კურორტი მიუვალი გზებით



სასტუმრო ,,თბილისისკენ” მიმავალი გზა.
  ბორჯომში, შიდა ქუჩებზე ასფალტი არ აგია, ან თუა, ისიც მრავალი წლის წინაა დაგებული და ამორტიზირებულია.
ახალშენის დასახლებაში მცხოვრებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ამორტიზირებული გზების გამო.,,ჩვენს ქუჩაზე სულ ტალახია, ამჟამად წყალკანალიƯ0;აციის მშენებლობაც მიმდინარეობს და გაუსაძლის პირობებში ვართ. გვეუბნებიან, რომ წელს არ მოხდება ქუჩების მოასფალტება, რა გვეშველება არ ვიცი როდემდე უნდა ვიყოთ ასე?!"- ამბობს სვეტა ხაჩიძე.


ორბელიანის ქუჩის მცხოვრებლები უკვე მრავალი წელია, ბინების გაქირავებას ამორტიზირებული გზების გამო ვერ ახერხებენ. ,,დამსვენებლებს არ სურთ ასეთ გზებზე სიარული, გაფუჭებულ გზებს ემატება ისიც, რომ სანიაღვრე არხები ქუჩებში არაა და თუ იწვიმა, მაინც სულ ერთთავად ტალახი და ლაფია” -ამბობს ორბელიანის ქუჩის მცხოვრები ლუიზა ოთარაშვილი.

ამორტიზირებული გზის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს ფალიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ელიკო გაგნიძე: ,,ოცი წელია, ჩვენს ქუჩაზე ასფალტი არ დაუგიათ, წყალკანალიზაციის მშენებლობას დარჩენილი ასფალტიც შეეწირა, ამბობენ ქუჩები მოასფალტდებაო და ჩვენც ამის იმედი გვაქვს”.

ბორჯომის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მთავარი სპეციალისტის სოსო მაზიაშვილის განმარტებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ,,მილენიუმი’’ ბორჯომში წყალ-კანალიზაციის მშენებლობას ახორციელებს. მილიონ ასი ათასი ლარი გამოიყო გურამიშვილის, ორბელიანის, გამსახურდიას, ჭავჭავაძის, დუმბაძის, ინგოროყვას, დიმიტროვის, ჯორჯაძის და სხვა ქუჩების მოასფალტებისთვის. სამუშაოები დაწყებულია და წლის ბოლომდე დასრულდება.

,,ბორჯომში ყველა ქუჩაზე, სადაც წყალ-კანალიზაციის მშენებლობის გამო გზები გადაითხარა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ,,მილენიუმი~ გამოყოფს თანხებს გზების მოასფალტებისთვის, სამუშაოები, სავარაუდოდ, 2011 წლის ბოლოსთვის დამთავრდება,”- განმარტა სოსო მაზიაშვილმა.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებს გარეთ დარჩენილი ქუჩების გარემონტება 2011 წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო თანხებით მოხდება.

ნატალია კოპაძე, ბორჯომი      

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი

Post a Comment