რძის საწარმოები ქაღალდზე


რეგიონი, სადაც წამყვანი დარგი მესაქონლეობაა, რძის შემგროვებელი საწარმოები მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ. რას ამბობს გლეხი და რას  სთავაზობს გლეხს მეწარმე?
ნუგზარ კაჭკაჭაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის მკვიდრია; პროფესიით მშენებელია და საქმეც მუდამ აქვს.
,,ორი ძროხა მყავს. ჩემთვის უკეთესია, რძე ჩავაბარო და ჩემს საქმეს არ მოვცდე, ამიტომაც, როცა სოფელში დადიოდა რძის შემგროვებელი მანქანა, ყოველთვის ვაბარებდი, დღეში 30 ლიტრს, 40 თეთრად და ხელზე ვიღებდი 12 ლარს”, - ამბობს ნუგზარ კაჭკაჭიშვილი.

მისი თქმით, ვისაც სამსახური აქვს, მათთვის კარგი ვარიანტია რძის ჩაბარება.
,,ახლა მთაში მყავს საქონელი, როგორც კი ჩამოვიყვან, მაშინვე დავიწყებ რძის ჩაბარებას”, - დასძინა მან.
 სოფელ არალში არის რძის შემგროვებელი საწარმო ,,ნიკორა”. ნუგზარ
კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ მან არაფერი იცის ამ საწარმოს შესახებ.
რძის შემგროვებელი საწარმო ,,ნიკორაში” მუშაობს სოფელ არალის მკვიდრი ლეილა ჩილინგარაშვილი. მის თქმით, საწარმო უკვე ორი წელია მუშაობს.

,,რძეს ვიბარებთ უდიდან, არალიდან და წარბასთუმნიდან. სეზონზე დაახლოებით ორ ტონამდე შემოდის; დღესდღეობით კი, სადღაც 300 ლიტრამდე რძეს ვიღებ”, - გვითხრა ლეილა ჩილინგარაშვილმა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ამბობს, რომ მათთვის კარგი ვარიანტია რძის ჩაბარება, ოღონდ გააჩნია ფასს.
,,40 თეთრი ძალიან დაბალი ფასია. დაახლოებით 60 თეთრი მაინც უნდა იყოს”, - ამბობენ მესაქონლეები.
რძის შემგროვებელი საწარმოები სამცხე-ჯავახეთში
 

#
sawarmo
municipaliteti
sofeli
sakontaqto piri
1
„minimilrZe“
axalcixe
minaZe
sergo barZimaZe
2
„wyruTirZe“
axalcixe
wyruTi
stefan safariani
3
„ika-2008“
axalcixe
sayuneTi
jambul xaCaturovi
4
„luar-2008“
axalcixe
naoxrebi
feliqs melkoniani
5
„valerZe“
axalcixe
vale
amiran xiTariSvili
6
„nikora“
adigeni
arali
leila CilingaraSvili
7
„smadarZe“
adigeni
smada
jaba maWaraSvili
8
„varxani-2008“
adigeni
varxani
daviT natriaSvili
9
„Zveli- rZe“
aspinZa
Zveli
koba zedginiZe
10
„laiteri“
aspinZa
miraSxani
emzar abaSiZe
11
„mesxeTi fromaJ“
aspinZa
rusTavi
jaba xmalaZe
12
„ind.mewarme“
adigeni
ude
ioseb balaxaSvili
13
„imedi“
adigeni
zanavi
zaur bolqvaZe
14
„ind.mewarme“
axalcixe
uraveli
mixeil maisuraZe
17
„varxani“
adigeni
varxani
gagi kalandaZe

ცხრილში მოცემული რძის შემგროვებელი თითქმის ყველა საწარმოს  საკონტაქტო პირს დავუკავშირდით.   15 საწარმოდან
მხოლოდ ორი ფუნქციონირებს.

,,მინიმალირძე”
,,როგორც ვიცი, საწარმოს წელს საერთოდ არ უმუშავია, ვალიკო მურვანიძეს მიმართეთ. ან ვინ დამწერა საკონტაქტო პირად?” - უკვირს სერგო ბარძიმაძეს.

,,წყრუთირძე”

,,დაახლოებით 500 ლიტრ რძეს ვიბარებთ სოფელ წყრუთიდან, წირადან და მიქელწმინდიდან. რძის ფასი სეზონურად იცვლება, ამჯერად ლიტრს 50 თეთრად ვიბარებთ”, - გვითხრა სტეფან საფარიანმა.

,,ლუარ-2008” 

,,ვერაფერს გეტყვით. რძე არ შემოდის. გამგებელს დაურეკეთ”, - მოკლე პასუხით შემოიფარეგლა ფელიქს მელკოიანი.

,,სმადარძე”

,,შემგროვებელი პუნქტის სამუშაოები შარაშან დასრულდა. დღეში დაახლოებით 200 ლიტრს ვიღებდით, გაზაფხულზე - 60-ს. ზაფხულში 50 თეთრად ვიბარებდით. ალბათ ქარხანამ, სადაც რძე მიდიოდა, ვეღარ მოახდინა ყველის რეალიზება და რძის მიღებაც შეწყდა”, - გვითხრა ჯაბა მაჭარაშვილმა.

,,ვარხანი-2008”

,,რძის შეგროვება ამჟამად გაჩერებულია”, - ამბობს დავით ნატრიაშვილი.

,,ძველი –რძე

,,ახლა არ ვმუშაობთ, სულ სამი კვირა ვიმუშავეთ და მუნიციპალიტეტში გავრცელებული საქონლის დაავადების - თურქულის გამო შევჩერდით”, - გვითხრა  კობა ზედგინიძემ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეშიც არის რძის შემგროვებელი საწარმო, რომელიც დაკეტილი დაგვხვდა. საწარმოს წინ გაკეთებულ აბრაზე ვკითხულობთ: “ადიგენის მუნიციპალიტეტის უდეს თემს და ამერიკელ ხალხს შორის თანამშრომლობის შედეგად, “საქართველოს დასაქმებისა და ინფრასტრუქტურის ინიციატივით” პროექტის ფარგლებში განხორციელდა ეკონომიკური პროექტი. დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საგენტოს მიერ და პროექტის განხორციელება უზრუნველყო “საერთაშორისო საქართველომ”. 2009 წელი.”

ჩვენ მიერ გამოკითხული სოფელ უდეს მოსახლეობამ განაცხადა, რომ ზემოთ აღნიშნულ საწარმოში რძე არასდროს ჩაუბარებიათ.

გულო კოხოძე, ახალციხე 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი

Post a Comment