ინფორმაციული ვაკუუმი რეგიონში


ედაქალაქში განვითარებული მოვლენები და ინფორმაციის ვაკუუმი რეგიონში; პოლიტიკური პარტიებისა და ხალხის მოსაზრებები 26 მაისს დაშლილი აქციის შესახებ;
 
თამუნა უჩიძეახალციხე


არასამთავრობო ორგანიზაციაკონსტიტუციის 42- მუხლისადვოკატმა მანანა კობახიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 26 მაისის ღამეს კინოთეატრრუსთაველშისპეცრაზმელებმა ქალები გააუპატიურეს.

აქციის დარბევის შემდეგ დაკავებული მამაკაცების ნაწილისდუბინკებითგაუპატიურების შესახებ კი ინფორმაცია ინტერნეტით, სხვადასხვა სოციალური ქსელისა და ფორუმის საშუალებით გავრცელდა.

“...რამდენიმე ჩვენგანი დუბინკებით გაგვაუპატიურეს, ჩვენთან ერთად საკანში არასრულწლოვნებიც იმყოფებოდნენ, სპეცრაზმელებმა არც ისინი დაინდეს. გაუპატიურების შემდეგ სახეში გვაფურთხებდნენ, კარგად დაგამახსოვრდებათ და მეორედ აქციაზე აღარ გახვალთო”, - ნათქვამია იზოლატორში მყოფი პატიმრის წერილში, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მიაწოდეს. 

იმ ადამიანებმა, ვისაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ და ინფორმაციას ძირითადად ტელევიზიის საშაულებით იგებენ, აღნიშნულის შესახებ არაფერი იციან. მათ არც 152 დაპატიმრებულის, 49 დაკარგულისა და ნაცემი ჟურნალისტების შესახებ სმენიათ რაიმე.

გადაიტანს ამას ხალახი, ისეთი არაფერი მომხდარა. მეც ისევე მოვიქცეოდი, როგორც ხელისუფლება მოიქცა, არაა ოპოზიცია მართალი. ქართველის მონა მირჩევნია ვიყო, ვიდრე რუსის”, - ამბობს ახალციხელი ანზორ ბალიაშვილი, რომელსაც სახელმწიფოს გადატრიალების შესახებ შსს- მიერ გავრცელებული ჩანაწერების არ სჯერა, თუმცა, ფიქრობს, რომ ოპოზიცია გადატრიალებას ნამდვილად გეგმავდა.

ახალციხის მკვიდრი, მამაკაცი, რომელიც ხელისუფლების საქციელს გაუამრთლებლად მიიჩნევს, პრესასთან ვინაობას არ ამჟღავნებს: მშიერი, შიშველი და ღატაკი ხალხი იყო მისული იქ, მაგრამ ასეთ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ვინ უსმენს?! ყრუ და მუნჯები არ ვართ, ვხვდებით ყველაფერს. ყველა ჩანაწერი მოგონილია, არავითარი გადატრიალება არ იგეგმებოდა. ან აღლუმი როგორღა გამართეს მეორე დღეს იქ, სადაც წინა ღამეს ორი ადამიანი დაიღუპა?!

გაუპატიურებულების, დაკარგულებისა და დაპატიმრებულების შესახებ ჩვენგან შეიტყო ახალციხის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორმა ლია სულუაშვილმა: ის რაც თქვენ მითხარით, დიდი უბედურებაა, მაგრამ ტელევიზიით ასეთი არაფერი მომისმენია. საერთოდ, რევოლუციურ განწყობას ვერ ვიტან, განრისხებული და აღელვებული ადამიანი სწორ გადაწყვეტილებას ვერასდროს მიიღებს. იქ რომ ვყოფილიყავი, შესაძლოა უფრო მკვეთრად მქონოდა პოზიცია ჩამოყალიბებული მიმდინარე მოვლენების შესახებ, მაგრამ ახლა არ ვიცი, ღირდა თუ არა აღლუმის გამართვა მეორე დღეს”.     

სრულიად ეთანხმებაპრეზიდენტის გადაწყვეტილებას აქციის დარბევის შესახებ მსახიობი მანანა ბერიძე: ვერ შეიგნეს, რომ საქართველო უკვე სახელმწიფოა და დამუკიდებლობის დღის ჩაშლის უფლებას მათ არავინ მისცემს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ადამიანთა გარკვეული ჯგუფებით ისარგებლეს”.

ბერიძე მიიჩნევს, რომ მომხდარმა საზოგადოებას ყველას ნამდვილი სახე აჩვენა: დაკარგულებისა და დაპატიმრებულების შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ არ შეიძლება ახლა პუტინის გვერდით იდგე”.  

რეგიონში ინფორმაციულ ვაკუუმზე აკეთებს აქცენტსრესპუბლიკური პარტიისახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ გოგოლაძეც: “სამმა კაცმა ერთი და იგივე წინადადება რომ გავიმეოროთ, სხვადასხვანაირად ვიტყვით და სამივე არხი, რუსთავი, საზოგადოებრივი და იმედი, ერთსადაიმავეს როგორ გადმოსცემდა არ ვიცი. სამივე არხზე ერთიდაიგივე ჟურნალისტი მუშაობს და ერთი ოპერატორი ჰყავთ?!

გოგოლაძე აქციის დარბევის შემდეგ გავრცელებულ ჩანაწერებზეც საუბრობს: თუ წინასწარ იცოდნენ რაც მზადდებოდა, მაშინ გამოდის, რომ ხელისუფლებამ ეს ხალხი დასასჯელად შეკრიბა. თუნდაც ერთი ადამიანის სიკვიდილი არაფერად უღირთ?! ან, თუ აქციის დაშლა უნდოდათ, გაქცეულ ხალხს რაღატომ მისდევდნენ და მერე სცემდნენ?!

ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ახლაციხის ოფისის თავმჯდომარე და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ნუგზარ თამარაშვილი გოგოლაძის მოსაზრებას არ იზიარებს: წინასწარ ადამიანის დასჯა იმისთვის, რომ შენ რაღაც გაქვს ჩაფიქრებულიო, არარეალურია მანამდე, სანამ ქმედება არ იქნება. ასე თუ ყველა დაიჭირე, მაშინ დემოკრატიაზე აღარ უნდა ილაპარაკო”.

თამარაშვილის განცხადებით, მომხდარიდან მოგებული არცერთი მხარე არ დარჩენილა: “არანაირი გადატრიალება არ იგეგმებოდა. ეს უფრო ფანტაზია იყო, ვიდრე მცდელობა გადატრიალებისა”.

ის, რომ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალებას ნამდვილად გეგმავდა, დარწმუნებულია ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თვამჯდომარე ახალციხეში მარინე სუდაძე. იგი მიიჩნევს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერმა კიდევ უმტკივნეულოდ ჩაიარა: ჟურნალისტების ცემის შესახებ არაფერი მსმენია, თუმცა რაც მოხდა სახელმწიფოებრიობის დაცვისათვის იყო საჭირო. რამდენიმე ადამიანს და ლიდერს არ აქვს უფლება დამოუკიდებლობის ზეიმის სურვილი ჩაგვიკლას. შეეძლოთ აქცია აღლუმის დასრულების შემდეგაც გაემართათ”.

სუდაძისა და თამარაშვილის თქმით, თუ 26 მაისს აღლუმი არ გაიმართებოდა, მაშინ საქართველო მსოფლიოს თავლში არასტაბილურ სახელმწიფოდ წარმოჩნდებოდა. საინტერესოა, როგორ აღიქვამს მსოფლიო მომხდარს და მოხვდება თუ არა ეს სამომავლოდ ჩვენი ქვეყნისთვის დაწერილ ამა თუ იმ ანგარიშში. თუმცა, ძნელი სათქმელია ამას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს იმ გარდაცვლილი ადამიანების ახლობლებისთვის, რომლებიც აქციის დაშლისას დაიღუპნენ.  

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი