უპრეტენზიო დაზვეულები


მედიაციის სამსახურს, რომელიც სადაზღვევო დავებს აგვარებს, საქართველოს მასშტაბით ყველაზე ნაკლებად სამცხე-ჯავახეთიდან მიმართავენ.

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური საქართველოში 2008 წლის 15 მარტიდან ფუნქციონირებს. ამ სამსახურს ის მოქალაქეები მიმართავენ, რომელთაც სადაზღვევო კომპნიებთან პრობლემები ექმნებათ.

2008 წლის 15 მარტიდან 2010 წლის 24 სექტემბრამდე მედიაციის სამსახურს  10 443-მა ადამიანმა მიმართა. ამათგან, 1687-მა ბენეფიციარმა კონსულტაციის მიღება ითხოვა 2010 წლის 1 ივლისიდან 23 სექტემბრამდე. ყველაზე მეტი მიმართვა თბილისიდან იყო, სამცხე-ჯავახეთი ბოლოდან მეორე ადგილზეა.

შესაძლოა ბორჯომში კიდევ ერთი სკოლა გაუქმდეს

მეორე საჯარო სკოლის დაშლის შემდეგ, ბორჯომში პირველი სკოლის გაყიდვაზეც ალაპარაკდნენ, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ სკოლის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

მიმდინარე სასწავლო წელს ბორჯომის მეორე საჯარო სკოლა მესამე სკოლას შეუერთდა. მეორე სკოლის შენობაში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები უნდა განთავსდეს. ხოლო იქ, სადაც აქამდე თვითმმართველობის ორგანოები იყო, სასტუმრო უნდა აშენდეს. პირველი საჯარო სკოლა მუნიციპალიტეტის შენობის გვერდითაა და ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მალე ისიც მეორე სკოლის ბედს გაიზიარებს.

მასწავლებლობის მაძიებლები მეორე ეტაპის მოლოდინში არიან


მასწავლებლობის მაძიებლობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა. ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია 15-მა დამწყებმა პედაგოგმა გაიარა.  
 მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისთანახმად, მაძიებლობა შეუძლიათ დამწყებ მასწავლებლებს, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება შესაბამისი კვალიფიკაციით და ჯერ არ უმუშავიათ.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის ლია ბერიძის თქმით, რეგისტრაცია 16-მა მსურველმა გაიარა, თუმცა ერთმა მათგანმა არაქართულენოვან სკოლაში მუშაობა დაიწყო და განათლების სამინისტრომ მაძიებლობის ნებართვა არ დართო.  მაძიებლობის პერიოდში აქტიურად უნდა იყო მენტორ მასწავლებელთან და მაძიებლობა და მუშაობა ერთდროულად არ შეიძლება”.

რეგისტრირებული მაძიებლების საბუთები სკოლებს გადაეგზავნება,  კანდიდატებს სკოლის შესარჩევი კომისიები შეარჩევენ, რომელშიც შედის დირექტორი, სასწავლო ნაწილის გამგე, პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, რესურსცენტრის წარმომადგენელი და მენტორი მასწავლებელი.

12 196 ლარიანი რიტუალების სახლი

 ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენში 2010 წლის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამითრიტუალების სახლი გარემონტდა.

სოფელი ხევაშენი მდებარეობს დაბა ადიგენის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოცხის ხეობაში, ადიგენიდან 16, ხოლო ახალციხიდან 30 კმზე. 

სოფელი 1943 წელს იმერეთიდან გადმოსახლებული იმერლებითაა დასახლებული.

ხევაშენში 121 კომლი და 336 სული ცხოვრობს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ ენდელაძეც ამავე სოფლის მკვიდრია, ამიტომაც ადგილობრივები ამბობენ, რომ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამისფარგლებში სოფლისთვის გამოყოფილი თანხა კეთილსინდისიერად გაიხარჯება.

2009 წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლებისათვის 20 მილიონი ლარი გამოიყო.

კონცერტი ღია ცის ქვეშ

20 ოქტომბერს ახალციხის ცენტრალურ პარკში სიმფონიური ორკესტრის, ლექს სენისა და ჯგუფ “მგზავრების” მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

კონცერტი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო. 20 ოქტომბერს გამართული ღონისძიებების გამო ცენტრალური პარკის მიმდებარე ქუჩა ერთი დღით გადაიკეტა. კონცერტის დაწყებამდე კი სხვადასხვა გასართობი სანახაობები გაიმართა.

“ქუჩაზე გამოვიდნენ და რეკლამა გააკეთეს სხვადასხვა კომპანიებმა და მაღაზიებმა, რომლებმაც გასაყიდად საკუთარ პროდუქცია გამოიტანეს. გარდა ამისა, ტირი, კალათბურთის ფარი, ბატუტები, ბამბის ნაყინის გამყიდველები და ბევრი საინტერესო გასართობი გვქონდა”, - ამბობს კულტურის, სპორტის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი იური ზარიძე.

კონცერტი ექვს საათზე სიმფონიურმა ორკესტრმა გახსნა. თხუთმეტ- წუთიანი შესვენების შემდეგ კი ქართველმა რეპერმა ლექს-სენმა და ჯგუფმა “მგზავრებმა” გააგრძელა. საღამო ფეიერვერკით დასრულდა.

თამარ თოთაძე, ახალციხე

უფულობა თუ უყურადღებობა

გზის მშენებლობისას დაშვებული შეცდომა, რის გამოც ოთხი ქუჩა იტბორება. რატომ არ დააყოლეს დაგებულ ასფალტს სანიაღვრე არხები და რა საფრთხეს უქმნის ეს მოსახლეობას.

ახალციხეში თამარაშვილის 25-ში მდებარე კორპუსამდე მისასვლელი გზა წვიმიანი ამინდების შემდეგ მიუვალი ხდება. უშველებელი გუბე ნალექის მატებასთან ერთად სადარბაზოებს უახლოვდება და სარდაფებში იჟონება. ხუთსართულიან კორპუსში მცხოვრები 35 ოჯახი შენობამდე აგურებით მოწყობილი ბილიკებით მიდის, თუმცა ძლიერი წვიმის შედეგ წყალი ამ ერთადერთ გზასაც ფარავს.

კედელ-კედელ სადარბაზომდე ძლივს შემოვდივართ. განსაკუთრებით ბავშვებს უჭირთ მოძრაობა. საშულებაც არაა, რომ წყალს სხვა მიმართულება მივცეთ, მეზობლის ეზოში ხომ არ გადავუშვებთ?!” - კითხულობს თამარაშვილის 25-ში მცხოვრები ნანული კვირიკაშვილი.
  
ზომით კიდევ უფრო დიდი გუბე თამარაშვილის #19-ში, #21-სა და #17-ში მცხოვრებლების წინ დგება. იტბორება ორი უბანი ხანძთელის ქუჩაზეც.

ქალაქი ხეების გარეშე


რატომ იჩეხება ქალაქში ხეები უმოწყალოდ. ნაძვები ამჯერად, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზეც მოიჭრა.

ქალაქ ახალციხეში ამა წლის აპრილის თვის შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს.

ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს 20 ძირი ხის - ნაძვის, ფიჭვის, აკაციისა და ტირიფის ამოძირკვა მოჰყვა. მოითხარა და განადგურდა პარკს გარსშემოვლებული 30-ზე მეტი ტუიაც.

ანალოგიურად განვითარდა მოვლენები შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს.

ქვაფენილის დაგებას მრავალწლიანი ნარგავების მოჭრა მოჰყვა.
აღნიშნული ტერიტორია სტადიონივით გასწორდა და მოშიშვლდა.

ირგვლივ ,,სკამეიკები”, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ერთნაირია, ,,სკამეიკებისშუაში იშვიათად ამოქმედებული შადრევანი, განათების ბოძები და კვარცხლბეგი ძეგლის გარეშეასეთია ამჟამად შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია.

ნაძვების მოჭრას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა, თუმცა როგორც ადგილობრივები აცხადებენ მათ აზრს არავინ ითვალისწინებს.