საარჩევნო სამზადისის დაწყებამდე


23 ივნისს ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში თემებზე  - ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა, საჯარო განხილვა გაიმართა.

თამუნა უჩიძეახალციხე


შეხვედრას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხატიაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში თამარ ჟვანია, ამავე პროექტის ექსპერტი მაია ჯორჯიკია, ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამხარეო ადმინისტრაციის, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცესკომ, მანამდე სანამ ქვეყანაში წინა საარჩევნო სამზადისი დაიწყება, გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო განხილვების მოწყობა დაიწყო. ახალციხე პირველი აღმოჩნდა.

ეთნიკური უმცირესობების რეგიონში, საარჩევნო საკითხებზე მუშაობა ძალიან პრიორიტეტულია, - ამბობს გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში თამარ ჟვანია და დასძენს, რომ მათი მთავარი ამოცანაა სამოქალაქო საზოგადოებას საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობისა და მისი მისიის შესახებ გააცნონ - მიმდინარე შეხვედრის მიზანია, სამოქალაქო განვითარებისა და განათლების პრიორიტეტების გამოვლენა, ასევე გვსურს, ამ მიმართულებით რეკომენდაციები მათგანაც მივიღოთ”.

ჟვანიას თქმით, მსგავსი შეხვედრების ჩატარება არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, არამედ პოლიტიკური პარტიების  წარმომადგენლებთანაც იგეგმება: გვინდა იმ ადამიანების აზრიც მოვისმინოთ, რომლებსაც უშუალოდ ხელეწიფებათ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ქვეყანაში”.

შეხვედრაზე საუბარი საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის რეკომენდაციებსაც შეეხო.

საარჩევნო ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ ბევრი რამაა შესაცვლელი და ეს ძირითადად პროცედურულ-ტექნიკურ საკითხებს ეხება. ადმინისტრაციამ ისეთი რეკომენდაციები უნდა წარადგინოს, რომლებიც პრაქტიკაში განხორციელებადია და წაადგება არჩევნების გამჭვირვალობას”, - აცხადებს ჟვანია.
 
შეხვედრაზე სხვა მრავალ საკითხთან ერთად განსაკუთრებული აქცენტი საუბნო კომისიების არაპარტიული წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებაზეც გაკეთდა.

საარჩევნო ადმინისტრაციაში ტრენერად ვმუშაობ და საუბნო კომისიის წევრების მომზადებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, ძალიან რთულია კვალიფიციური კადრების შერჩევა. სასურველია, თუ არაპარტიული წევრების დაკომპლექტების წესი უფრო გამჭვირვალეც იქნება”, - ამბობს სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე.
 
ზურაბ ხატიაშვილის თქმით, საუბნო კომისიების ერთ-ერთი ხარისხობრივი გაუმჯობესების საშუალება, აღნიშნული მიმართულებით, უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში განათლების მიღებაა: ბევრი კარგი სტუდენტის განთავსება შეიძლება უბანზე, თუმცა, სულ 3 500 საარჩევნო უბანი გვაქვს და სისტემურად ეს მდგომარეობას ვერ შეცვლის. ადმინისტრაციის იმ თანამშრომლებთან ერთად, რომლებიც ამ კუთხით მუშაობენ, გარკვეულ სიახლეებს ვგეგმავთ”.   
ბოლო არჩევნების შემდეგ, ეუთოს შეფასებაში, ყველაზე დიდი მინუსი სწორედ საუბნო კომისიების მუშაობამ მიიღო.

ადგილობრივი არჩევნები ხმების დათვლის თვალსაზრისით ყველაზე რთულია. გარდა ამისა, თითქმის ყველა უბანზე ახალი კომისიის მდივნები იყვნენ, რადგან ბოლოს, კოდექსში შეტანილი ცვლილებით, მათი უმრავლესობა ოპოზიციურმა პარტიებმა დააკომპლექტა. ამდენად, დატრენინგების შემდეგ 600 მდივანი შეიცვალა”, - განმარტავს ხატიაშვილი.
 
ეუთოს შენიშვნების მიხედვით, დაახლოებით, 700-მდე უბანზე ხმები არ იყო, სათანადოდ დათვლილი.

ხმების დათვლას ვერ ასწრებდნენ, ოქმს ვერ ავსებდნენ, ან საოლქოს წარმომადგენელს ელოდებოდნენ ან ტრენერს. ამ საკითხს ყველაზე მეტ ყურადღებას დავუთმობთ, რადგან საბოლოო შედეგი სწორედ ამის მიხედვით დგება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, - აცხადებს ხატიაშვილი.

მისი თქმით, მომავალი არჩევნებისთვის, ტრენერები და საოლქო კომისიის წარმომადგენლები ტრენინგებს ერთად გაივლიან: ასე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოგვარდება, ტრენერებსა და ოლქის წევრებს შორის კომუნიკაცია არ არის, ამის გამო კი ხშირად პრობლემები გვხვდება”.

ხატიაშვილის განცხადებით, აშკარაა, რომ საარჩევნოდ, საუბნო კომისიის წევრებისთვისზღვა დამხმარე მასალის გადაცემაშედეგს ვერ იძლევა: “მომავალ არჩევნებზე საუბნო კომისიის წევრებს საარჩევნო სისტემის საფუძვლებს კი არა, მხოლოდ იმას ვასწავლით, რაც კონკრეტულად დასჭირდებათ”.  

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი