მხარდაჭერა ისევ რიტუალების სახლს


 სოფელში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამაიციან, უბრალოდ, არ სურთ კომენტარის გაკეთება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხოსპიო ახალქალაქიდან ორი კილომეტრითაა დაშორებული. დეკემბრის დღეების მუხედავად, საკმაოდ თბილა. სოფელში ხალხმრავლობა შეინიშნება.

,,ორი მკვდარი გვყავს სოფელში”, - მიხსნიან ადგილობრივები და ამატებენ ,,მოხუცები იყვნენ, ყველა მივიდეთ მაგ ასაკამდე”.

აქ პრობლემებზე საუბარს ყველა გაურბის.

,,რამე რომ გითხრათ, რა აზრი აქვს?” – ამბობს ხანშიშესული მამაკაცი და სწრაფადვე მშორდება.
 
,,დაწერთ, წაიკითხავენ და აქ მთავრდება ყველაფერი. მაინც არავინ არაფერს შეცვლის”, - მკაცრად მეუბნება ადგილობრივი ახალგაზრდა ქალი.

,,ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის, ასეA ჩვენი საქმე”, -  მიღიმის ხოსპიოელი ახალგაზრდა.

აქ საუბარზე არ მთანხმდებიან და სანამ კითხვას დავასრულებ, ღიმილით სწრაფადვე მშორდებიან.

2010 წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამისფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოსპიოში, როგორც ადგილობრივების პირადი საუბრიდან ვგებულობთ, რიტუალების სახლი გარემონტდა.

,,სოფელმა მოითხოვა რიტუალების სახლი და გაკეთდა კიდეც”.

რიტუალების სახლი მართლაც ახალი გარემონტებულია, გარედან გალესილი და ფანჯრებჩასმული.

რიტუალების სახლთან ადგილობრივი გია ხუციშვილი დგას, რომელიც გვიხსნის, რომ სოფლისთვის მართლაც აუცილებელი იყო რიტუალების სახლი: ,,კარგად გააკეთეს, ქელეხებსაც აქ ვიხდით და ქორწილებსაც”.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სოფელი ხოსპიო ჩართულია ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში”, ადგილობრივები ფლობენ, თუმცა კითხვარის შევსებაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ რვა ადამიანმა ისურვა.

გაირკვა, რომ ადგილობრივები ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამითდასაფინანსებელი სამუშაოების პრიორიტეტის განსაზღვრაშიც მონაწილეობდნენ.

,,რიტუალები ავირჩიეთ, აბა ამ ფულით გზა არ გაკეთდებოდა და”, - აგვიხსნა ერთ-ერთმა ხოსპიოელმა.

ადგილობრივების აზრით, როცა მსგავსი სამუშაოები სრულდება, კონტროლი არა მუნიციპალიტეტის გამგეობას, არამედ სოფლის მიერ შერჩეულ სანდო პირებს უნდა დაევალოთ.

,,აქაურს უფრო შესტკივა გული და ის უფრო გულისყურით მოეკიდება საქმეს”, - ასეთია მათი არგუმენტი.

ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამაუნდა გაგრძელდეს და სასურველია პროექტი არა ყოველ, არამედ ყოველ მეორე წელს განხორციელდეს. შესამაბისად, გაიზარდოს დაფინასების თანხაც.

ჩვენს მიერ გამოკითხული სოფელ ხოსპიოს მკვიდრნი ვერაფერს ამბობენ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამისფარგლებში მათ სოფელზე თუ რა თანხა იყო გამოყოფილი. შესაბამისად, მათ არც იმ კითხვაზე ჰქონდათ პასუხი, - მიზნობრივად მოხდა თუ არა თანხის ხარჯვა.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთაობაზე ინფორმაციის მისაღებად  
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას მივაკითხეთ.

მუნიციპალიტეტებში ტრადიციადაა დამკვირდებული პირველად კომენტარი  მუნიციპალიტეტის გამგებელმა უნდა გააკეთოს. 

,,ტრადიციაარც ჩვენ დავარღვიეთ, მაგრამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნაირი ირიციანი ადგილზე არ დაგვხვდა.

,,შესვენებაზეა გასული”,  გვითხრა გამგებლის თანაშემწემ, თუმცა უკვე სამი საათი იყო დაწყებული.

სადღაც ათ წუთში ისევ მივაკითხეთ გამგებელს, კაბინეტი ისევ დაკეტილი დაგვხვდა. თანაშემწემ გამგებელს დაურეკა და შემდეგ ჩვენ განგვიცხადა, რომ ნაირი ირიციანი იმ დღეს სამსახურში არ დაბრუნდებოდა. ჩვენს კითხავზე, როდის შევძლებდით მის ნახვას, თანაშემწემ გვიპასუხა, რომ გამგებელი არც მეორე დღეს იქნებოდა სამსახურში. მიზეზი - ,,ერევანში მიდის ახლობელი გადაეცვალა”.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ამ მიზეზით ისტუმრებენ გამგეობაში მისულ ჟურნალისტებს.  

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ტელეფონითაც ვცადეთ დაკავშირება, თუმცა ეს ცდაც უშედეგო აღმოჩნდა.

გულო კოხოძე, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი