სომხეთის საკონსულო სამცხე-ჯავახეთში


 საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობების დღის წესრიგში სამცხე-ჯავახეთში სომხეთის საკონსულოს გახსნის საკითხი დააყენეს

აღუნიკ აივაზიანი,
შუშან შირინიანიახალქალაქი
19 მაისს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი მანასარიანმა სომხეთის პარლამენტში განაცხადა, რომ ოფიციალურ თბილისსა და ერევანს შორის სამცხე-ჯავახეთში სომხეთის საკონსულოს გახსნის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა, ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ქართული მხარე ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.  


აღნიშნულ მხარეში საკონსულოს გახსნის ინიციატივით სომხეთის რესპუბლიკა 2002 წელს გამოვიდა. 2002 წლის 25 სექტემბერს სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს დელეგაცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის თეიმურაზ მოსიაშვილის ხელმძღვანელობით. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრანიკ მარგარიანმა საქართველოს დელეგაციას, ერთობლივი პროგრამების ახლოდან თვალყურის დევნების მიზნით, ჯავახეთში საკონსულოს გახსნა შესთავაზა. მაშინ საქართველომ წინადადება არ მიიღო.

ახალქალაქის მცხოვრებლებს ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. შესაბამისად, კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

ვაჟა ბერიძე პირველი ქართველი ექსპერტია, რომელმაც სამცხე-ჯავახეთში სომხეთის საკონსულოს გახსნის თემაზე კომენტარი გააკეთა.

პირადად მე, სამცხე-ჯავახეთში სომხეთის საკონსულოს გახსნას მხარს ვუჭერ. უკეთესი იქნება, თუ ეს საკონსულო ახალციხეში გაიხსნება. ჩემი აზრით, ჯავახეთში არსებული პრობლემები, ისევე, როგორც მთლიანად ქართულ-სომხური ურთიერთობები, მუდმივი საჯარო დიალოგის თემა უნდა იყოს”, - განუცხადა ვაჟა ბერიძემ სააგენტომედიანიუსს”.

იგი სამცხე-ჯავახეთში სომხეთის საკონსულოს გახსნაში საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხეს ვერ ხედავს: თუ საკონსულოს ერთ-ერთი ფუნქცია სომხური კულტურის პროპაგანდა იქნება, რასაკვირველია, კანონის ფარგლებში სომხებს საქართველოში ეს არ ეკრძალებათ. თუ ეს სეპარატისტული ტენდენციების წახალისება იქნება, მთავრობა რისთვისღა გვყავს?! ის, რაც კანონის ჩარჩოებს გასცდება, აღიკვეთება”.

ექსპერტი მამუკა არეშიძე ამ ყველაფრის წმინდა პოლიტიკად აღიარებას არ ჩქარობს. საკონსულოს გახსნის მიზნების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის არქონის გამო მას არ შეუძლია თქვას, რას მისცემს აღნიშნული ნაბიჯი მოსახლეობას და ვერც იმას აზუსტებს, მოსწონს იდეა თუ არა.

საკონსულოები ძირითადად ისეთ რაიონებში იხსნება, სადაც სავაჭრო გზები იკვეთება. ქვეყანა, რომელიც საკონსულოს ხსნის, ამ სავაჭრო გზების უკეთ მუშაობითაა დაინტერესებული. ასეთია, მაგალითად, თურქეთის საკონსულო ბათუმში, ან ბულგარეთის საკონსულო ფოთში. სამცხე-ჯავახეთში არ არის ისეთი სავაჭრო გზები, რომ სომხეთი ეკონომიკური კუთხით იყოს დაინტერესებული. რკინიგზის გახსნის შემდეგ სომხეთს გარკვეული ინტერესი ნამდვილად გაუჩნდება. თუმცა ამ მხარეში ეთნიკური სომხების განსახლებაც გარკვეულ როლს თამაშობს, - ამბობს ექსპერტი და ამატებს, რომ გასათვალისწინებელია ერთი მომენტიც, - ადგილობრივ მოსახლეობას სომხეთთან კავშირის გაწყვეტა არ სურს, საკონსულო კი მათ შეიძლება სომხეთთან კავშირის გაძლიერების ერთგვარატრიბუტადაღიქვან. შესაძლოა, ესაა გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯი, რომელზეც თბილისი სომხეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის მიდის”.  

ერევნის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პოლიტოლოგი სერგეი მინასიანი განმარტავს, რას მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას საკონსულოს გახსნა: ეს საკმაოდ პოზიტიურად აისახება როგორც ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების მდგომარეობაზე, ისე სომხეთის ბევრ მოქალაქეზე, რომლებიც რეგიონში სომხური პასპორტებითა და ქართული ბინადრობის მოწმობებით ცხოვრობენ. საკონსულოს არსებობა მათი უფლებების უკეთ დაცვას შეუწყობს ხელს. ასევე, სომხეთის მთავრობას ჯავახელი სომხების პრობლემებზე თვალყურის დევნების საშუალებას მისცემს უშუალოდ საკუთარი წარმომადგენლობის მეშვეობით”.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი