ხმაურიანი დაკავება


თამუნა უჩიძეახალციხე
გიორგი აბდალაძის ფოტო.
ფოტოგრაფები უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით; ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ საქმეს გრიფით საიდუმლო დაედო; მოსაზრებები და შეფასებები;
პრეზიდენტის პრესსამსახურის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე და გაზეთ “პრაიმ-თაიმის” ფოტოკორესპონდენტი ნათია გედენიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტრაქტორი და “ალია-ჰოლდინგის” ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში ზურაბ ქურციკიძე და “ასოშეიტედ პრესის” ფოტოკორესპონდენტი საქართველოში შაჰ აივაზოვი საკუთარ სახლებში 7 ივლისს, გამთენიისას, სამიდან ექვს საათამდე, აიყვანეს.
სამ მათგანს, მათ შორის პრეზიდენტის პირად ფოტოგრაფს, ოფიციალურად წაეყენა ბრალი 314-ე მუხლით – უცხო ქვეყნის სასაეგებლოდ ჯაშუშობა. აღკვეთი ღონისძიების სახით, მათ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ. შაჰ აივაზოვი დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. ნათია გედენიძემ კი მოდულის შენობა მას შემდეგ დატოვა, რაც მან და მისმა მეუღლემ სამართალდამცავებს აღიარებითი ჩვენება მისცეს.
ფოტოგრაფების დაკავების სხვადასხვა ვერსიებს შორის ერთ-ერთი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის მიერ გავრცელებული ფოტოებია, რომლებიც მან 26 მაისის ღამეს, სამართალდამცავთა მიერ მომიტინგეების დაშლისას გადაიღო. ფოტოებზე სასტიკად ნაცემი აქციის მონაწილეები არიან აღბეჭდილი და ის სააგენტო “როიტერის” საშუალებით გავრცელდა. თავად გედენიძე მის დაკავებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს.  
გრიფმა “საიდუმლო”, რომელიც ფოტოგრაფების საქმეს დაედო, ინფორმაციულ ვაკუუმში დარჩენილი საზოგადოების ინტერესი ამ საკითიხისადმი უფრო გაამძაფრა. საქმეზე “საიდუმლო” გრიფის მოხსნა იყო სწორედ ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა” და “მედიის ადვოკატირების” კოალიციის წევრებმა შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან შეხვედრისას დასვეს. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ჟურნალისტი ია ანთაძე მიიჩნევს, რომ “შეხვედრა საჭირო იყო”. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, შეხვედრამ დაძაბულობის გარეშე ჩაიარა, მინისტრმა ნახა, რომ არსებობს სხვა საქართველოც და არა მხოლოდ ის, რომელიც მას ხოტბას ასხამს: “მერაბიშვილს სურდა, ჩვენზე განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება მოეხდინა. ამ შეხვედრის რეალური შინაარსი მოგვიანებით გამოიკვეთება, ამაში დარწმუნებული ვარ”.
ანთაძე მიიჩნევს, რომ ფოტორეპორტიორების დაკავების ერთ-ერთი მიზანი, ნებისმიერ შემთხვევაში დანარჩენი ჟურნალისტების დაშინებაც იყო. განსაკუთრებით იმ ჟურნალისტებს მოუხდებათ ფრთხილად ყოფნა, რომლებიც საერთაშორისო მედიაორგანიზაციებთან თანამშრომლობას გადაწყვეტენ: “ჩვენი სტატიები, რომლებიც უნდა წაეკითხათ უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში, შესაძლოა აღარ წაიკითხონ და თან, ჩვენი პირადი გადაწყვეტილების და არა ვინმეს პირდაპირი ზეწოლის გამო”.  
ფოტოგრაფის დაკავებას, ჟურნალისტებზე ზეწოლის მცდელობას უწოდებს, “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” თბილისის ოფისის რედაქტორი გიორგი კუპატაძეც: “გავრცელებული მასალები, ჩემი აზრით, არ ადასტურებს ბრალეულობას. წაყენებული ბრალდებების, პირადად მე, არ მჯერა, რადგან, ძალიან კარგად ვიცნობ სამივეს”.
ანთაძის განცხადებით, მისი კოლეგების ჯაშუშობაში დადანაშაულება სახელმწიფოს გადაწყვეტილი აქვს: “მათი ბრალის დამადასტურებელი უტყუარი საბუთები, ვფიქრობ, შესაბამის უწყებებს არ გააჩნიათ. ამიტომ საზოგადოების სიფხიზლეს და სოლიდარობას დიდი მნიშვნელობა აქვს”.
ადგილობრივი ტელეკომპანია “მეცხრე არხის” ოპერატორი სერგეი ფიდანიანი მანამდე, სანამ საქმეს ნათელი არ მოეფინება, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას გაუმართლებლად მიიჩნევს.
“თავს შეიკავებს საპროტესტო გამოსვლებისგან” ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტი რუსუდან გვარამაძე: “თუ ზოგადად, აქცია სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად გაიმართება, მას მხარს დავუჭერ”.  
ტელეკომპანიამეცხრე არხისგენერალური დირექტორის მაია იველაშვილის განცხადებით, ტელეკომპანიამ საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა, რეგიონულ ტელევიზიათა გაერთიანების მიერ მომზადებულ მიმართვაში, რომელიც შესაბამის ორგანიზაციებს დაეგზავნათ: “საქმეზესაიდუმლოგრიფის მოხსნას ვითხოვდით. ჩვენგარბისწევრი ვართ და სამომავლოდ, მოქმედებას კოალიციის საერთო გადაწყვეტილების მიხედვით დავგეგმავთ”.

იველაშვილი მიიჩნევს, რომ თუ ბრალდების მხარეს სეროზული მიზეზები არ ექნებოდა, საერთაშორისო პრესის წარმომდგენლებსა და პრეზიდენტის პირად ფოტოგრაფს, ხელს ისე ვერავინ მოკიდებდა.

იველაშვილის მოსაზრებას იზიარებს ადვოკატი ივანე ტატალაშვილი: “კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება”. შესაბამის სტურქტურებს საამისო საფუძველი რომ არ ჰქონოდათ, სამშობლოს ღალატში ის ვერ დაადანაშაულებდნენ”.

იგივეს ფიქრობს ახალციხელი ანტონ დურგლიშვილიც: დამნაშავეები რომ არ იყვნენ, ამხელა რაღაცას ვერ დააბრალებდნენ. მაგრამ, ჩვენ ქვეყანაში რომ ყველაფერი ხდება, ისიც ვიცით უკვე”.

“დემოკრატ მესხთა კავშირის” ადვოკატს ეკა აბაშიძეს 2008 წლის აგვისტოს ომში გადაღებული ფოტოების ავტორებისგან, უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა უკვირს: “რაც შეეხება მოსაზრებას, რომ მათი დაკავებით ხელისუფლებამ ჟურნალისტები დააშინა, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ”.
ანთაძის თქმით, ქვეყანაში ბევრი პატიმარია და მათ შორის არიან ადამიანები, რომელთა ბრალი დადასტურებული არ არის. პატიმარი კი, რომლის ბრალიც ბოლომდე დადასტურებული არ არის, უკანონო პატიმარია: ფოტორეპორტიორების სასამართლომდე სულ ორიოდე კვირა დარჩა. სასამართლო ღია იქნება და ჩვენ გვექნება საშუალება, ვნახოთ, როგორ უდასტურებს სახელმწიფო ჩვენს კოლეგებს, რომ ისინი გრუ–ს უგროვებდნენ და გადასცემდნენ საიდუმლო ინფორმაციას. მიემატებიან თუ არა ფოტორეპორტიორები უკანონონო პატიმრების რიცხვს – ეს არის შეკითხვა, რომელზეც საზოგადოებამ ზუსტი პასუხი უნდა მიიღოს’’.

8 comments:

  1. საინტერესო სტატია. ამასთანავე, როცა რეგიონში ობიექტური ინფორმაცია ნაკლებად აღწევს მსგავსი სტატიები ასმაგად მნიშვნელოვანია. აქ მე მგონი მკაფიოდ არის ნაჩვენები ვინ ვინ არის. ვინ არის ობიექტური და თავისუფალი ჟურნალისტი.ვინ, ვის ემსახურება. მადლობა სტატიის ავტორს თამუნა უჩიძეს და გაზეთს ,,სამხრეთის კარიბჭეს"

    ReplyDelete
  2. Interesting blog! Is your theme custom made or did you download it
    from somewhere? A design like yours with a few simple tweeks would really make my blog jump out.
    Please let me know where you got your design.
    Thanks

    my web site; may party poker bonus code

    ReplyDelete
  3. Appreciating the persistence you put into your site and in depth information you present.
    It's nice to come across a blog every once in a while that isn't the same out of date rehashed information.
    Great read! I've saved your site and I'm adding your RSS feeds to my Google account.


    Also visit my web blog: http://Www.dailystrength.org

    ReplyDelete
  4. Hmm it looks like your site ate my first comment (it was extremely long) so I guess I'll just sum it up what I wrote and say, I'm thoroughly
    enjoying your blog. I too am an aspiring blog blogger but I'm still new to the whole thing. Do you have any tips for newbie blog writers? I'd
    genuinely appreciate it.

    Look at my weblog; party poker bonus code december 2013

    ReplyDelete
  5. Good post. I learn something totally new and challenging on sites I stumbleupon on a daily basis.
    It will always be helpful to read articles from other writers and practice a little
    something from other web sites.

    my webpage: partypoker bonus codes

    ReplyDelete
  6. Hi it's me, I am also visiting this web site daily, this web site is in fact fastidious and the people are actually sharing nice thoughts.

    Also visit my weblog Habitatnys.org

    ReplyDelete
  7. Hello my family member! I want to say that this post is awesome, nice written and include approximately all important infos.
    I would like to see extra posts like this .

    my blog rtg casino

    ReplyDelete
  8. Wow, this article is good, my younger sister is analyzing these
    kinds of things, therefore I am going to inform her.


    Visit my blog post :: top casino online usa [http://Www.Artbreak.com/RebbecaElgert88]

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი