სადავო საკითხები და მოლოდინები

თამუნა უჩიძეახალციხე




 ორი ქვეყნის, სომხეთისა და საქართველოს პატრიარქები მესხეთში; საზოგადოების მოსაზრებები, მოლოდინები და შეფასებები;

ერთი შეხედვით მეგობრული ვიზიტის მიუხედავად, საზოგადოების დამოკიდებულება ყოველთა სომეხთა კათალიკოსის გარეგინ მეორის სტუმრობის მიმართ არაერთგვაროვანია.


ეს არ იყო მეგობრული ტონი, 120 წლის შემდეგ პირველად სომხეთის პატრიარქი საქართველოში ორი მოთხოვნით ჩამოვიდასადაო ტაძრები და საქართველოში სომხური ეკლესიისათვის სტატუსის მინიჭება, - აცხადებს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თინა იველაშვილი და ამატებს, რომ ეთნიკურ სომხებს სურთ საქართველოში მათ ეკლესიას ისეთივე სტატუსი ჰქონდეს, როგორც ეს აქვს მართლმადიდებლურ ეკლესიასეს ნორმალური არაა, ასეთი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება, რადგან ეს ქვეყნის, არამხოლოდ, სულიერი, არამედ პოლიტიკური გახლეჩვაცაა”.

საქართველოში ოფიციალურად სადავო ექვს ტაძარს შორის, ერთ-ერთი ახალციხეშია. ქართველებისთვის იოანე ნათლისმცემლის, სომხებისთვის კი სურბ ნეშანის სახელობის ტაძრის ირგვლივ დაპირისპირებამ პიკს 1990 წლის 24 აპრილს მიაღწია. იმ დროისთვის, ეკლესიაშიმეგობრობის მუზეუმიფუნქციონირებდა, ეთნუკურმა სომხებმა კი ხატებით ხელში მისი დაკავება სცადეს.

რვა ათასამდე ეთნიკური სომეხი იდგა ქუჩაში. დაპირიპირება ორ ერს შორის ხელჩართულ ბრძოლში გადაიზარდა. “ვიომოთ!”- აცხადებდნენ სომხები და უკან დახევას არც ფიქრობდნენ. ქუჩები ოთხი დღე ხალხით იყო გადაჭედილი, მივხვდით, რომ მათ დაშლას, ძალის გამოუყენებლად, მხოლოდ ჩვენ ვერ შევძლებდით”, - გვიამბობს იმ დროს რაიონის პოლიციის უფროსი, ისტორიკოსი და იურისტი ვოვა ზედგინიძე, რომლის თხოვნითაც, ხალხის დასამშვიდებლად ახალციხეში, მაშინ ეროვნული მოძრაობის ლიდერი საქართველოში ზვიად გამსახურდია, სომხეთიდან კი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და 15-კაციანი დელეგაცია ჩამოვიდა.

საბოლოოდ სიტუაცია განიმუხტა და საკითხი, ღიად დარჩა, იმ მოტივით, რომ ამ თემას, საქართველოს სააპტრიარქო გადაწყვეტდა. მანამდე კი ტაძარს ბოქლომი დაადეს და სამეთვალყურეოდ დაცვაც დაენიშნა.

დღეს ტაძარი ღიაა სომხებისთვისაც და ქართველებისთვისაც, თუმცა ღვთისმსახურება არცერთი მხარისთვის არ აღესრულება.

ერთი შეხვედრით ასეთი სადაო თემების მოგვარება ვერ მოხერხდება. ამ საკითხების გადაწყვეტას ათი ვიზიტიც არ ეყოფა. მით უმეტეს, რომ ეთნიკური სომხები საქარველოში ათობით ეკლესიას გვედავებიან. საპატრიარქოს აქვს ბრწყინვალე პოზიცია, მათ არა ყველაზე ერთად, არამედ რამდენიმეზე ესაუბრება”, - ამბობს ზედიგინძე

მის მოსაზრებას იზიარებს თინა იველაშვილი, რომელმაც 2009 წელს თემაზე - “მარდის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიავრცელი ნაშრომი დაწერა:ამ ვიზიტით არაფერი შეიცვლება, ახლა, უბრალოდ, ნიადაგი მოგვისინჯეს, როგორ მივიღებდით მათ შემოთავაზებას”.

მხატვარი-რესტავრატორი რამაზ კორშია აქცენტს სომხეთში არსებულ ქართულ ტაძრებზე აკეთებს. ლორე, ამჟამინდელი კიროვაკანი, სომხეთის გული, წლების წინ საქართველოს კარიბჭეს წარმოადგენდა: მათ ტერიტორიაზე უამრავი ქართული ტაძარია, იქ ჩვენ კი არა, მეცნიერებსაც კი არ უშვებენ”.  

რაც შეეხება საქართველოში არსებულ სადაო ტაძრებს, კორშია მიიჩნევს, რომ ქართულ ტაძრებში სომხური ეკლესიის ჩამშენებლები კანონით უნდა ისჯებოდნენ: “როგორც ეს მოხდა მაგალითად წყალთბილასა და მარდის ეკლესიაში. ამ შემთხვევებში გამოსაკლვლევი არაფერია. სუფთა მიწაზე აშენებულ ეკლესიებზე კი არავის ვედავებით, პირიქით სხვისას უფრო მეტ პატივს ვცემთ, ვიდრე ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას”.  

ვოვა ზედგინიძე მიიჩნევს, რომ ორი ერის მეგობრული ურთიერთობის შესანარჩუნებლად, წმინდა ადგილების საკითხი აუცლებლად უნდა დარეგულირდეს: “რაღაც კომპომისზე უნდა წავიდეთ, თუმცა ჩვენიც უნდა მოვითხოვოთ, თორემ სომხებს საქართველოში იმდენი პრეტენზია აქვთ ერთის დათმობის შემდეგ მეორეს მოითხოვენ”.

რა მიზნით ჩამოვიდა, გარეგინ მეორე საქართველოში ახალციხეში მცხოვრებმა ირმა ქიმერიძემ არ იცის, თუმცა, ის რომ ქართველებს დასათმობი არაფერი აქვთ, დარწმუნებულია: “პირიქით, ქართულს ვეძებთ იქით, რომელი მართლმადიდებლური ტაძრის დატოვებაზეა ლაპარაკი?!”

ვიზიტის შემდეგ სადაო საკითხებისმათთვის სასარგებლოდგადაწყვეტის იმედი აქვთ, როგორც ეთნიკური სომხების, ასევე ქართველების უმრავლესობას.

მარდის ეკლესიის საძირკველი მართლმადიდებლურია და ალბათ გადაწყვეტილებას ჩვენ სასიკეთოდ მიიღებენ”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში მცხოვრები მაია კაპანაძე.  

რაიმე კონკრეტული საკითის მოგვარების იმედი არ აქვს ახალციხელ ამალია სარქისიანს: ეს იყო პირველი ნაბიჯი, რომელიც სამომავლოდ გადაიდგა”.

მეტის მოლოდინი აქვს ჰეღინე მინასიანს: რადგან საქართველოს პატრიარქი, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით, ჩვენთან მოვიდა და პატივი გვცა, აუცილებლად დადებითად გადაწყდება ბევრი რამ. ჩვენი მიზანია სტატუსი მიიღოს სომხურმა ეკლესიამ საქართველოში, რადგან ჩვენც ისტორიული ერი ვართ”.  

მინასიანი, წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ეკლესიის მრევლია. იგი სომხურ ტაძარში გალობის მასწავლებელია: სომეხ მღვდლებს საქართველოში არაფრის უფლება არ აქვთ, მძიმე ეკონომიკური პირობებში ცხოვრობენ. ყველა ენთუზიაზმით ვმუშაობთ. ამ ეკლესიაში კიდევ სომხების 90 პროცენტი ვერ დადის, მარდის ეკლესიაში ვართ მიჩვეულები, ბავშვობაში მშობლებს მეც იქ დავყავდი”.

ივლიტის ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური ტაძრის წინამძღვარის, დეკანოზ იოანე გელაშვილის თქმით, ხელფასს არც მართლმადიდებელი მღვდლები ღებულობენ: შემოწირულობებით ვცხოვრობთ. მათაც მრევლი უნდა დაეხმროს”.  

რაც შეეხება სადაო საკითხებს, დეკანოზ იოანეს განმარტებით, მათ გადასაწყვეტად, ორმხრივი, ქართულ-სომხური კომისია შეიქმნება. მასში მეცნიერები, არქეოლოგები და ისტორიკოსები გაერთიანდებიან: სასულიერო პირების ჩარევის გარეშე მიიღებენ გადაწყვეტილებას და წარმოადგნენ დოკუმენტებს, თუ რომელი ეკლესია ვისია. სომხეთში არსებულ ქართულ ტაძრებში კი თუ მრევლი არ გვეყოლება, მონასტრები შეიქმნება”.  

სადაო საკითხების დადებითად გადაწყვეტისა და ორ ერს შორის მეგობრობის გაძლიერების იმედი აქვს მამა ტიგრან მხითარიანს: ორ ქრისტიან ერს ერთმანეთში უფრო ძმური ურთიერთობა გვექნება, სადაო ეკლესიების საკითხიც დადებითად გადაწყდება”.   

რა შედეგს გამოიღებს ვიზიტი, რომელსაც ისტორიკოსებმა, პოლიტიკოსებმა, სასულიერო პირებმა და მედიის წარმომადგენლებმა ისტორიული უწოდეს, მომავალი გვიჩვენებს.

სტატიები ამავე თემაზე:


“ისტორიული ვიზიტი” პოლიტიკური კონტექსტით;„ისტორიული ვიზიტის“ დეტალები;
საქართველოს პატრიარქი და სომეხთა კათალიკოსი სამცხე-ჯავახეთში ;

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი