სადავო რიტუალების სახლი


რიტუალების სახლის გამო დაპირისპირებული სოფელი; საჩივრები და დავა სოფელ აბასთუმანში;

თამუნა უჩიძეახალციხე

ორი წელია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებშიგამოყოფილი თანხით რიტუალების სახლის გაკეთება უნდათ. თუმცა, ხელი იმის გამო ეშლებათ, რომ მიწა რომელზეც შენობა დგას, რეგისტრირებული ამავე სოფელში მცხოვრებ მერაბ კონსტანტინოვზეა. რიტუალებიც, სწორედ მისი საკუთრებაა.
  
წვიმასა და თოვლში, ჭირისა თუ ლხინის სუფრაზე ხალხი გარეთ იჯდა. ორმა კაცმა კონსტანტინოვმა და ველიჯანაშვილმა აიღო თავზე აქ რიტუალების აშენება და თავიანთი სახსრებით ააგეს კიდეც. რადგან მიწა ორ კაცზე ვერ დარეგისტრირდებოდა, კონსტანტინოვზე გაფორმდა”, - გვიამბობს აბასთუმანში მცხოვრები რომან ლოლუა.

საწინააღმდეგოს გვიმტკიცებს, ამავე სოფლის მკვიდრი მურმან ადეიშვილი. მისი თქმით, საღრძისა და აბასთუმნის მოსახლეობისთვის, ტერიტორია, სადაც ახლა რიტუალების სახლი დგას, 1991 წელს გამოიყო. აქ ორ სოფელში მაცხოვრებლებს, თავიანთი ნება-სურვილით სტადიონი  უნდა მოეწყოთ, ან ეს ადგილი, რაიმე სხვა დანიშნულებისთვის გამოეყენებინათ: ერთმა კაცმა ხალხს სოფელში ხელი მოაწერინა, რომ ვითომ აქ რიტუალებს სოფელი აშენებდა, მერე კი საკუთრებად გაიფორმა. მართლია, თავისი სახსრებით ააშენა, მაგრამ ეს ადგილი სოფლის საკუთრებაა და არა მისი. ვეუბნებით, რომ ტერიტორია დათმოს, თავისიჟეშტიდა ფიცარი წაიღოს, მაგრამ აცხადებს, ეს ჩემი ტერიტორიაა და მანდ სახლი უნდა ავაშენოო”. 

აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით, სოფელმა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განცხადება შეიტანა. განცხადება დაიწერა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საფინანსო პოლიციის უფროსის მამუკა ბექაურის სახელზეც. მას აბასთუმნიდან და საღრძიდან 129 კაცი აწერს ხელს.

“... სოფლისთვის გამოყოფილი თანხა გვინდა გამოვიყენოთ რიტუალების სახლის ასაშენებლად. მაგრამ ჩვენი სოფლისთვის გამოყოფილ ტერიტორიას დაეპატრონა სოფლის მკვიდრი მერაბ კონსტანტინოვი, რომელსაც მოუხდენია ფარულად, უკანონოდ მიწის გაფორმება. როგორც თვითონ გამოგვიცხადა, კანონიერად მაქვს გაფორმებულიო, არ გვაძლევენ საშუალებას სოფლისათვის გამოყოფილ მიწაზე აშენებული რიტუალების სახლში, რომ შევიდეთ. დაგვიწესა ჭირში თუ ლხინში თანხის გადასახადი, არადა შენობა უკანონოდ ააშენა. პირდაპირ აცხადებს 12 ათასი ლარი დამიჯდა და გადაიხადეთ მიწის და მატერიალური ხარჯიო. ...რიტუალების სახლის აშენებისთვის მთელი ორი სოფლის მოსახლეობა დავუდექით გვერდში ყველანაირად, რომ სოფლის საკეთილდღეოდ შენდებოდა, მაგრამ დღეისთვის აღმოჩნდა, რომ გამოგვიყენა მოსახლეობა თავისი ქონების გაზრდისთვის. ... გვემუქრება სოფლის მოსახლეობას, ვინც მიეკარება შენობას, ჩაგჩეხავთო...”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიცსამხრეთის კარიბჭესამავე სოფლის მკვიდრმა, რომან ღვიტიძემ გადმოსცა, თუმცა, განცხადებაზე არც თარიღია მითითებული და არც რეგისტრაციის ნომერი.

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში აცხადებენ, განცხადება მათთან რომ შესულიყო, მასზე რეგისტრაციის ნომერი მაინც იქნებოდა აღნიშნული: ან პასუხს მიიღებდა მოსახლეობა, მიეცა თუ არა მსვლელობა, ანუ გამოძიება დაიწყო თუ არა მათი განცხადების საფუძველზე”.  

რაც შეეხება გამგეობაში წარდგენილ განცხადებას, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის სიმონ პარუნაშვილის თქმით, მიწაც და შენობაც საჯარო რეესტრშია რეგისტრირებული:ამდენად რიტუალების სახლის მესაკუთრე კონსტანტინოვია”.  

მერაბ კონსტანტინოვის თქმით, ადგილი სადაც რიტუალების სახლია აშენებული ადრე ნაგავსაყრელი იყო: აქ მდინარის პირია და სოფელი ნაგავს ყრიდა, მივიყვანე მანქანა მოვასწორე. სოფელს ვთხოვე, რომ აშენება თავად ეთავათ, ფულს მე ვიხდიდი, მაგრამ არავინ ისურვა. მარტო მშენებლობას ვერც მე შევძლებდი და მეგობარი ოჯახი, ველიჯანაშვილები შემოვიამხანაგე”.

რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, როგორც კონსტანტინოვი ამბობს, მაშინ ის რაიკომის მეორე მდივნისგან, ვინმე პაქსაშვილისგან მიიღო: შემდეგ შენობაც და მიწაც საჯარო რეესტრში გავაფორმე. აქ ჭურჭელიც კი ჩემი შეტანილია. ერთ კაცზე მხოლოდ 10 თეთრს ვითხოვდით გადასახადს და ხშირ შემთხვევაში ისიც არ აგვიღია”.  

გასულ წელსსოფლის მხარდაჭერის პროგრამისფარგლებში სოფელ აბასთუმნისთვის გამოყოფილი თანხა 7 552 ლარს შეადგენდა. აქედან 2 134 ლარით სასაფლაომდე მისასვლელი გზა მოიხრეშა, 440 ლარით სასმელი წყლის ქსელი მოეწყო, 4 978 ლარით კი სასაფლაო შემოიღობა.

მიმდინარე წელს აბასთუმნისთვის 7 800 ლარი გამოიყო. 7 400 ლარი გამოიყო სოფელ საღრძესთვის, რომელიც ასევე აბასთუმნის რიტუალების სახლით სარგებლობს. ორმა სოფელმა გადაწყვიტა, თანხები გააერთიანოს და რიტუალების სახლის საკითხი მოაგვაროს.

“10 000 ლარით კონსტანტინოვისგან რიტუალების სახლს შეისყიდიან. შენობას კი არასამთავრობო ორგანიზაცა IF- გაარემონტებს”, - აცხადებს სიმონ პარუნაშვილი. 

მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია სოფელში 30-35 ათას ლარს დახარჯავს: “ის რაც რიტუალების რეაბილიტაციის შემდეგ მორჩება, აბასთუმანში სხვა პრობლემების მოსაგვარებლად გაიწერება”.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი