ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო


თამარ თოთაძეახალციხე.


 30 ივნისს, საქართველოს მასშტაბით გახსნილ 15 საგამოცდო ცენტრში, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.




2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 33 898  აბიტურიენტმა გაიარა. საქართველოს იმ ქალაქებში, სადაც უმაღლესი სასწავლებლები არსებობს პირველი გამოცდისთვის რეგისტრაცია დილის რვა საათზე დაიწყო, ცხრა საათზე კი პირველი გამოცდის პირველი სესია. აბიტურიენტების სიმრავლის გამო, თითოეული გამოცდა რამდენიმე სესიად ტარდება და მისი ხანგრძლივობა ოთხი საათია. პირველი სესიისთვის რეგისტრაცია დილის რვა საათზე იწყება, მეორე სესიისთვის   კი 14 საათზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის საგამოცდო ცენტრი ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მეორე კორპუსშია გახსნილი. საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო სამსახურები. აბიტურიენტებს გამოცდაზე მხოლოდ პირადობის მოწმობის, საგამოცდო ბარათისა და მინერალური წყლის შეტანის უფლება აქვთ.

საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის გელა ინასარიძის განცხადებით, ახალციხის საგამოცდო ცენტრში წელს 946 აბიტურიენტია რეგისტრირებული. მათ შორის, 172 ახალგაზრდა ზოგადი უნარების გამოცდას სომხურ, ხოლო 5 რუსულ ენაზე ჩააბარებს. გარდა ამისა, იგივე გამოცდას გრანტის გაუმჯობესების მიზნით, წელს, 96 სტუდენტი აბარებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ დღეს რეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე სამი არ გამოცხადდა”, - განმარტავს გელა ინასარიძე.

უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ გულშემატკივრებს გამოცდის მიმდინარეობაზე დაკვირვება ეზოდან, ტელევიზორის საშუალებით შეუძლიათ. ნერვიულობა აბიტურიენტების მშობლებსა და ახლობლებსაც ეტყობათ.

შვილი აბარებს, კერძო რეპეტიტორთან არ ემზადებოდა. საატესტატო გამოცდები კარგად ჩააბარა და ვფიქრობ, არც ეროვნული გამოცდების ჩაბარება გაუჭირდება”, - ამბობს ლელა მსხვილიძე.

თინათინ ინასარიძე ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ჩაბარებას აპირებს. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე სრული ოთხი საათი გამოიყენა. ამბობს, რომ დრო საკმარისი იყო და გამოცდამ წარმატებით ჩაიარა: ერთი წელი ვემზადებოდი რეპეტიტორებთან და იმედი მაქვს, რომ წარმატებით ჩავაბარებ. რთული არ იყო, რაც ნასწავლი გვქონდა, ზუსტად ის მასალა შემხვდა. უბრალოდ, ნერვიულობის ფაქტორია და შეიძლება ცოტა დაიბნე. პირველი გამოცდა იყო, გამოცდილება მივიღე და მეორე გამოცდაზე უკეთ შევხვდები ყველაფერს.

ამავე ფაკულტეტზე ჩაბარება უნდა სოფელ სვირში მცხოვრებ სოფო სამსონიძესაც: ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, კერძოდ ფილოლოგიური მინდა. არ იყო ძალიან ძნელი, საშუალო სირთულის იყო. მშვენივრად გავართვი თავი და ვნახოთ როგორი შედეგი მექნება”.

ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ასეთია: 30 ივნისი – 1 ივლისიქართული ენა და ლიტერატურა; 4 და 5 ივლისიზოგადი უნარები; 6 ივლისიუცხოური ენა (ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა); 7 და 8 ივლისიუცხოური ენა (ინგლისური ენა); 11 ივლისიუცხოური ენა (რუსული ენა); 12 ივლისიისტორია; 13 ივლისიმათემატიკა;  14 ივლისილიტერატურა; 15 ივლისისტუდენტთა საგრანტო კონკურსი; 18 ივლისიბიოლოგია; 19 ივლისიგეოგრაფია; 20 ივლისიქიმია; 21 ივლისიფიზიკა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი გარდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა, საერთო სამაგისტრო და მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების ჩატარებასაც იწყებს. 6-21 ივლისს პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდები ჩატარდება, ხოლო 14-15 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდები.

7 comments:

  1. Thanks designed for sharing such a nice opinion, post
    is fastidious, thats why i have read it completely

    Also visit my web-site ... party poker bonus code december 2013

    ReplyDelete
  2. What's up i am kavin, its my first occasion to commenting anyplace, when i read this piece of writing i thought i could also create comment due to this sensible paragraph.

    my web site http://journals.fotki.com/rafthose1/Gain-a-using-for-the--459/entry/dqqwkrkksfts/

    ReplyDelete
  3. Hi, i think that i saw you visited my website so i got here to return the desire?
    .I am attempting to to find things to improve my website!
    I assume its ok to make use of a few of your ideas!!


    Also visit my web site; http://blingee.com/

    ReplyDelete
  4. Woah! I'm really digging the template/theme of this blog. It's
    simple, yet effective. A lot of times it's very difficult to get that "perfect balance" between superb usability and appearance. I must say that you've done a great job with this.
    In addition, the blog loads super fast for me on
    Chrome. Exceptional Blog!

    Here is my web blog - mycandylove.com

    ReplyDelete
  5. I'm curious to find out what blog platform you are using? I'm having some small
    security issues with my latest site and I would like to find something more secure.

    Do you have any solutions?

    Visit my web site - august party poker Bonus code

    ReplyDelete
  6. Thank you, I've just been searching for info about this subject for ages and yours is the greatest I've came upon till
    now. But, what about the bottom line? Are you positive in regards to the source?


    Feel free to visit my blog post - rtg casino bonus

    ReplyDelete
  7. Hello my family member! I want to say that this article is awesome, nice written and come
    with approximately all vital infos. I would like to see extra
    posts like this .

    my web page ... http://www.machinesitalia.org/

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი