ახალციხეში სამაგისტრო გამოცდები არ ჩატარდა


თამარ თოთაძეახალციხე

14 და 15 ივლისს საქართველოს მასშტაბით საერთო სამაგისტრო გამოცდები მიმდინარეობდა, მაგრამ ახალციხის საგამოცდო ცენტრში სამაგისტრო გამოცდა არავის ჩაუბარებია.

საერთო სამაგისტრო გამოცდები მესამე წელია ტარდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, წელს სამაგისტრო გამოცდებისთვის უპრეცენდენტო რაოდენობა - 7 ათასი მსურველი დარეგისტრირდა. თუმცა, ახალციხის საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია არცერთ კონკურსანტს არ გაუვლია.   

ჩვენთან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მსურველი არ ყოფილა”, - განმარტავს ახალციხის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი გელა ინასარიძე.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტში ამბობენ, რომ რადგან ახალციხის საგამოცდო ცენტრში მაგისტრანტობის მსურველები არ დარეგისტრირდნენ, იმას არ ნიშნავს, რომ სასწავლებელს წელს მაგისტრატურაში მიღება არ ექნება. რექტორის მოადგილის ნიკოლოზ ახალკაცის თქმით, მაგისტრანტობის მსურველს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება, საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ საგამოცდო ცენტრში შეუძლია.

ჩვენს სასწავლებელს წელს სამოცამდე სტუდენტი ამთავრებს. მათ შორის, არავის აქვს შეზღუდვა მაგისტრატურაში სწავლა სხვა უნივერსტეტში გააგრძელოს. საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 70-80 პროცენტი საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის ანკეტას თბილისში ავსებს, მაგრამ ისინი სხვადასხვა რეგიონებში აგრძელებენ მაგისტრატურას, - განმარტავს ნიკოლოზ ახალკაცი და ამატებს, რომ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს 2011-2012 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო პროგრამებზე მიღება ჯერ არ გამოუცხადებია. ეს მხოლოდ საერთო სამაგისტრო გამოცდების შემდეგ მოხდება: დავარეგისტრირებთ ჩვენს პროგრამებს, მაგისტრანტების მისაღებ ადგილებს და შემდეგ გადაწყდება მეორე გამოცდის საკითხი, რომელსაც სასწავლებელი სავარაუდოდ სექტემბერში ჩაატარებს”.

მისივე თქმით, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტი სამაგისტრო პროგრამებზე წელს 70 ადგილს გამოაცხადებს. პროგრამები უცვლელი რჩება და თითოეული მათგანისთვის ხუთ-ხუთი ადგილია გათვალისწინებული.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მიღება შედეგ სამაგისტრო პროგრამებზე გამოცხადდება: განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე: საქართველოს ისტორია, ქართული ლიტერატურის ისტორია, ქართული ენათმეცნიერება, ეთნოლოგია და შედარებითი ენათმეცნიერება. ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე; აუდიტი, აგრო ბიზნესის მენეჯმენტი და უძრავი ქონების ადმინისტრირება. იურიდიულ ფაკულტეტზე: სისხლის სამართალი. ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე კი ასტრონომია და ინფორმაციული ტექნოლოგიები.

სტატისტიკური მონაცემებით, პოპულარულ მიმართულებად ისევ იურიდიული და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი ითვლება.

თუმცა, ბოლო პერიოდში, სახელმწიფოს მიდგომამ ტექნიკური დარგების მიმართ, გამოიწვია ის, რომ ასტრონომიასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე სერიოზული მიღება გვქონდა. თითქმის ყველა ადგილი, შეივსო და ძირითადად ყველა დაფინანსდა”, - ამბობს ნიკოლოზ ახალკაცი.

საერთო სამაგისტრო გამოცდა საქართველოს მასშტაბით ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველ დღეს მაგისტრობის კანდიდატთა ტესტები წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაზე იყო დამყარებული. წაკითხულის გააზრების მაქსიმალური ქულა 21-ია, აპლიკანტს მინიმალური 6,4 ქულის მოპოვება ევალება; ანალიტიკური წერისთვის მაქსიმალური 24, ხოლო მინიმალური 7,3 ქულაა.

15 ივლისს მაგისტრანტობის მსურველებმა ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაზე შეავსეს ტესტები. ლოგიკური მსჯელობის მაქსიმალური ქულაა - 17, მინიმალური - 5,2; რაოდენობრივი მსჯელობის ტესტი 20 ქულით ფასდება; ბარიერის გადასალახად აპლიკანტმა მინიმალური ქულა, 5,1 უნდა მოიპოვოს.

საბოლოოდ, კონკურსში მონაწილეობის გასაგრძელებლად მაგისტრანტობის კანდიდატმა საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხი ნაწილიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამ ნაწილში მაინც უნდა გადალახოს.

მაგისტრანტების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხის 10 პროცენტი შედეგების რეიტინგული სიის საფუძველზე ნაწილდება. ამ შემთხვევაში, მაგისტრანტი გრანტით ნებისმიერ ფაკულტეტზე სარგებლობს. თანხის 90 პროცენტი დარგების მიხედვით ნაწილდება, 40 პროცენტი ყველა მიმართულებით. 50 პროცენტი კი პრიორიტეტული მიმართულებებით, რომელიც ყოველწლიურად დგინდება.

2011 წლისათვის დაფინანსება მიმართულებების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდება:
  • საბუნებისმეტყველო-10%;
  • საინჯინრო-9%;
  • ჰუმანიტარული-8%
  • სციალური -7%;
  • განათლება და პედაგოგიკა-6%;
  • მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები-4%
  • აგრარული-2,5%
  • ხელოვნება-2%
  • ჯანდაცვა-1,5%
  • ბიზნესი და ეკონომიკა-0%
  • სამართალი-0%

5 comments:

  1. I appreciate, cause I discovered just what I was looking for.
    You've ended my four day lengthy hunt! God Bless you man. Have a great day. Bye

    My blog post :: http://partypokerbonuscode.forumotion.com

    ReplyDelete
  2. What's up, just wanted to say, I loved this blog post. It was practical. Keep on posting!

    Here is my site - party poker bonus code existing players

    ReplyDelete
  3. always i used to read smaller posts that
    as well clear their motive, and that is also happening with
    this article which I am reading here.

    Feel free to visit my site party poker bonus code registration

    ReplyDelete
  4. Really no matter if someone doesn't understand after that its up to other users that they will help, so here it happens.

    Feel free to surf to my web blog ... www.go2album.com

    ReplyDelete
  5. Hello to every one, the contents present at this site are in fact remarkable for people knowledge, well,
    keep up the good work fellows.

    Look into my weblog ... http://www.allisonpartners.com/member/85519

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი