პანდუსი, ადმინისრაციის შენობის უკანა მხარეს. |
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ქალაქის ინფრასტრუქტურა არაადაპტირებულია. მოსახერხებელი არც ის პანდუსებია, რაც მხოლოდ რამდენიმე შენობასა და ქუჩაზე გაკეთდა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისთვის ახალციხეში არსებულ დაწესებულებებში შესვლა ფაქტობრივად, შეუძლებელია. ქალაქში არსებული მდგომარეობით “სამხრეთის კარიბჭე” პირველად 2009 წელს დაინტერსდა. მაშინ დავათვალიერეთ თითქმის ყველა საჯარო, კერძო, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებები: ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა, სამხარეო ადმინისტრაცია, საფინანსო და სამედიცინო დაწესებულებები, სკოლები, ახალციხის სასწავლო უნივერსიტეტის ორივე კორპუსი, პროფესიული გადამზადების ცენტრი, სახელმწიფო თეატრი, სამუსიკო სკოლა, სასტუმროები და ყველა ის შენობა, სადაც კანონის თანახმად შშმ პირებს თავისუფლად შესვლა და დამოუკიდებლად გადაადგილება უნდა შეეძლოთ.