გეოპოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში


შუშან შირინიანიახალქალაქი

 რეგიონულ პოლიტიკასა და გეოპოლიტიკაზე, “ისტორიულ ტერიტორიებზე”, ქართულ-სომხურ ურთიერთობებსა და მრავალ სხვა თემაზესამხრეთის კარიბჭეთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრს, საქართველოს ყოფილ ელჩს სომხეთში რევაზ გაჩეჩილაძეს ესაუბრა.
 
ცნებაისტორიული ტერიტორიახშირადგანხეთქილების ვაშლადიქცევა. როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს საკითხი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის?

ჩემი აზრით, ყოველგვარი აპელირება ისტორიულ ტერიტორიებზე ხელისშემშლელი ფაქტორია. საქმე ისაა, რომ საჭიროა რომელიღაც მომენტში შეჩერდე, საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრები აღიარო და არ ეცადო ადამიანების ფსიქოლოგიის შეცვლა და მასზე ზემოქმედება ხალხის ქვეცნობიერში სეპარატიზმის, ვინმესგან რაიმეს მიღების სურვილის ჩანერგვით. უნდა დაკმაყოფილდე იმით, რაც გაქვს. შეიძლება, ეს სამართლიანი არ არის, მაგრამ უკეთესია შეინარჩუნო რაც გაქვს, ვიდრე სხვისთვის წართმევას ეცადო. გეტყვით საქართველოს მაგალითზე, ქართველებს სჯერათ, რომ სოჭი საქართველოს ეკუთვნის. უნდა ვთქვა, რომ ისტორიულად ეს ასე აღარ არის. სოჭი საქართველოსი იყო XIII ასწლეულში ან XII-ში. მაგრამ დღეს უკვე XXI საუკუნეა და როგორ შეიძლება ასე კატეგორიულად აზროვნება. უნდა დაისვას წერტილი და ხალხის აფორიაქება და არაკების მოყოლა საჭირო არ არის. საქართველოს საზღვრები ისაა, რაც 1991 წელს დადგინდაეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი საზღვარი დღეს და მომავალშიც. უბრალოდ, ამ საზღვრებს ჩვენმა მეზობლებმაც პატივი უნდა სცენ და არ ეცადონ საქართველოს ტერიტორიაზე კვაზი რესპუბლიკების, კვაზი სახელმწიფოების შექმნას, როგორიცაა, მაგალითად, აფხაზეთი და კიდევ უარესი, სამხრეთ ოსეთი.

_ როგორ შეაფასებთ რეგიონში არსებულ კონფლიქტებს, როგორ დაახასიათებთ, ისინი უფრო გეოპოლიტიკურია, ნაციონალური თუ ტერიტორიული?

ყველა კონფლიქტი სხვადასხვაა. ყარაბაღისა და აფხაზეთის კონფლიქტების შედარება არ შეიძლება, ვერც აფხაზეთისა და .. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებს შევადარებთ. ყველაზე მეტი შემიძლია .. სამხრეთ ოსეთზე ვილაპარაკო, რადგან ეს კონფლიქტი ხელოვნურად შეიქმნა. ერთი მხრივ, მოსკოვის მიერ, მეორე მხრივ კი, თბილისის არასწორი პოლიტიკის გამო. ბოლოს და ბოლოს, ქართველები და ოსები ამ კონფლიქტის მსხვერპლად იქცნენ. გგონიათ, ოსები კარგად არიან?! ისინი, ფაქტობრივად, მოწყვეტილნი არიან საქართველოში მცხოვრებ ნათესავებსა და ახლობლებს, ამასთან, ყველანაირი ეკონომიკური კონტაქტი მათ საქართველოსთან ჰქონდათ და არა ჩრდილო ოსეთთან. ეს ყველაფერი ხელოვნურად შეიქმნა. როკის გვირაბის აშენებით იგულისხმებოდა, რომ ამის შემდეგ საქართველოსთვის პრობლემების შექმნა შესაძლებელი გახდებოდა.  

_ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტურ ურთიერთობაშია სომხეთი და აზერბაიჯანი. საქართველო კი არცერთ მხარესთან კონფლიქტში არ იმყოფება. რა როლი შეიძლება ითამაშოს საქართველომ მათი ურთიერთობის მოგვარებაში?

საქართველო სომხეთისა და აზერბაიჯანის ზურგსუკან ამ პრობლემის მოგვარებას ვერასდროს შეძლებს. ეს ზღაპარია. ისევე, როგორც ამას ვერ გააკეთებს რუსეთი, ვერც აშშ და ვერც დასავლეთ ევროპა. ესაა კონფლიქტი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამ ხალხმა და მათმა მთავრობებმა უნდა მოაგვარონ. საქართველოს, საუკეთესო შემთხვევაში, მოლაპარაკებისთვის არენის შეთავაზება შეუძლია. ის არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა და რეცეპტებსაც არ შესთავაზებს. ეს შემიძლია განვაცხადო ჩემი მთავრობისა და ასევე, ჩემი ხალხის სახელით, რომელსაც ამ შემთხვევაში არავის მხარეს დადგომა არ სურს, რაც ორივე მხარემ უნდა დააფასოს.

_ სათქმელიისტორიული ტერიტორიებისთემაზე საქართველოსა და სომხეთს შორისაც არის დარჩენილი, მაგალითად, ლორი. რას იტყვით ამ შემთხვევაზე?

ეს სრული ზღაპრებია. ლორი კი შედიოდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში XVIII საუკუნეში, ალავერდი სამეფო ზარაფხანა იყო, აქ კეთდებოდა ქართული სამეფო მონეტები, სწორედ ახტალაში, მაგრამ ნუთუ შეიძლება XVIII საუკუნეში დაბრუნება?! ასე რომ იყოს, გერმანიას პრეტენზია უნდა ჰქონდეს ელზასთან, რადგან ის ოდესღაც გერმანიის იმპერიის შემადგენლობაში იყო. მანჰეტენის კუნძულზე მცხოვრებმა ინდიელებმა კი დღეს ნიუ-იორკი უნდა მოითხოვონ, რომელიც 1624 წელს ჰოლანდიელებს გადაეცა, შემდეგ კი ინგლისელებმა დაიპყრეს. ეს არასერიოზული მიდგომაა. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო ისაა, რაც 1991 წელს იყო. შეიძლება საზღვრები როდესღაც ხელოვნურად შეიქმნა, ჩვენ რაღაც დავკარგეთ კიდეც, მაგრამ არსებულით უნდა დავკმაყოფილდეთ. ასევე სომხებიც, აზერბაიჯანელებიც, თურქებიც და ყველა სხვა ქვეყანა, თუ მშვიდობასა და მეგობრულ სიტუაციაში ცხოვრება უნდათ.

_ როგორ შეაფასებთ მოცემულ ეტაპზე საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს?

ჩვენ შორის დიპლომატიური ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა, ყოველ შემთხვევაში, ასე იყო ჩემი ელჩობის დროს და დღესაც ასევე გრძელდება. ჩემი აზრით, ძალიან კარგი დიპლომატიური და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა გვაქვს. თუ საზოგადოებრივი აზრი პერიოდულად ხან ერთ და ხან მეორე მხარეს დაიძაბება, ამაზე გავლენა უნდა მოახდინონ.  

_ როგორ და რისი საშუალებით უნდა მოახდინონ გავლენა?

რასაკვირველია, სიტყვით, მე იარაღზე არ ვლაპარაკობ.

_ როგორ შეაფასებთ სამცხე-ჯავახეთში სომხეთის საკონსულოს გახსნის იდეას?

ვერ ვიგებ, ეს რა საჭიროა. ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი სრულიად ზედმეტია. საქართველოს და სომხეთს უვიზო მიმოსვლა აქვთ. როდესაც საუბარი ბათუმზე იყო, მე იქაც არასაჭიროდ მივიჩნევდი, მაგრამ მაინც, ზაფხულში სომხეთიდან ბევრი ტურისტი ჩადის და ზოგჯერ მათ უნდა დავეხმაროთ. აქ ლოგიკა კიდევ არის. სამცხე-ჯავახეთში კი საჭიროებას ვერ ვხედავ. ჩემი აზრით, ამ საკითხის დასმა არასწორი და არაკორექტულია, რადგან ეს საქართველოს ტერიტორიაა, თუ აქ უცხოელები ცხოვრობენ, ეს სხვა საქმეა. ის, ვინც აქ ცხოვრობსსაქართველოს მოქალაქეა. რაში სჭირდებათ საკონსულო?! თუ ისინი თავს უცხოელებად მიიჩნევენ, მაშინ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უნდა თქვან და საკონსულო ისე მოითხოვონ.

_ პარლამენტის მიერ საქართველოს რელიგიური კონფესიებისთვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ კანონის მიღებამ სხვადასხვა წრეებში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. რა დამოკიდებულება გაქვთ საკითხისადმი?

რატომ უარყოფითი? შეიძლება, ვიღაცას, ვთქვათ ეკლესიურ წრეებს ჰქონდა უარყოფითი რეაქცია. ჩემი აზრით, გადაწყვეტილება, საბოლოოდ, მართებული იყო.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი