ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე გამოაქვეყნა. ყველაზე ცუდი შედეგები აბიტურიენტებს საბუნებისმეტყველო საგნებში ქონდათ ამ საგნების ჩაბარების მსურველ აბიტურიენტთა რაოდენობაც მცირე იყო.

წელს სტუდენტი 23 ათასამდე აბიტურიენტი გახდა, 10 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა კი ეროვნულ გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, უმაღლეს სასწავლებლებში 11 ათასზე მეტი ვაკანტური ადგილი დარჩა, სადაც პირველადი განაცხადის შედეგად ვერცერთი აბიტურიენტი ვერ მოხვდა.


გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, ექვსი წლის განმავლობაში, მას შენდეგ, რაც ეროვნული გამოცდები ტარდება, აბიტურიენტებმა წელს ყველაზე ცუდი შედეგები აჩვენეს.
წლევანდელი ეროვნული გამოცდები ახალციხის სახელმწიფო სასწალო უნივერსიტეტზეც ცუდად აისახა. წელს უნივერსიტეტს 460 ვაკანტური ადგილი ქონდა, თუმცა გამოცხადებულ ფაკულტეტებზე ადგილები თავისუფალი დარჩა, სრულად მხოლოდ იურიდიული ფაკულტეტი შეივსო.
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 200 ადგილი იყო გამოცხადებული, 106 ადგილი კი ისევ ვაკანტურია, 130 ადგილი ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე, 48 ადგილი კვლავ თავისუფალია, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე 40 ადგილი იყო გამოცხადებული და მხოლოდ 12 ადგილი შეივსო. სოფლის მეურნეობის და ვეტერინაარის ფაკულტეტზე 20 ადგილი იყო თავისუფალი და ყველა ადგილი ისევ თავისუფალი დარჩა.
,,ჩვენი პროგნოზით ყველა ადგილი უნდა შევსებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ცუდი შედეგები აჩვენა ბევრმა აბიტურიენტმა. არცერთ წელს არ ყოფილა ასე ცუდი მდგომარეობა”, - ამბობს ახალაციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, სასწავლო პროცესის მართვის უფროსი, ისტორიკოსი ნიკო ახალკაცი.
წელს იყო პირველი წელი, როცა აბიტურიენტს 4 სავალდებულო გამოცდა უნდა ჩაებარებინა, სამი გამოცდა თავიდანვე მოცემული იყო, ერთი კი არჩევითი. ის რომ აბიტურიენტებს ერთი გამოცდა დამატებით უნდა აერჩიათ და ისიც საბუნებისმეტყველო საგნებში შარშან გამოცდების დასრულების შემდეგ გადაწყდა. მოტივაცია ის იყო, რომ ამ საგნების მიმართ დაინტერესება გაზრდილიყო, მაგრამ გამოცდების შედეგებმა სხვა სურათი აჩვენა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით ფიზიკის გამოცდის ჩაბარების სურვილი 81-მა აბიტურიენტმა გამოთქვა, ქიმიის კი 465-მა. აქედან ნახევარმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა გამოცდების ეროვნულ ცენტრში ირწმუნებიან რომ საგამოცდო ტესტები შარშანდელთან შედარებით გამარტვივებული იყო. აბიტურიენტების ნაწილს კი მიაჩნია რომ ტესტები საკმაოდ რთული იყო.
რას უკავშირებენ სპეციალისტები გამოცდების ასეთ შედეგს_აბიტურიენტების მოუმზადებლობას, საშუალო განათლების სისუსტეს თუ ბაზარზე ამ საგნების სპეციალისტებზე დაბალ მოთხოვნას?
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესიით ისტორიკოსი, ნიკო ახალკაცი თვლის რომ ტესტები რთული არ იყო, ცუდი შედეგი კი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა:`პირველი რომ სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნებისადმი ინტერესი დაბალია. საგნების ინტეგრაცია მოხდა, ქიმია, ბიოლოგია და ფიზიკა ერთად ისწავლებოდა, ამიტომ ბავშვებმა ერთად კი არა საერთოდ ვერაფერი ისწავლეს”.
კიდევ რამდენიმე მიზეზს ასახელებს ნიკო ახალკაცი: ,,აბიტურიენტებმა არჩევითი საგანის შესახებ ინფორმაცია გვიან გაიგეს და ამიტომ მეოთხე გამოცდას მოუმზადებლები შეხვდნენ”. იგი ყურადღებას დასაქმებაზეც ამახვილებს: ,,დასაქმება უნდა იყოს ამ დარგში რომ დაინტერესებაც გაჩნდეს. ტექნიკურ უნივერსიტეტში, საინჟინრო დარგებში ადგილები ცარიელი დარჩა. ეს იმიტომ მოხდა რომ კარგი ინჟინრები დღეს ხელით მუშებათ არიან ქცეულები და რა გასაკვირია რომ ამ დარგში ჩაბარება აღარავის უნდა?!”
ეკონომისტი ნანა ჯღარკავა იმ აზრს რომ დღეს ამ საგნების სპეციალისტებზე დაბალი მოთხოვნაა და რომ აბიტურიენტები ამის გამო ტექნიკური საგნებით არ ინტერესდებიან არ იზიარებს: `იურიდიულ ფაკულტეტზე ყოველთვის არის მოთხოვნა, ჩვენთან ყველაზე მეტი ადგილები ამ ფაკულტეტზეა და ყოველთის ივსება, მაგრამ დასაქმება მათაც ყოველთვის უჭირდათ და დღესაც ასეა”.
უმაღლეს სასწავლებლებში 11 ათასზე მეტი ვაკანტური ადგილი დარჩა.
სპეციალისტები მიიჩნევენ რომ საბუნებისმეტყველო საგნების ხელოვნურად გამოცდებში შეტანით აბიტურიენტების დაინტერესება არ გაიზრდება: ,,გამოსავალი ერთია, სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს დასაქმებას ამ დარგში. ამის შემდეგ შესაძლებელია დაინტერესებაც გაჩნდეს” - ამბობს ნიკო ახალკაცი.


მანანა სარაშვილი, ახალციხე

No comments:

Post a comment

დატოვე კომენტარი