“ცრუ სამკუთხედის მსხვერპლნი”


აჭარაში მცხოვრები ეთნიკური სომხების უმრავლესობამ სომხური ენა არ იცის და ძირითადად, რუსულად ლაპარაკობს. როგორ ცდილობენ ისინი თავიანთი კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებასამ და რიგ სხვა თემაზესამხრეთის კარიბჭეგაზეთახბიურის” (“წყარო”) რედაქტორს, აჭარის სომეხთა კავშირის პრეს-მდივანს არტურ ჰოვჰანნისიანს ესაუბრა.

აღუნიკ აივაზიანიახალქალაქი
 - რამდენი ეთნიკური სომეხი ცხოვრობს აჭარაში? რომელია მათი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა?


ბათუმის სომხური თემი მცირერიცხოვანია, აჭარაში, დაახლოებით, 10 ათასი ეთნიკური სომეხი ცხოვრობს. პრობლემა მრავალია და რეცეპტი მხოლოდ ერთიჩვენ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი თვითმყოფადობის, ენის, სიტყვიერებისა და რწმენის შენარჩუნება. სომხური თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში ჯავახეთი ყოველთვის უზარმაზარ როლს თამაშობდა და ის აშკარა მაგალითია, როგორ უნდა დარჩე სომეხად (რედ. სომხეთის გარეთ).

- რაშია თვითმყოფადობის შენარჩუნების სირთულე?

ჩვენ, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხები, ვიტყოდი, რომ, ბოლო ხანებში, თავს დაცულად ვეღარ ვგრძნობთ, რადგან ბევრ საკითხშისამსახურის დაწყებისას, სახელმწიფო განათლების მიღებისას, სოციალურ სფეროში, ხშირად ვაწყდებით დაბრკოლებებს. მაგალითად, ამის ერთ-ერთი მიზეზი, როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, ისაა, რომ ეთნიკურმა სომხებმა სახელმწიფო ენა არ ვიცით. რეალობა კი შემდეგიაჩვენ სომხები ვართ, უპირატესობა კი ტიტულოვან ნაციას ენიჭება. სომხების ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ რთული, მძიმე, მაგრამ ჩემი აზრით, აუცილებელი პროცესია. მინდა აღვნიშნო, რომ ბათუმელი სომხების უმრავლესობამ ქართული ენა იცის.

ჩვენ უბრალოდ უნდა დავუცადოთ, როდის დაგვაინტერესებს საქართველოს ხელისუფლება ჩვენკენ გადმოდგმული ნაბიჯებით, რათა თავი ამ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად ვიგრძნოთ.

- იციან თუ არა ბათუმელმა სომხებმა სომხური ენა?

სამწუხაროდ, აჭარელი სომხების 90 პროცენტი რუსულენოვანია. ისინი რუსულ სკოლებში დადიან. ბათუმში სამი რუსული სკოლაა, მათი დახურვაზე საუბარი უკვე დაიწყო და ესეც პრობლემურია. რუსული სკოლების მასწავლებელთა 80 პროცენტიც რუსულენოვანია. მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ სომხური ეკლესიის სულიერი მოძღვარიც კი მორწმუნეებს ლოცვას რუსულად უკითხავს, რათა ლოცვა მათთვის გასაგები იყოს.

- რა არის ასეთი მდგომარეობის მიზეზი?

ჩემი აზრით, საქართველოს სომხები ეგრეთ წოდებული, ცრუ სამკუთხედის მსხვერპლად იქცნენ. თავად დაფიქრდით, ეროვნებით სომხები ვართ, ვცხოვრობთ და ვსწავლობთ საქართველოში, ვლაპარაკობთ და ვფიქრობთ რუსულად. სამწუხაროდ, ეს სამკუთხედი დღესაც არსებობს და თანდათანობით მძაფრდება კიდეც.

- არის თუ არა ბათუმში სომხური სკოლა და დადიან ბავშვები ამ სკოლაში?

ბათუმში სომხური სკოლა არ არის. არსებობს მხოლოდ ფილიალი, რომელიც პარალიზებულ მდგომარეობაშია. ეს ყველაფერი, სიკვდილის პირას მყოფის ხელოვნური სუნთქვის აპარატთან შეერთებას და მისი გულის ამუშავებისთვის ლოცვას შეგვიძლია შევადაროთ. უცნობია, ეს ხელოვნური მდგომარეობა რამდენ ხანს გაგრძელდება. ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებას სომხურ-ქართული საბავშვო ბაღის გახსნა შევთავაზეთ, რომლის ბაზაზეც შემდგომ შესაძლებელი გახდებოდა სომხურ-ქართული კერძო სკოლის გახსნა. ეს არსებულ მდგომარეობაში ჩვენი ენისა და სიტყვიერების შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი გამოსავალია.  

- რა როლს თამაშობს აღნიშნულ პროცესებში თქვენი გაზეთი?

გაზეთი გვაძლევს საშუალებას, მისი ფურცლებიდან ბათუმელი სომხების პრობლემებზე ვილაპარაკოთ. ის ექვს ფურცლიანიააქედან ოთხი რუსულ, ხოლო თითო-თითო სომხურ და ქართულ ენებზე გამოდის. ჩვენი აუდიტორია ხომ რუსულენოვანია. გაზეთის ტირაჟი 500 ცალია და ის ადგილობრივ ეთნიკურ სომხებს შორის უფასოდ რიგდება.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი