უგულებელყოფილი სარწყავი არხები


ნინო ნარიმანიშვილიახალციხე

მოშლილი სარწყავი სისტემების გამო გლეხები ნათესების მორწყვას ვერ ახერხებენ.

77 წლის, მარტოხელა, მაყვალა ბარძიმაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ პამაჯში ცხოვრობს. მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო პენსიაა. ვაჯიშვილი, ოჯახთან ერთად, მოსკოვშია, სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ საქართველოში აღარ დაბრუნდა. შვილისა და შვილიშვილების გარეშე ცხოვრება უჭირს, მაგრამ ფიქრობს, რომ ყველასთვის ასე ჯობია: მე თავს გავიტან პენსიით, ისინი ვერ იცხოვრებენ, სოფლის მეურნობით ოჯახის რჩენას ვერ შეძლებ”.
 
მხოლოდ პენსიის იმედად რომ არ იყოს, მაყვალა ბარძიმაძე მიწებსაც ამუშავებს. მაგრამ მოსავალი გასაყიდად იშვიათად აქვს: სარწყავი წყალი არ არის, ეს სოფლის მთავარი გულისტკივილია. წახვალ, დათესავ, გათოხნი, მოუვლი, მაგრამ მიხვალ და იმხელაზეა მიწა გახეთქილი, ხელი ჩაეტევა. ხმება ყველაფერი”.

მარტო მცხოვრები ქალბატონი თავის გატანას როგორღაც ახერხებს. მაგრამ, მისგან განსხვავებით, სოფელში ცხოვრება ძალიან უჭირთ მრავალწევრიან ოჯახებს.

თუ არ მორწყე, ვერაფერს მიიღებ. ტყუილად ვმუშაობთ! ტყუილად!” - გვეუბნება 71 წლის ვერა ტოროსიანი, რომლის ოჯახშიც ექვსი წევრია, -”რძალი და შვილი სკოლაში მუშაობენ, მაგრამ რაში გვეყოფა ამხელა ოჯახს მხოლოდ მათი ხელფასი?!”

წლებია, რაც დიდ პამაჯში საირიგაციო სისტემა მოშლილია. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამითმიღებული თანხით სოფელმა კულტურის სახლის გაკეთება გადაწყვიტა. საქართველოს ხელისუფლების მიერ, 2009 წელს ინიცირებული პროგრამა სოფლის პირველი რიგის პრობლემების გადაწყვეტას ისახავს მიზნად. თანხა, რომელიც სპეციალური ფორმულის საფუძველზე დგინდება, უშუალოდ სოფელს გადაეცემა და სოფელმავე უნდა გადაწყვიტოს რაში დახარჯოს. 130-კომლიან სოფელს, რომლის მცხოვრებლების ძირითადი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობაა, სარწყავი არხი უფრო მეტად სჭირდებოდა, ვიდრე კულტურის სახლი, მაგრამ პროგრამის ფარგლებში მიღებული თანხა სარწყავი სისტემის აღდგენას არ ეყოფოდა.
  
დიდ პამაჯში სარწყავი არხების აღდგენა დღემდე არავის უფიქრია: არც ადგილობრივ ხელისუფლებას და არც არასამთავრობო სექტორს. ჯერ არც ისაა გარკვეული, ვის მფლობელობაშია ამ სოფლის საირიგაციო სისტემა.

საირიგაციო სისტემა მწვავე კი არა, უმწვავესი პრობლემაა. დღემდე გაურკვევლია ვის მფლობელობაშია სარწყავი არხები და ვის შეიძლება მოვთხოვოთ პასუხი მათ გაუმართაობაზე”, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორი ნანა ზუბაშვილი. აღნიშნული სააგენტო სოფლებისა და თემების პრობლემების მოსაგვარებლად მცირე პროექტებს ახორციელებს: სტატისტიკურად რომ ავიღოთ, სოფლებში სასმელი წყლის პრობლემის შემდეგ მეორე ადგილზე დგას გასარწყავიანების პრობლემა. მოსახლეობა გადავიდა სოფლის მეურნეობის პროდუქტის მოყვანაზე და აღმოჩნდა, რომ ეს სისტემები ძალიან მოუწესრიგებელია”.

ინიციატივა, ვინმესთვის დახმარება ეთხოვათ, არც თავად სოფლის მცხოვრებლებს გამოუჩენიათ.

ვის ვუთხრათ, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის. სულ სასმელ წყალს აკეთებენ, “ყელამდეა უკვესასმელი წყალი. სარწყავი გვინდა, კარტოფილის ნათესები რომ ნახო, ტირილი მოგინდება ისეთ დღეშია”, - გვიამბობს 64 წლის მარიამ გიმიშიანი. ასევე მხოლოდ ქალები და ბავშვები ცხოვრობენ მის ოთხწევრიან ოჯახშიც, ვაჟიშვილი რუსეთში სეზონურ სამუშაოებზე მუშაობს. ამიტომაც მხოლოდ ცოტას ვთესავთ, იმდენს, რომ ოჯახში გვეყოს”.      

სარწყავი სისტემის მოწესრიგების მიზნით, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არცერთი განცხადება არაა შესული. იმის გამო, რომ ქონება არ არის მუნიციპალიტეტის ბალანსზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მის მოსაწესრიგებლად თანხების გამოყოფა იურიდიულად დაუშვებელია. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქონების გადაცემის პროცესი მიმდინარეობს. არხების აღდგენა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება: “შეიქმნება რაიმე საწარმო, დაწესდება ტარიფი და ეს საწარმო ამუშავებს სარწყავ არხებს”.

მისივე თქმით, საირიგაციო სისტემების მოწესრიგებაზე თავად ადგილობრივებმაც უნდა იზრუნონ:ვფიქრობ გაისად ავუხსნა მოსახლეობას, რომსოფლის მხარდაჭერის პროგრამისფარგლებში პრიორიტეტად სარწყავი არხები აირჩიონ”.   

ახალციხის მუნიციპალიტეტის 46 სოფლიდან უმრავლესობაში თვითდინებადი სარწყავი არხებია. ელექროსაქაჩი მოწყობილობები საირიგაციო სისტემას მხოლოდ რამდენიმე სოფელში ამუშავებს. და ძირითადად, მათი უმეტესობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთდა.

ჩვენ 7 პროექტი განვახორცილეთ. მაგრამ მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც 30-მდე სარწყავი არხი შეაკეთა, ოღონდ რეგიონის მასშტაბით”, - ამბობს ნანა ზუბაშვილი.

კვლევა, რა მდგომარეობაშია სარწყავი არხები ახალციხის მუნიციპალიტეტში, ან თუნდაც, რეგიონში, არ არსებობს. ნანა ზუბაშვილის თქმით, არ არსებობს არც რაიმე ტიპის სტრატეგია: პატარა საირიგაციო სისტემებიც კი აღურიცხავია. არ არის გაკეთებული რუკები, არ არის ცნობილი რა კილომეტრებს მოიცავს, რა სტატუსი აქვს, რამდენ ჰექტარს ასარწყავიანებს და ასე შემდეგ”.

ერთადერთი კვლევა, რომელშიც ამ საკითხზეცაა საუბარი, 2011 წლის იანვარში, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მომადებული ანგარიშია, სახელწოდებით: “მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა სამცხე-ჯავახეთში”. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და უსაფრთხო მსოფლიოს მიერ მომზადებული სტრატეგიის თანახმად, ეკონომიკური სტაგნაცია და სხვა სახელმწიფოზე (ძირითადად, რუსეთზე) დამოკიდებულება ადგილობრივების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ამავე დოკუმენტშო მოცემული რეკომენდაციების თანახმად, აუცილებელია სოფლის მეურნეობის განვითარების რაიონული სტრატეგიის შექმნა.

თუ ჩვენ ვავითარებთ სოფლის მეურნეობას, თუ არ არის საირიგაციო სისტემა, გამოდის რომ არაფერი კეთდება”, - ამბობს ნანა ზუბაშვილი.

სოფელ პამაჯში თივის აღების სეზონია, ამიტომ ქუჩაში კაცები არ ჩანან. ახლა ჩვენთანთიბვის ომია”, თივას მაინც არ უნდა წყალი”, - გვეუბნება მარიამ გიმიშიანი, სახეს ხელით იჩრდილავს და მწვავე მზეს რომ მოერიდოს, სოფლის ორღობეში ჩრდილს ეძებს.

წყალი ყველას და ყველაფერს უნდა. მითუმეტეს, ამ განსაკუთრებით ცხელ ზაფხულში, გვალვას ვერაფერი უძლებს, ვერც ის კულტურები, რომლებსაც ნაკლები მორწყვა სჭირდება”, - გვეუბნება 62 წლის ვართითერ ტოსუნოვი. ბოსტნის მოსარწყავად სოფლის წყაროდან ორი დიდი რკინის ვედროთი წყალი მიაქვს და ვიდრე დაახლოებით 50 მეტრს გაივლის, გზაში სამჯერ ისვენებს.  

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი