ოთხი სკოლა დირექტორის გარეშე


 თამუნა უჩიძეახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებში დირექტორები გაათავისუფლეს. ოთხ საჯარო სკოლაში დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია.

გურკელი, საყუნეთი, სხვილისი და წყალთბილა - იმ სოფლების ჩამონათვალია, რომელთა საჯარო სკოლებშიც ახალი სასწავლო წლიდან, ახალი დირექტორები ეყოლებათ.

გურკელისა და საყუნეთის სკოლებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან წერილი იმის შესახებ, რომ სამეურვეო საბჭოებს სკოლის დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა განეხილათ, 15 ივლისს მიიღეს.

მიზეზი საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი ბავშვების რაოდენობა იყო.  საბჭომ საკითხი წესისამებრ 24 საათში განიხილა. მე დასწრების უფლება არ მქონდა”, - ამბობს საყუნეთის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ცისანა ჭუმბურიძე.  

მისი განმარტებით, გენერალური ინსპექცია სამეურვეო საბჭოებს სკოლის დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას იმ შემთხვევაში ავალებს, თუ საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი ბავშვების რაოდენობა 10 პროცენტს შეადგენს: “სკოლას რვა ბავშვი ამთავრებდა. ორი თითო თითო გამოცდაში ჩაიჭრა. მესამე კი ფეხმძიმედ იყო და მიზეზი ეს გახდა. თუU ახალი დირექტორი წინააღმდეგი არ იქნება, სკოლაში ისტორიის მასწავლებლად დავრჩები”.  

საყუნეთის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ საკითხის განხივლის შემდეგ, უფლებამოსილება შეუწყდა აღნიშნული სკოლის დირექტორსაც.

წყალთბილის საჯარო სკოლის დირექტორმა კი თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

არ ვიცი მიზეზი რა იყო. საატესტატო გამოცდებმა ამ სკოლაში ნორმალურად ჩაიარა. იგი სკოლაში მასწავლებლად ჩვეულებრივ დარჩება”, - აცხადებს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნინო დემეტრაძე.

რაც შეეხება სხვლისის საჯარო სკოლის დირექტორს, მისი გათავისუფლების შეხებ ბრძანება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მოვიდა.

არ ვიცი რატომ გამათავისუფლეს. 44 წელია სკოლაში ვმუშაობ, 27 წელია დირექტორი ვარ, მოსულიყვნენ შეემოწმებინათ რა როგორ იყო”, - გვითხრა სხვილისის საჯარო სკოლის დირექტრომა ხნგიანოს არსენიანმა.

მისი თქმით სკოლას, საატესტატო გამოცდებზე ცუდი შედეგი არ ჰქონია, 12 ბავშვიდან ორმა თითო-თითო გამოცდა ვერ ჩააბარა: ბრძანებაში წერია, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 37- მუხლის პირველი ნაწილის გე ქვეპუნქტით მათავისუფლებენ. როგორც ქართველმა კოლეგებმა ამიხსნეს, ხელშეკურლების დარღვევაზეა ლაპარაკი. რა ხელშეკრულება დავაღვიე, არ ვიცი”.

ნინო დემეტრაძის თქმით, გენინსპექცია მუშაობას აგრძელებს და ვინ იქნება შემდეგი, უცნობია. 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი