საერთაშორისო ტურნირი თბილისში


11-12 დეკემბერს თბილისში ორთაბრძოლისფრისტაილისსტილის სახეობებშიტაიკვანდო, ჯიუ-ჯიცუ, კარატე-დოსა და W.K.F.-ში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ახალქალაქელი სპორტსმენები შეჯიბრიდან სამი მედლით დაბრუნდნენ.

კარატე-დოს საერთაშორისო ტურნირი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა და საქართველოს საბრძოლო ხელოვნების კონფედერაციამ მოაწყვეს.

შეჯიბრში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელი, 650 სპორტსმენი მონაწილეობდა.

საქართველოს საბრძოლო ხელოვნების კონფედერაციის პრეზიდენტის კახა ბასილიას თქმით, ტურნირს A საერთაშორისო კატეგორია მიენიჭა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი შეჯიბრზე 17-მა სპორტსმენმა წარმოადგინა, რომელთაც ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 15 სპორტსმენი B კატეგორიაში, ორი კი A საერთაშორისო კატეგორიაში ასპარეზობდა.

B კატეგორიაში ორი ვერცხლის მედალი სოფელ მაჯადიას მცხოვრებმა ორმა სპორტსმენმა მოიპოვა. 11 წლის ანაიდ პარონიანმა გოგონებს შორის მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო 9 წლის სარგის სოგბატიანს 35 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის საპრიზო ადგილი ერგო. მათი მწვრთნელი სარქის მარქარიანია.

11 წლის გიორგი გევენიანმა კი A საერთაშორისო კატეგორიაში, 42 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მესამე ადგილი მოიპოვა. იგი ახალქალაქის სპორტულ სკოლას წარმოადგენდა. სპორტსმენის მწვრთნელი რაფაელ დარბინიანია.

შუშან შირინიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი