მივესალმები ყველა ჩვენს მკითხველს!


გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს, ახალ წელსა და ქრისტესშობას!

ამბობენ, რომ ახალ წელს სასწაულები ხდება. თოვლის ბაბუის ადრეული ბავშვობიდან არ მჯეროდა, მაგრამ მწამს, რომ სასწაულების ჩადენა თავად შემიძლია! რა არის სასწაული? ესაა რაღაც უჩვეულო, გამაოგნებელი, თავბრუდამხვევი! მოდით, მოვუწყოთ უჩვეულო სიურპრიზები ახლობლებს, ნათესავებს, ნაცნობებს!

ჩემს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს ერთ რაიმეს ვუსურვებ, რომ ყოველმა ადამიანმა თავისი საქმე კარგად აკეთოს! დაე, მასწავლებელმა კარგად ასწავლოს, მოსწავლემ კი კარგად ისწავლოს, დიასახლისმა კარგად ამზადოს, ტაქსის მძღოლმა კარგად ატაროს მანქანა, ხელმძღვანელმა კი კარგად იხელმძღვანელოს!

თქვენ კი, ჩვენო მკითხველებო, იგივეს გისურვებთ, რადგან თქვენი ოჯახები ხომ თქვენი პატარა ქვეყანაა! დაე, ყოველ ოჯახში, ყველა ქვეყანაში ურთიერთგაგება, სიყვარული და პატივისცემა სუფევდეს! დაე, ვიყოთ ჯანმრთელები, რათა ჩვენი ბედნიერება სრულფასოვნად აღვიქვათ!

იგრძენით თქვენი ბედნიერება, ის ხომ თქვენთანაა!

გილოცავთ ახალ წელს!

რიმა ღარიბიანი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი

Post a Comment