .. Wonderful .
    . I will bookmark your site and take the feeds additionally?
    I am happy to search out numerous useful info right here
    within the post, we want develop more techniques in this
    regard, thank you for sharing. . . . . .

    Also visit my web site - playtech casinos 2013

    ReplyDelete
  2. When I originally left a comment I seem to have clicked
    the -Notify me when new comments are added- checkbox and from now on each time a
    comment is added I recieve 4 emails with the same comment.
    Perhaps there is an easy method you are able to remove me from that service?
    Thanks!

    Here is my site :: playtech online casino review

    ReplyDelete
  3. For newest news you have to go to see world wide web and on world-wide-web I found this
    web site as a finest site for most recent updates.


    Feel free to visit my webpage; playtech casinos accepting us players

    ReplyDelete
  4. Amazing things here. I am very glad to peer your article.
    Thanks so much and I am taking a look ahead to touch
    you. Will you kindly drop me a e-mail?

    Visit my blog post; playtech casinos no deposit bonuses

    ReplyDelete
  5. Thank you for sharing your thoughts. I truly appreciate your efforts and I
    am waiting for your next write ups thanks once
    again.

    Take a look at my page online casino bonuses for us players

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი