მეხუთე წელი თქვენთან ერთად


თქვენთან ერთად მეხუთე ახალწელს ვხვდები, ბევრჯერ გაგიხარებივართ და ბევრჯერ გიწყენინებიათ კიდეც ჩემთვის. ალბათ ყოველთვის სასიამოვნო არც ჩემი გამოჩენა ყოფილა თქვენთვის, არც ჩემი დაწერილი სტატია მოგწონებიათ და არც სატელეფონო ზარი...

ჰო, მეხუთე წელია თქვენთან მოვდივარ და რას აღარ გეკითხებით. ბევრი თქვენგანი უკვე მიცნობთ და აღარ ვიწყებ ტრადიციული ტექსტითგამარჯობა, თამუნა ვარ უჩიძე, გაზეთის რედაქციიდან...

ზოგს გიხარიათ ჩემი დანახვა, ზოგი კი ისეთ ხასიათზე დგებით... მერე მეცვიგრუზები”. თუ არ მიცნობთ, თავიდან მიღიმით, მესალმებით, დასმული კითხვების შემდეგ კი...

...და, ამასობაში ოთხი წელი გასულა... მინდა, რომ თითოეულ თქვენგანს კარგად დაგამახსოვრდეთ და თქვენც სასიამოვნოდ დარჩეთ ჩემ მეხსიერებაში.   

თუმცა, დღეს ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ახალწელს გილოცავთ ყველას, ვისთანაც მოვსულვარ, რაიმე მიკითხავს და არ გიპასუხიათ, ან გითქვამთ მაგრამ ისე არა, როგორც ეს ყოფილა.

ახალწელს გილოცავთ ყველას, ვისაც ჩემი დასმული კითხვა არ მოგწონებიათ, ვისაც არც დღეს გახარებთ ჩემი დანახვა.

ახალწელს გილოცავთ ყველას, ვისთანაც ჯერ არ მოვსულვარ და არაფერი მიკითხავს, ვის შესახებაც ჯერ არაფერი მითქვამს და დამიწერია. 2011-ში თქვენათანაც მოვალ, გპირდებით.   

თამუნა უჩიძე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი