``ახალციხელობა 2011`` და პრეზიდენტის დაუგეგმავი ვიზიტი

თამარ თოთაძეახალციხე

30 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, რეგიონის მოსახლეობამ შალვა ახალციხელის ხსენების დღე და ქალაქის დღესასწაული - “ახალციხელობააღნიშნა. ღონისძიების მიმდინარეობისას მუზეუმს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესტუმრა, თუმცა, ვიზიტმა საიდუმლო ვითარებაში ჩაიარა.   



 მოულოდნელი ვიზიტი

ღონისძიება დღის პირველ საათზე დაიწყო, პრეზიდენტი კი ახალციხეს დაახლოებით სამ საათზე ესტუმრა. იმ დროს, როდესაც მუზეუმის შემოგარენში ადგილობრივები ახალციხელობას ზეიმობდნენ, მიხეილ სააკაშვილი მუზეუმის ადმინისტრაციასთან დახურულ შეხვედრას მართავდა. პრეზიდენტის მოულოდნელი ვიზიტი ისე დასრულდა, რომ იგი არც დღესასწაულზე გამოჩნდა, არც ადგილობრივებს შეხვდა და არც მედია-საშუალებებისთვის გააკეთა განცხადება. რაბათში მობილიზებულმა დაცვის თანამშრომლებმა მედიის წარმომადგენლებს გადაღების უფლება არ მისცეს.

ეს იყო დაუგეგმავი ვიზიტი. პრეზიდენტი გაეცნო რეგიონში მიმდინარე პროექტებს, მე არ შევხვედრივარ”, - გვითხრა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გელა დემეტრაძემ.

დაიარა მუზეუმის ტერიტორია, დაათვალიერა მისი შემოგარენი, შეხვდა ახალციხის გამგებელს, დაინტერესდა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებით, დაიგეგმა მომავალში განსახორციელებელი პროექტები და გამგებელს დაევალა პასუხისმგებლობა მის შესრულებაზე”, - ასე განგვიმარტა პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში ლაშა ჭკადუამ.

პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ, 30 ივნისს, ინფორმაცია არ გასულა არცერთ მედია-საშუალებაში.

ახალციხელობა 2011”

სახალხო დღესასწაულიახალციხელობამეექვსე წელია მასშტაბურად აღინიშნება. დღე, ტრადიციულად, საზეიმო წირვა-ლოცვით დაიწყო. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ წმინდანის სახელზე ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი გადაიხადა.

ძალიან ცოტაა საქართველოში ქალაქი, რომელსაც თავისი სახელობის წმინდანი ჰყავს და ერთ-ერთი ასეთი ქალაქი ახალციხეა. მინდა მივულოცო ჩვენს ქალაქს დღევანდელი დღე, უფალმა მოანიჭოს ჩვენს ქვეყანას მთლიანობა და ერთიანობა”, - ასე დალოცა მეუფე თეოდორემ სრულიად საქართველოს მოსახლეობა. სამ საათზე კი წმინდანის სახელზე პარაკლისი შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ტაძარშიც გადაიხადა. აღნიშნული ტაძრის მშენებლობას საძირკველი ორი წლის წინ ჩაეყარა

წმინდა მოწამე შალვა ახალციხელი მეთორმეტე საუკუნეში ცხოვრობდა. იგი წმინდა მეფის, თამარის მეფობაში გამორჩეული რაინდი იყო. სიმამაცისა და ვაჟკაცობისათვის თამარმა მას ახალციხის მთავრობა უბოძა. ბასიანის ბრძოლაში შალვა და მისი ძმა ივანე მესხთა მეწინავე ლაშქარს სარდლობდნენ. თამარის მეფობის ბოლო წლებში მან თურქთაგან გაათავისუფლა კერჩოლი (სამხრეთ საქართველოში). გარნისის ბრძოლაში ივანე ახალციხელთან ერთად მესხთა მეწინავე ჯარს სარდლობდა. ახალციხელები მტრის სიჭარბეს არ მოერიდენ, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდნენ. შალვა ახალციხელი ტყვედ ჩავარდა, სჯულის შეცვლაზე უარი თქვა და ჯალალედინმა ის სიკვდილით დასაჯა.

შალვა ახალციხელი იყო ადამიანი, რომელმაც მართლმადიდებლური საქართველოსთვის თავი გასწირა. ეს იყო კაცი, რომლიდანაც მოდის ჩვენი ქალაქის სახელი. სანამ ძმები შალვა და ივანე ახალციხელები გამოჩნდებოდნენ, ჩვენ ქალაქსლომსიაერქვა, - გვიხსნის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წამყვანი სპეციალისტი რეზო ანდღულაძე და დასძენს, რომ ამ დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ადამიანი ერთად აღნიშნავს: ეთნიკური ქართველი, სომეხი თუ სხვა ეროვნების ადამიანი, დღევანდელ დღეს ერთნაირად აღნიშნავს. არა მგონია ამაზე კარგი ურთიერთობა სხვადასხვა ერისა სხვაგანაც იყოს”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით გამართულ სახალხო ზეიმს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ესწრებოდა.

სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრადიციულად ფაცხები წელსაც დაიდგა. სადაც ახალციხის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ ტრადიციული კერძები და ხალხური რეწვის ნიმუშები წამოადგინა.

სომხური სოფლების, სხვილისის, პამაჯისა და წყრუთის სათემოდან ვართ და ძირითადად სომხური საჭმელები გვაქვს წარმოდგენილი”, - ამბობს სხვილისელი რუზანა რაისიანი.

ღონისძიებაში მონაწილოება ახალციხის სამხატვრო სკოლამ, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა და მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა სხვადასხვა ხელობის ოსტატებმაც მიიღეს.

წარმოდგენილი მაქვს ხეზე ნამუშევრები. ხატები, ოქროულობის ჩასაყრელი ზარდახშა, ნარდი და სხვადასხვა ხელნაკეთი აქსესუარები. ახალციხელობაზე მონაწილეობას პირველად ვიღებ, თუმცა ფესტივალარტ-გენზემქონდა ჩემი ნამუშევრები გატანილი და რამდენიმე გავყიდე კიდეც”, - ამბობს სოფელ მუსხში მცხოვრები გიორგი ოქრომელიძე.

მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ზეიმზე ახალციხეში მოქმედი სხვადასხვა ქორეოგრაფიული ანსამბლებიც მონაწილეობდნენ.   ოთხ საათზე კი მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანსამბლქართული ხმებისკონცერტი გაიმართა.

მოსახლეობასახალციხელობაახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გელა დემეტრაძემაც მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს იგივე დღესასწაულს ახალციხე შეცვლილი ინფრასტრუქტურით აღნიშნავს.


No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი