ფინანსური შემოწმება ‘’მედიაპალიტრაში’’


 7 ივნისს  "მედიაპალიტრის"  სტრუქტურებში შემოსავლების სამსახური შევიდა  და მათი არაგეგმიური შემოწმება დაიწყო.

ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე


 "მედიაპალიტრა“ აერთიანებს ხუთ გაზეთს – მათ შორის „კვირის პალიტრას“, რომელსაც საქართველოში ყველაზე დიდი ტირაჟი აქვს; 11 ჟურნალს; საინფორმაციო სააგენტოს "ინტერპრესსნიუსი“; რადიოსადგურს "პალიტრა“; პრესის გავრცელების სააგენტოს; წიგნის საგამომცემლო ბიზნესს და სტამბებს, ასევე წიგნების 25 მაღაზიას. მედია–ჰოლდინგს 11 სხვადასხვა ვებ–გვერდი გააჩნია. აღნიშნული მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებდნენ 26 მაისის ღამეს მიმდინარე მოვლენებს. აქვეყნებდნენ   ექსკლუზიურ ვიდეო, აუდიო, ფოტო  და ტექსტურ მასალებს.

 "მედიაპალიტრამ“ განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურმა "არაგეგმიური შემოწმება“ მის კუთვნილ ექვს შპს-ში დაიწყო; მათ შორის ოთხი კომპანიის საწყობები დაილუქა ინვენტარიზაციისთვის. ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ჰოლდინგის რამოდენიმე სტრუქტურაში საგადასახადო შემოწმების დაწყება "ეჭვს იწვევს“ ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ზეწოლის თაობაზე.


მედიაპალიტრა" არ არის საგადასახადო შემოწმების წინააღმდეგი ზოგადად, თუმცა ერთდროულად 6 სხვადასხვა შპს-ში მოულოდნელი შემოწმების დაწყება ლოგიკურად ბადებს ეჭვს და იწვევს შეშფოთებას, ხომ არ არის ეს მიზანმიმართული მცდელობა,მოხდეს მედიასახლზე გარკვეული ზეწოლა’’, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მედიაპალიტრამ"  8 ივნისს გაავრცელა.


იმავე დღეს  შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ შემოწმება მიმდინარეობს მედიაპალიტრის"  ოთხ ორგანიზაციაში და არა ექვს სტრუქტურაში.  შემოსავლების სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ ეს არის  „ძალიან ხანმოკლე და მარტივი" პროცედურა, რაც ხელს არ უშლის საწარმოს ფუნქციონირებას’’: ‘’შემოწმება  „მედიაპალიტრაში" მიმდინარეობსკანონის ნორმების სრული დაცვით", შესაბამისად, არ ფერხდება სამუშაო  რეჟიმი’’. 


 ‘’მედიაპალიტრას’’ მხარდაჭერა და სოლიდარობა ბევრმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა  და მედია-საშუალებამ გამოუცხადა. 8 ივნისს  100-მდე ჟურნალისტმა და  უფლებათადამცველმამედიაპალიტრის" ოფისის წინ ორგანიზაციის  მხარდამჭერი აქცია გამართეს. აქციაზე   ოპოზიციური  პარტიების ლიდერებიც მივიდნენ, მათ შორის, „სახალხო კრების" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

აქციამ,  რომელიც დაახლოებით,  ერთ საათს გაგრძელდა, გამოსვლების, პლაკატებისა და მოწოდებების გარეშე ჩაიარა. ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ ამ შეკრებით სურდათ  ეჩვენებინათ ხელისუფლებისთვის,  რომ მედია სოლიდარულია, როდესაც საქმე ეხება სიტყვის თავისუფლების ნებისმიერი ფორმით შეზღუდვის მცდელობას.
აქ ვართ იმისათვის, რომ ყველას,  ვისაც შეუძლია   თავისუფალი სიტყვის შეზღუდვავუთხრათ:   ჩვენ ვართ ფხიზლად, ჩვენ ვართ თვითორგანიზებულები და ვგულშემატკივრობთ   „მედიაპალიტრას. ეს არის ერთგვარი პრევენციული ღონისძიება და ძალიან გამიხარდება, თუ ხვალ და ზეგ შევიტყობ, რომ ეს შემოწმება თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მცდელობა არ იყო," - განაცხადა ჟურნალისტმა ია ანთაძემ. 
   
 აქციაზე მყოფმა ახალგაზრდა იურისტთა ასციაციის" იურისტმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის მოქმედება არის  არაპირდაპირი ზეწოლა  „პალიტრაში" შემავალ მედიასაშუალებებზე: შემოწმება სამართლებრივად სწორი რომც იყოს, ჩნდება კითხვა, რატომ შევიდნენ ერთდროულად  „მედიაპალიტრის" იმ სტრუქტურებში, რომლებიც მედიაწარმოების ერთიან ციკლს ქმნიან’’. 
     
აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, საგამოძიებო სტუდიამონიტორის" რეპორტიორმა ნანა ბიგანიშვილმა  იმედი გამოთქვა, რომ რევიზიის დეტალები მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდება: ‘’კითხვის ნიშნები, რაც საზოგადოებაში ახლა არსებობს,  უნდა მოიხსნას და შემოწმების დეტალები საჯარო გახდეს’’.

კოალიციამ "მედიის ადვოკატირებისთვის" 11 ივნისს განაცხადა, რომ მონიტორინგს გაუწევს "მედიაპალიტრაში" დაწყებულ აუდიტს. კოალიციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც  ნათქვამია რომ, "მედიის ადვოკატირებისთვის" დააკვირდება, რამდენად კანონის დაცვით მიმდინარეობს ფინანსური შემოწმების პროცესი და შედეგებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტთა უფლებების დაცვით დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნობს: "რასაკვირველია, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელი ნებისმიერი პირი შეამოწმოს, მაგრამ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ჰოლდინგის 4 საწარმოში ინვენტარიზაცია ერთდროულად მიმდინარეობს, ხოლო 6 საწარმოში ფინანსური შემოწმებაა დაგეგმილი. საშემოსავლო სამსახურის საქმიანობამ "მედიაპალიტრაში" ჟურნალ-გაზეთების გავრცელება უკვე შეაფერხა. გარდა ამისა, მიმდინარე შემოწმება შესაძლოა, მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვის მიზნით მედიაჰოლდინგზე ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტად იქნას გამოყენებული".

კოალიციის აზრით, შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმება შესაძლოა, "პალიტრის" მიერ 26 მაისს რუსთაველის გამზირზე პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დარბევის გაშუქებას უკავშირდებოდეს. 

"
პალიტრის" რამდენიმე ჟურნალისტს 26 მაისის მოვლენების გაშუქებაში ხელი შეუშალეს. "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი მალხაზ ჭკადუა ერთ-ერთი იმ ჟურნალისტთაგანია, რომელიც 26-ში ღამით დააკავეს. პოლიციამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჰოლდინგის ჟურნალისტ დარეჯან პაატაშვილსაც მიაყენა, ხოლო ოპერატორ ავთანდილ სურმავას კამერა ჩამოართვეს. იმედი გვაქვს, რომ მედიაჰოლდინგში მიმდინარე საინსპექციო პროცესი "მედიაპალიტრის" მიერ ამ მოვლენების გაშუქებასთან კავშირში არ აღმოჩნდება" - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გეგმური სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაცია უკვე დასრულდა "მედიაპალიტრის" სამ საწარმოში - შპს "ჯეპ", შპს გამომცემლობა "კოლორი", შპს "პოლიგრაფიული მასალები". 

გარდა ამისა, 9 ივნისს სააგენტო ‘’ინტერპრესნიუსით’’ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 7 ივნისს შემოსავლების სამსახურმა შეტყობინება გასვლითი საგადასახადო შემოწმების შესახებ  ‘’მედიაპალიტრის’’  6 სტრუქტურაში დატოვა. ამ შეტყობინების თანახმად, "მედიაპალიტრის" 6-ვე შპს-ში გასვლითი საგადასახადო შემოწმება, დაახლოებით, 10 დღეში დაიწყება. 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი