საუკუნის თეატრი მაყურებლისა და ფინანსების გარეშე


ბორჯომის გოგი ხმალაძის სახელობის სახალხო თეატრი არსებობიდან ერთ საუკუნეს ითვლის; თეატრში ოთხი მსახიობი მუშაობს და სპექტაკლებზე მაყურებელი თითქმის არ დადის.

ბორჯომში თეატრალური კოლექტივი 102 წლის წინ ჩამოყალიბდა. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში თეატრალურ კოლექტივს სახხელმწიფო თეატრის წოდება მიენიჭა, ხოლო 40-იან წლებში თეატრმა არსებობა შეწყვიტა. 50-იან წლებში კულტურისა და ხელოვნების ცენტრში კვლავ დაიწყო თეატრალურმა კოლექტივმა ფუნქციონირება, ხოლო 1959 წელს თეატრალურ კოლექტივების ფესტივალში ბორჯომის თეატრალურ კოლექტივს რესპუბლიკაში პირველს მიენიჭა სახალხო თეატრის წოდება.
გოგი ხმალაძის სახელობის სახალხო თეატრი ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებობს და თეატრს კულტურისა და ხელოვნების ცენტრი აფინანსებს.

სახალხო თეატრში ოთხი საშტატო ერთეულია, რაც თეატრის სრულყოფილად მუშაობას ხელს უშლის. ყველა პიესა ხომ ოთხკაციანი არ არის? ამიტომ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თანამშრომლები გვეხმარებიან და ანაზღაურების გარეშე თამაშობენ სპექტაკლებში”, - ამბობს სახალხო თეატრის რეჟისორი ზანგური ანდღულაძე.

მისივე თქმით, სახალხო თეატრის არსებობის განმავლობაში ასზე მეტი სპექტაკლია დადგმული: “ყოველ წელს 2-3 სპექტაკლის პრემიერა გვაქვს, ბოლო პრემიერაზე რაფიელ ერისთავის ,,უჩინმაჩინის ქუდიდავდგით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთის ღირებულება მიზერულია, თეატრში მაყურებელი თითქმის აღარ დადის. არადა, 90-იან წლებში თეატრი მაყურებელს ვერ იტევდა, იყო სააბონიმენტო სისტემა, აბონიმენტი იყიდებოდა და წარმოდგენებიც ხშირად იმართებოდა”.

მისივე თქმით, უსახსრობის გამო 2008 წელს სახალხო თეატრი გაუქმდა, თუმცა მალევე აღდგა: “კულტურისა და ხელოვნების ცენტრი გვაფინანსებს, მაგრამ ეს თეატრის არსებობისათვის მცირეა. ადგილობრივ ბიუჯეტში თეატრისათვის დამატებითი თანხები თუ არ გამოიყოფა, თეარტს არსებობა გაუჭირდება”.  

უსახსრობის გამო ვერ ხდება სპექტაკლების მუსიკალური გაფორმება. ძველია და რესტავრაციას აღარ ექვემდებარება დეკორაციებიც.

ერთი ხის დეკორაცია გვაქვს და აღარ ვიცი რამდენ პიესაში გამოვიყენო. სამოსიც არ გვაქვს და თანამედროვე ტიპის პიესებში მსახიობები თავისივე ტანსაცმლით გამოდიან”, - ამბობს რეჟისორი.

მსახიობების ანაზღაურება 105 ლარს შეადგენს.

გაზეთ ,,ბორჯომშიგამოვაქვეყნეთ განცხადება, რომ დაინტერესებული ახალგაზრდები მოსულიყვნენ თეატრში, თუმცა მსურველი არავინ გამოჩნდა. ალბათ იმიტომ, რომ ბორჯომში თეატრს პრესპექტივა არ აქვს და არავის სურს ენთუზიაზმზე მუშაობა”, - ვარაუდობს იგი.

მალე სახალხო თეატრში პრემიერა გაიმართება. ნოდარ დუმბაძის ნოველას  ,,ზუსტად რვა საათზე”, ბორჯომის თეატრის სცენაზე მოწვეული რეჟისორი ზაზა დოქსანოვი დგმას. მსახიობებს იმედი აქვთ, რომ მძიმე პერიოდ გამოვლილ  თეატრი პრობლემებს გაუმკლავდება და საუკუმოვანი თეატრი არსებობას კვლავაც გააგრძელებს.

ნატალია კოპაძე, ბორჯომი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი