პატრიარქის ინიციატივა მათთვის, ვინც სტუდენტი ვერ გახდა

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე საზოგადოებას საპატრიარქოს კუთვნილ მიწებზე ახალგაზრდული დასახლებების შექმნას სთავაზობს.

29 აგვისტოს, ანჩისხატობის დღესასწაულზე, ქადაგებისას ილია მეორემ ორი მნიშვნელოვნი იდეა მიაწოდა საზოგადოებას. პატრიარქი ეკლესიის საკუთრებაში არსებული მიწის მოსახლეობისთვის გადაცემისა და სპეციალური სოფლების შექმნის ინიციატივით გამოდის. უწმინდესმა იმ სოფლების შესახებაც ისაუბრა, სადაც კარგი ნიადაგია, მაგრამ აღარავინ ცხოვრობს და აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ ამ სოფლებში ახალგაზრდები დასახლდებიან.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ საქართველოში ახალი სოფლებიც უნდა გაშენდეს: `საქართველოს ეკლესიას აქვს რამდენიმე ათასი ჰექტარი მიწის ფართობი. მზად ვარ მთელი ეს მიწა გადავცე იმ ხალხს, რომელიც შექმნის ასეთ სოფელს. ამ სოფელში იქნება ტაძარი, სკოლა, დასასვენებელი ადგილები~.

პატრიარქმა იმ ახალგაზრდების მომავალზეც ისაუბრა, რომლებიც წელს უმაღლესი სასწავლებლების გარეთ დარჩნენ. საპატრიარქო მზად არის გახსნას სამწლიანი ლიცეუმები, სადაც ახალგაზრდები სხვადასხვა ხელობას დაეუფლებიან და ზოგად განათლებას გაიღრმავებენ. პატრიარქი გეგმავს, რომ ინიციატივა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, დიმიტრი შაშკინს წარუდგინოს.






No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი