გასაიდუმლოებული მშენებლობა


მშენებლობა სამშენებლო ნებართვის გარეშე; ბენზინგასამართი სადგური საცხოვრებელ კორპუსებთან და არაინფორმირებული მოსახლეობა

თამუნა უჩიძეახალციხე
 ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, საპატრული პოლიციის გვერდით მდებარე ტერიტორია, ყოფილი კინოთეატრის ადგილი, სამშენებლო სამუშაოებისთვისაა შემოღობილი. აქ არსებული შენობის დემონტაჟი დასრულებულია და მშენებლობის დასაწყებად გაწმენდვითი სამუშაოები მიმდინარეობს.


მიწას ვასწორებთ და სამ დღეშიკალონკისმშენებლობა დაიწყება”, - გვითხრავისოლისმიერ დაქირავებული კომპანიაჰიდროსერვისისმუშამ ირაკლი ლურსმანაშვილმა. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის გელა დემეტრაძის თქმით, მიმდინარე წელს მოზიდული ინვესტიციებიდან ერთ-ერთი სწორედ ამ ტერიტორიაზე განხორციელდება: კომპანიავისოლისუპერმარკეტს – “სმარტიდა პატარა ბენზინგასამართ სადგურს აშენებს”.

როგორც შენობის მაკეტზეა ნაჩვენები, სუპერმარკეტი პოლიციის გვერდით განთავსდება, გზის მხარეს კი ბენზინგასამართი სადგური მოექცევა. 

დემეტრაძის თქმით, იქ სადაც ინვესტიციები ხორციელდებააგრარული ბაზარი, ცენტრალური ბიბლიოთეკა დავისოლისბენზინგასამართი სადგურიადგილობრივები არიან დასაქმებული: მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს თითქმის ყოველდღე ვათვალიერებ”.

გამგებელი ამბობს, რომ სხვადასხვა ტიპის შენობა-ნაგებობების მშენებლობას გარკვეულ უწყებებთან სხვადასხვა სახის შეთანხმებები სჭირდება: “აბსოლუტურად ყველა ნორმა დაცული იქნება, შეთანხმებული იქნება ყველა იმ უწყებასთან, რასაც კანონმდებლობა მოითხოვს. ასე რომ არ იყოს, მშენებლობას არ დაუშვებდნენ, რადგან დაშვებულია, ესე იგი, ყველა სამართლებრივი მხარე მოწესრიგებულია”.  

სამხრეთის კარიბჭეგამგეობის მიერ მშენებლობისთვის გაცემული ნებართვით დაინტერესდა.

დღის მეორე ნახევარში მობრძანდით და დოკუმენტს დაგახვედრებთ”, - გვითხრა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარმა სპეციალისტმა იურიდიულ საკითხებში გიორგი მიქელაძემ.

აღნიშნული სამსახურიდან დოკუმენტის მიღების ამაო მცდელობის შემდეგ, მისი მოძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსთან თამარ აბულაძესთან ვცადეთ. მან მშენებლობაზე გაცემული თარიღის დადგენა ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წამყვან სპეციალისტთან მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში დავით ჩაჩანიძესთან სცადა. ამ უკანასკნელის განცხადებით, მშენებლობაზე ნებართვა არ გაცემულა. იგივე დაგვიდასტურა აღნიშნული სამსახურის უფროსმა თენგიზ ზედგინიძემაც: ვინ გითხრათ, რომ მშენებლობისათვის ნებართვა გაცემულია?! არანაირი ნებართვა არ გაგვიცია”.  

თამარაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსებთან, ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ქალაქში გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა. მაშინსამხრეთის კარიბჭემახალციხის მუნიციპალიტეტის იმდროინდელ გამგებელს დავით ათუნაშვილს წერილობითი მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც ითხოვდა განმარტებას, რისი მშენებლობა იგეგმებოდა ყოფილი კინოთეატრის ადგილზე, რამდენად იყო ინფორმირებული ამის შესახებ მოსახლეობა და იყო თუ არა მშენებლობისათვის გაცემული ნებართვა (18 ოქტომბერი 2010 წელი).

“...მოხდა კინოს დემონტაჟი. არანაირი მშენებლობა არ მიმდინარეობს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ არ არის მშენებლობაზე ნებართვა გაცემული. ამდენად ეს არ საჭიროებს მოსახლეობისათვის რაიმე ინფორმაციის მიწოდებას”, - ნათქვამია ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემულ პასუხში (25 ოქტომბერი, 2010 წელი, #1223/4).

ახლა უკვე, როცა აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის დასაწყებად მიწას ასწორებენ და ადგილობრივ თვითმმართველობაში აქ მშენებარე ობიექტს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ერთ-ერთ ინვესტიციად მოიაზრებენ, მოსახლეობის ინფორმირებულობა კვლავ უგულებელყოფილი რჩება.

თამარაშვილის ქუჩაზე, იმ ტერიტორიის ახლოს, სადაც ბენზინგასამართი სადგური შენდება, სამ საცხოვრებელ კორპუსსა და კერძო დასახლებულ პუნქტში გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის მათ ეზოში რისი აშენება იგეგმება.

თამარაშვილის 11-ში მცხოვრებმა ნინო მოდებაძემ იცის, რომ ფანჯრების წინ მალე სუპერმარკეტი ექნება: თუბენზინ კალონკასააშენებენ წინააღმდეგი ვიქნებით, გამონაბოლქვი იქნება, ჰაერი დაბინძურდება. საფრთხე დიდია, ოთხი წლის წინ აქ თათეშვილებისკალონკააფეთქდა. თუ გადაწყდება, რომ ნამდვილადკალონკაშენდება, ალბათ გამგებელს მისი შეჩერების შესახებ წერილობითი თხოვნით მივმართავთ”. 

თამარაშვილის 7-ში მცხოვრებმა ქალბატონმა, რომელიც პრესასთან ინკოგნიტოდ რჩება, მის მეზობლად ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის შესახებ, ობიექტზე დასაქმებული მუშახელისგან შეიტყო: მაგ საკითხთან დაკავშირებით შარშან ქუჩაშიც გამოვედით, მაგრამ ახლა აღარაფერს ვიტყვი, რადგან მომადგებიან და პოლიციაში წამიყვანენ. ყველას ეშინია და ამიტომ კაციშვილი ხმას არ იღებს. მოსახლეობის პროტესტს ერიდებიან და ამიტომ ამბობენ ჯერ, რომ მხოლოდ სუპერმარკეტი შენდება”.

ის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას ხალხის აზრი მიღებულ გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს, არც თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეს სჯერა: ბომბს გვიდებენ სახლთან, მაგრამ ხმის ამოღებას რა მნიშვნელობა აქვს, როგორც თავად სურთ, მაინც ისე გააკეთებენ”.  (მის ვინაობას ანონიმურად მისივე უსაფრთხოების გამო ვტოვებთ, თუმცა თავად ეს არ უთხოვია. ''ს.კ'').

ასოციაციაარგომედიისთავმჯდომარე ირაკლი აბსნაძე დასახლებული პუნქტის სიახლოვეს ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას უსაფრთხოების თვალსაზრისით დაუშვებლად მიიჩნევს: მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ფეთქებადსაშიში ნივთიერებების დიდი მასის დასაწყობება განვითარებულ ქვეყნებში სპეციალური რეგულაციითაა აკრძალული. ჩვენ შემთხვევაში ისიც გაუგებარია, როცა ერთის მხრივ, მუდმივად გვესმის ტერორიზმის ფაქტის შესახებ, მეორეს მხრივ კი უსაფრთხოების ასეთ ელემენტარულ ნორმებს უგულებელყოფენ”.

მისი თქმით, ეს პრობლემატურია გარემოსდაცვითი თვალსაზრისითაც: ნავთობ პროდუქტებით დაბინძურება ერთ-ერთი ყველაზე საშიში და ძნელადაღდგენადი დაბინძურებაა გარემოსთვის”.

მიუხედავად მოსალოდნელი საფრთხეებისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება, ან წერილი, არც მოსახლეობის და არც რომელიმე გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან არ შესულა. ადგილობრივი თვითმმართველობისთვის დღემდე არც ამ საკითხით შეწუხებულ მოქალაქეს მიუმართავს. თუმცა, ეს გასაკვირი არაა, გამგებლის განცხადებით, საინფორმაციო ბანერები ბენზინგასამართი სადგურისა და სუპერმარკეტის მშენებლობის შესახებ, ახლა უნდა გამოიკრას. არადა მოქალაქეთა უფლება ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე საქართველოს კონსტიტუციითაა უზრუნველყოფილი: მუხლი 37 (5) – “ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ”.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი