მამუკა არეშიძე: “ცეცხლის გაჩაღება ძალიან ადვილია, მისი ჩაქრობა კი ძალიან ძნელი”


ქრისტინა მარაბიანიახალქალაქი

საქართველოს
ეროვნულ უმცირესობებსა და რელიგიურ კონფესიებზესამხრეთის კარიბჭეექსპერტს კავკასიის საკითხებში, პოლიტოლოგს მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
- როგორ ფიქრობთ, შეძლებს ხელისუფლება ეთნიკური უმცირესობების პრობლემების მოგვარებას?

არ არსებობს პრობლემა ეროვნული უმცირესობების კუთხით, რომლის მოგვარებაც მთავრობას, მიუხედავად იმისა, რომ მათი გაკრიტიკება ბევრ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით შეიძლება, არ შეეძლოს. ჩამოგითვლით ყველაზე მწვავე მომენტებს,
ესაა საერთო პრობლემებიუმუშევრობა, ფასების ზრდა... არის საკითხები, რომლებზეც სახელმწიფო სიღრმისეულად მუშაობს, პირველ რიგში, სახელმწიფო ენის შესწავლა. ენის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, ის ერის კულტურას უსვამს ხაზს. ბუნებრივია, აუცილებელია მისი შენარჩუნება და განვითარება. ჩვენ ზუსტად უნდა გავიგოთ, მთავრობა ასიმილაციის გზაზე დგას თუ ინტეგრაციის. თუ ასიმილაციის გზაზეა, ეს არასწორი პროექტია. თუ ინტეგრაციისკენ იხრება, მაშინ კონკრეტული ხალხის კულტურული ტრადიციების მხარდაჭერაა საჭირო. კულტურული ტრადიციები კი მხოლოდ ხალხურ ფოლკლორს არ ნიშნავს, ესაა ხალხური ფილოსოფია, რაც უნდა განვითარდეს.


- მოცემული კურსი ასიმილაციისკენაა მიმართული თუ ინტეგრაციისკენ?

არც ერთია და არც მეორე. ბუნებრივია, მე, ერთმნიშვნელოვნად, ინტეგრაციის მომხრე ვარ. მთავრობას ამ მიმართულებით გამოკვეთილი პოლიტიკა არ აქვს და არც კონკრეტული პროექტებია ამუშავებული, რომლებიც ინტეგრაციის პროცესს დააჩქარებდა. ზოგ შემთხვევაში, იწყება ქართული ენის შესწავლის პროცესი, მაგალითად, ქვემო ქართლში, შემდეგ კი წყდება. ეს უკვე ნიშნავს, რომ მიდგომა არასერიოზულია.

- შეიძლება თუ არა ასეთი პრობლემების მოგვარება დათმობების მეშვეობით ან პირიქით?
დათმობაზე იმ შემთხვევაში შეიძლება წახვიდე, როცა პრობლემას არ იცნობ. საქმე ისაა, რომ ტერმინეროვნულ უმცირესობებსთუ დავუბრუნდებით, ამ პრობლემაზე მომუშავე ხალხი კონკრეტული ხალხის ფილოსოფიასა და მენტალობას არ იცნობს. მათ შორის, არც ტრადიციებს. თუ ეს ყველაფერი იცი, ამ ხალხის ენაც გესმის და მაშინ უბრალოდ კი არ თმობ, საჭირო სიტუაციას ქმნი და საქმეც კეთდება.

- როგორ ფიქრობთ, არის საქართველოში შუღლი ნაციონალური ნიშნით?

შუღლი, გარკვეული დონით, ყველა ქვეყანაშია, ისეთ დემოკრატიულ სახელმწიფოშიც კი, როგორიც აშშ-. მაგრამ თუ დაპირისპირება სახელმწიფო დონეზე დაიწყო, ეს უკვე საშინელებაა. რელიგიური ან ნაციონალური ნიშნით შუღლის დაწყება დაუშვებელია. ვგრძნობ, რომ დაპირისპირების რაღაც მცირე ნიშნები ბოლო კანონის მიღების შემდეგ გაჩნდა.

- რატომ აღიქვეს აღნიშნული კანონი ასე არაერთმნიშნელოვნად?

საქმე კანონის მხოლოდ მიღებაში არაა, უმთავრესი პრობლემა მის განხილვის გარეშე მიღებაშია, რის გამოც დაიძაბა სიტუაცია. ამ კანონის მიღებაში მთავარი როლი მთავრობამ შეასრულა, პასუხისმგებლობა მასზეა და თუ კანონი არასწორია, დამნაშავე მხოლოდ მთავრობაა. აქ არაფერ შუაშია რომელიმე კონკრეტული ორგანიზაცია, როგორიცაა, მაგალითად, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის პატრიარქატი. მათ ნებისმიერი თხოვნის ან პირობის წამოყენება შეუძლიათ, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელი შემსრულებელია. ადრეც ვამბობდი, რომ ეთნიკურ სომხებთან მიმართებაში ქსენოფობია დაუშვებელია.

- და მაინც, რატომ ფიგურირებენ ამ კანონის მიღებაშიდამნაშავედეთნიკური სომხები?

იგივე ხდება მუსლიმებთან დაკავშირებითაც. ჩვეულებრივ, ჯავახეთში ამის შესახებ არ იციან. ევროპულმა თემმა ამ კანონის მიღებაზე უარი თქვა, რადგან მისთვის მომგებიანი არ იყო. კათოლიკებმა განაცხადეს, რომ ისინი არა ამ კონკრეტული, არამედ საერთაშორისო სტატუსის შესახებ კანონის მიღებისთვის იბრძოდნენ, რადგან მათ მსგავსი სტატუსი მთელ მსოფლიოში აქვთ. და ბოლოს, მუსლიმთა ორგანიზაციები საკუთარი საქმეებით არიან დაკავებული და ერთმანეთში აქვთ დაპირისპირება, ამიტომაც კანონის მიღებაზე რეაგირება არ მოუხდენიათ. საზოგადოებაში კი გავრცელდა მოსაზრება, რომ კანონი სომხური მხარის დაჟინებული მოთხოვნით მიიღეს, რასაც მთავრობის პოზიციამაც შეუწყო ხელი. ეს მცდარი პოზიციაა. ამის დაშვება არ შეიძლებოდა. აღნიშნულ თემაზე საუბარი 6-7 წელია მიმდინარეობს. მთავრობის რეაქცია შესაბამისი უნდა ყოფილიყო. მათი საქმიანობა და ქცევა სწორედ იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ სომეხი ხალხის მიმართ მცდარი პოზიცია არ ჩამოყალიბდეს.

- როგორ ახსნით ქართული ოპოზიციის დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით?

საქმე ისაა, რომ ოპოზიცია, ერთი მხრივ, მთავრობის შეცდომების უმრავლესობას სათავისოდ იყენებს. ეს ლოგიკურია და ყოველთვის ასე ხდება. მეორე მხრივ კი, ოპოზიცია საზოგადოების ემოციურ სიმებზე თამაშობს, ეს უკანასკნელი კი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდამჭერია. როდესაც ვამბობ, რომ საქმეს არაპროფესიონალები აკეთებენ, მხოლოდ მთავრობას არ ვგულისხმობ. ხშირად, აქ, ისევე, როგორც ყველგან, პოლიტიკა იცვლება პოლიტიკანობით (საკუთარი პირადი ზრახვების პოლიტიკით შენიღბვა).

- რას ფიქრობთ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციაზე?

საქმე ისაა, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ბევრ საკითხში მართალია. მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი წინააღმდეგი არიან არა თავად კანონის, არამედ მისი ნაჩქარევი, ეკლესიის აზრის გათვალისწინების გარეშე მიღებისა. პატრიარქების მოლაპარაკებას ვესწრებოდი, ვიცი, რომ ისაუბრეს კანონის მიღებაზეც და ეკლესიების საკითხზეც. სულ ესაა. მართლმადიდებლური ეკლესია ამბობს, რომ კანონის წინააღმდეგ არ არის, წინააღმდეგია მხოლოდ იმის, რომ ეკლესიის მოსაზრებები არ გაითვალისწინეს.

- ხომ არაა მოსალოდნელი ამ ნიადაგზე ეთნიკური კონფლიქტის წარმოშობა?

კონფლიქტი ყველაფრის გამო შეიძლება დაიწყოს. თუ მთავრობა ხელისუფლების სიმძიმეს სათანადოდ გრძნობს, მსგავსი არაფერი უნდა დაუშვას. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ რაიმე მიზეზი, საყოფაცხოვრებო, პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა არსებობდეს სომეხ და ქართველ ხალხს ან ქართველ და სხვა ეროვნების ხალხს შორის დაპირისპირებისთვის. ამის წინააღმდეგი ვიყავი აფხაზეთთან და .. სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტის დროსაც, რადგან ცეცხლის გაჩაღება ძალიან ადვილია, მისი ჩაქრობა კი ძალიან ძნელი

No comments:

Post a comment

დატოვე კომენტარი