უთანხმოება მიწის გამო

თამუნა უჩიძეადიგენი

კირკიტების” 14 ჰექტარი და უთანხმოება სოფელ ბენარაში; მოტყუებული მეზობლები თუ კანონიერად მიღებული მიწის ნაკვეთი;





 ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარაში მცხოვრებლები ამავე სოფლის მკვიდრს, შოთა მარტიაშვილს მიწის მოტყუებით დასაკუთრებაში ადანაშაულებენ.

კირკიტებს ვეძახით იმ ადგილს, რომელიც ახლა მარტიაშვილის საკუთრებას წარმოადგენს. სანამ თვითონ დაისაკუთრებდა, მანამდე ყოველ წელს 2000 მეტრში ხუთ ლარს სარგებლობისთვის ჩვენ ვიხდიდით”, - გვიამბობს ბენარაში მცხოვრები ჯუმბერ ბიბილეიშვილი.

14 ჰექტარი მიწის ფართობი მარტიაშვილს არენდით აღებული 70-იანი წლებიდან ჰქონდა. ბიბილეიშვილის თქმით, მან მიწის დაკანონება სწორედ მაშინ მოასწრო, როცა ამ ფართობზე პრეტენზია სოფელს გაუჩნდა: სანამ საჩივარს დავწერდით, მიწის გასაფორმებლად საჭირო თანხა მანამდე დაფარა”. 

როგორც ბენარელები ყვებიან, “კირკიტებისსაკითხთან დაკავშირებით ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას არაერთხელ მიმართეს.

გამგეობაში გვითხრეს ამ საქმეს ჩვენ მივხედავთ, შევაჩერებთ მარტიაშვილსო, დაგვაიმედეს, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ამ დროით ისარგებლა მან და მიწა დაიკანონა. გამგეობა, რომ ცოტა ყურადღებით ყოფილიყო, ასე არ მოხდებოდა”, - გვითხრა ბენარაში მცხოვრებმა ემზარ ჩილაშვილმა.

მისი მეზობლის ნოდარ მღებრიშვილის თქმით, გამგეობის წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოფელშიც იყვნენ, “მაგრამ ვარაფერი გადაწყვიტეს”.

ბენარელებმა მიწის დასაბრუნებლად მარტიაშვილს თანხა შესთავაზეს, თუმცა, ამაოდ.

ჯერ კიდევ მანამდე ამბობდა, მიწა შესყიდული მაქვსო, სანამ მართლა იყიდიდა. ვუთხარით, როცა არენდით გქონდა ეს ფართი აღებული და ამისთვის ფულს იხდიდი, იმას ჩვენ გადაგიხდით, ოღონდ მიწები გადმოგვეციო, მაგრამ არ დაგვთანხმდა”, - გვიხსნის ჩილაშვილი.

ბენარაში 55 კომლი ცხოვრობს და თითოეულის სახნავ-სათესი ფართობის მოცულობა ერთ ჰექტარსა და 25 მეასედს შეადგენს. თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, აქედან მხოლოდ 2000 მეტრს ამუშავებენ, რადგან დანარჩენი არ ირწყვება, წყლის გარეშე კი ბენარაში არაფერი მოვა.

გარშემო სოფლებთან შედარებით აქ ყოველთვის ყველაზე მაღალი ტემპერატურაა, თუ არ მორწყე ვერაფერს მოიყვან”, - ამბობს ბიბილეიშვილი.

ამდენად, ბენარელებს ყველაფერი რაც ოჯახისთვის სჭირდებათ, სწორედ ამ 2000 მეტრზე უთესიათ. სიმინდი, ლობიო, კომბოსტო, კარტოფილი, მწვანილი, პომიდორი და კიტრი სოფელში თითქმის უკვე ყველამ დათესა.  
რაც შეეხება სადავო ფართობს, აქამერიკული სიმინდისდათესვა სურდათ.

ამბობენ ურწყავად კარგი მოსავალი მოდისო. “კირკიტებისათიბადაა გაშვებული, რადგან წყლის გარეშე ვერაფერს მოიყვან. თუ დავიბრუნებდით, იქ სიმინდის დათესვა გვინდოდა”, - გვიამბობს ბიბილეიშვილი

ბენარაში მიწები გლეხებს საკუთრებაში 70-იანი წლების ბოლოს, კოლმეურნეობების დაშლის შემდეგ გადაეცათ. მაშინ სოფლის თავკაცი შოთა მარტიაშვილი იყო და ამ პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა.

ყველას რომ დავუნაწილეთ მიწები, “კირკიტებითავისუფალი დარჩა და მაშინ ის ფართობი არენდით, სოფლის თანხმობით გადმომეცა,  - გვიამბობს მარტიაშვილი14 ჰექტარი რად მინდოდა? ამიტომ ისევ სოფელს შევთავაზე სამ-სამი ათასი მეტრი ვისაც უნდოდა მოეთიბა, ოღონდ გადასახადი, წლის ბოლოს, საკრებულოში შეეტანათ და ქვითარი ჩემთან მოეტანათ, რომ ჩემთვის ჯარიმა არავის დაეკისრებინა”.

ამდენად, მარტიაშვილმა არენდით აღებული ფართობი კვლავ სოფელს გაუნაწილა. რამდენიმე გლეხმა პირველი ორი-სამი წლის განმავლობაში ქვითრები მარტიაშვილს მართლაც მიუტანა, თუმცა როგორც თავად ამბობს, 82 წლიდანკირკიტებშიმიწას ყველამ თავი დაანება და დავალიანება მთლიანად მისი დასაფარი გახდა.   

ამასობაში ბრძანება გამოვიდა, რომ არენდით მოსარგებლეებს ამ ფართობის შესყიდვის უფლება ეძლეოდათ. სასამართლოში შევიტანე საბუთები და ვიკითხე, მქონდა თუ არა ამ მიწის ყიდვის უფლება. სასამართლომ მიპასუხა, 1999 წლიდან დღემდე მომჩივანი არ გყავს, ამდენად შეგიძლია ეს ფართობი იყიდოო და გადავიხადე კიდეც საჭირო თანხა ფართის დასაკანონებლად”, - გვიხსნის მარტიაშვილი.

მისი თქმით, რომ არა სოფელში გავრცელებული ხმა, “კირკიტებზეგაზის მილებმა უნდა გაიაროსო, ბენარაში ამ ფართობის შესახებ არავინ ხმას არ ამოიღებდა: გასული წლის შემოდგომაზე, ახალციხიდან მოვიდნენ და თქვეს ვალეზე გაზმა უნდა გაიაროსო. იფიქრეს, რომ მე ამ ადგილზე დიდ კომპენსაციას მივიღებდი და სოფელი ამიტომ ამიმხედრდა”. 

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის სიმონ პარუნაშვილის განცხადებით, არენდის გაუქმების დროს, რადგან მანამდე გადასახადის გადამხდელი მარტიაშვილი იყო, უპირატესი შესყიდვის უფლება მას ენიჭებოდა: ამჟამად იურიდიულად მარტიაშვილია მიწის მფლობელი და ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ სოფელმა მიწა დაიბრუნოს, სასამართლოა. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა კი საჯარო რეესტრის ჩანაწერებს ენდობა და მიიჩნევს, რომ მარტიაშვილი ამ ფართობის მესაკუთრეა”.

სოფელი სასამართლოში სარჩელის შეტანას არ აპირებს, რადგან ეს ხარჯთანაა დაკავშირებული და ამის საშუალება არ აქვთ. თუმცა, “კირკიტებთანდაკავშირებული დავა აქ არ სრულდება.  

მიწის შესყიდვის შემდეგ, ვიღაცამ უჩივლა ადიგენში პრივატიზაციის უფროსს ვაჟა მერაბიშვილს, რომკირკიტებშიმიწა არასწორად გაყიდა. მერაბიშვილის საბუთები ახალციხის პროკურატურას გადაეცა”, - გვითხრა შოთა მარტიაშვილმა.

ვაჟა მერაბიშვილი ამჟამად უმუშევარია, როგორც თავად ამბობს შემცირებაში მოჰყვა: სასამართლო 28 ივნისს დასრულდა, შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზები არ იყო სწორად შესრულებული და ამის გამო გაჩნდა პრობლემა. ამ ნახაზების ხელახლა შესრულება შპსელდასდაევალა. რაც შეეხება მიწას, ის ნამდვილად შოთა მარტიაშვილის საკუთრებაა”.





No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი