არ იცხოვროთ მბრძანებლობისთვის


ძვირფასო მკითხველებო, გილოცავთ შობასა და ახალ წელს!  

დაე, 2011 წელიწადმა ჩვენს გულებში ახალი იმედი და სიყვარული აღანთოს, რადგან ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ხვალინდელი დღისა და ნათელი მომავლის იმედი.

ნათელი მომავლის მისაღწევად კი აუცილებელია მოთმინება, ერთმანეთისადმი ტოლერანტობა და რაც ყველაზე მთავარია, პატივისცემის, ერთმანეთის მოსმენისა და რჩევის მიცემის უნარი.

ჩვენ, ჟურნალისტები, მიუკერძოებელნი და მართლები უნდა ვიყოთ და მხოლოდ ფაქტებს, ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებს, მოვლენებსა და რეალურ ინფორმაციას დავეყრდნოთ.  

მიმდინარე ამბების გაშუქებისას, ჩვენ გავეცანით უამრავ განსხვავებულ მოსაზრებას, სხვადასხვა ინტელექტუალური შესაძლებლობების ადამიანებსა და უამრავი ფაქტის მოწმეც გავხდით. ჩვენი მუშაობით თქვენ გახმოვანებას, თქვენი ხმის დანიშნულების ადგილამდე მიღწევას და შეძლებისდაგვარად პრობლემების მოგვარებაში დახმარებას შევეცადეთ.  

გილოცავთ ახალ წელს, ჩვენო ერთგულო მკითხველებო, გისურვებთ ბედნიერ წელიწადს და ყველა სურვილის ასრულებას.

და ბოლოს, მინდა ბეკოს მოსაზრება გავიმეორო: სხვაზე მბრძანებლობით, ადამიანი საკუთარ თავისუფლებას კარგავს”. არ იცხოვროთ მბრძანებლობისთვის, ისე იცხოვრეთ, რომ ყოველი გავლილი დღე მნიშვნელოვანი და ბედნიერი იყოს.

აღუნიკ აივაზიანი. 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი