სურბ ხაჩის ეკლესია განახლდა

სურბ ხაჩის ეკლესია, ექვსთვიანი რემონტის შემდეგ, კვლავ გაიხსნა.  
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, სამცხე-ჯავახეთის სულიერ მოძღვარ ბაბკენ სალბიანთან და სურბ ხაჩის ეკლესიის მღვდელთან ტატევ მარუკიანთან ერთად განახლებული ეკლესია, ღვთისმშობლის ფერიცვალების დღეს საზეიმოდ გახსნა. მათ წმინდა ღვთისმსახურება აღავლინეს და ყურძნის კურთხევისა და მსხვერპლის კურთხევის ტრადიციული ცერემონია ჩაატარეს.


სურბ ხაჩის ეკლესიის სარემონტო სამუშაოები 2010 წლის თებერვალში დაიწყო. ამ წამოწყებასთან დაკავშირებით მოხალისე;ებს შორის მატერიალური შემოწირულობები შეგროვდა. თანხის ძირითადი ნაწილი ცენტრალური საავადმყოფოდან, ახალქალაქის #2 რუსული სკოლიდან, ქალაქის სამი საბავშვო ბაღიდან, მუსიკალური სკოლიდან და ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შემოვიდა.

შიდა სამუშაოებისათვის საჭირო ხარჯის ნახევარი შემოწირულობებით დაიფარა, მეორე ნახევარი და ეკლესიის ეზოში ჩასატარებელი სამუშაოები კი ახალქალაქში დაბადებულმა და ამჟამად მოსკოვში მცხოვრებმა ერვანდ ჩომარიანმა დააფინანსა.
სურბ ხაჩის ეკლესიაში 2008 წელსაც შეკეთდა. მაშინ ქველმოქმედთა დახმარებით ხის საკურთხეველი მარმარილოს საკურთხევლით შეიცვალა და იატაკი და სანათლოც შეკეთდა.
სამომავლოდ, ეკლესიის სრულად განახლებისთვის მხოლოდ გუმბათისა და ჭერის გამოცვლა რჩება. ტაძარი 1856 წელსაა აგებული.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი