ტრადიციული ანგარიში


გაიზარდა თუ არა მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაზე; ვინ და რა ტიპის ინფორმაციას ითხოვს და შეასრულეს თუ არა 10 დეკემბრის ვალდებულება საჯარო სამსახურებმა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, ყოველი წლის 10 დეკემბერს, ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნათა დაცვის შესახებ ანგარიში წარუდგინოს.

ანგარიში უნდა წარადგინოს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანომ, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა); ნებისმიერმა სხვა ორგანომ, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებსა და სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა.  

 ბოლო სამი წელია, “სამხრეთის კარიბჭესისტემატურად ითხოვს ანგარიშებს სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციისგან, ახალციხის რაიონული სასამართლოსგან და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოსგან. მიღებული მონაცემების თანახმად, გასულ წელთან შედარებით, საჯარო ინფორმაციაზე მოთხოვნა უმნიშვნელოდ შემცირდა ახალციხის რაიონულ სასამართლოსა და პრეზიდენტის რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში. ხოლო გაიზარდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში. თუმცა, საკრებულოსა და გამგეობისგან ინფორმაციის მოთხოვნა საგრძნობლად შემცირებულია 2008 წელთან შედარებით.   

ბოლო სამი წლის მონაცემები საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ

 წელი
ახალციხის რაიონული სასამართლო
პრეზიდენტის რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა

2008
8
243
120
439
2009
(არ გამოგვითხოვია)
296
25
163
2010
7
283
43
173

მაგალითად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2008 წელს 8 განცხადება მიიღო. წელს კი ეს ციფრი 7-ით განისაზღვრა.

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, გუბერნიაში 283 განცხადება შევიდა. აქედან 100 განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იყო, 2 კი საქართველოს პარლამენტიდან.

სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში ადგილზე განხილულ იქნა 109 განცხადება, მხარის მუნიციპალიტეტებში გადაგზავნილია 171 განცხადება, 3 განმცხადებელს აღეძრა შუამდგომლობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინაშე დახმარების თაობაზე. ყველა განმცხადებელს წერილობით ეცნობა პასუხი გატარებული ღონისძიებებისა და შედეგების თაობაზე”, - ვკითხულობთ ანგარიშში.

თუ გასულ წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 25 განცხადება მიიღეს, 2010 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით ორმოცი წერილობითი და სამი ზეპირი მოთხოვნა შევიდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

გასულ წელთან შედარებით, 10-ით მეტი, 173 განცხადებაა შესული ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ ითხოვს საჯარო ინფორმაციას, ანგარიშებიდან ცხადია, რომ განცხადების ხელმომწერები უმეტესად სხვადასხვა დაწესებულება ორგანიზაციები არიან. კვლავ პასიურები არიან მოქალაქეები.

კერძოდ, სასამართლოში შესული 7 განცხადებიდან, მხოლოდ ერთი იყო ფიზიკური პირის მოთხოვნა. საკრებულოს ანგარიშის თანახმად, 43-დან მოქალაქეების იყო 15 განცხადება, ხოლო გამგეობაში შესული 173 განცხადებიდან მხოლოდ 21 მათგანს აწერდა ხელს მოქალაქე. 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უწყებებს დეტალური ანგარიშის წარდგენას ავალდებულებს. თუმცა, ყველა ანგარიშს დეტალური არ ეთქმის. მაგალითად, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარგზავნილი ანგარიში მხოლოდ რამდენიმე ხაზისგან შედგება. მასში მოყვანილია საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შესული განცხადებების რაოდენობა და ნათქვამია, რომ ყველა საჯარო ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადებშია გაცემული. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის არცერთი გადაწყვეტილება არაა მიღებული”.

მიმდინარე წელსსამხრეთის კარიბჭემახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას რამდენჯერმე მიმართა საჯარო ინფორმაციის მისაღებად. პასუხები ხშირად ანგარიშის მსგავსად რამდენიმე ხაზიანი და არაადექვატური იყო. ასეთი იყო მაგალითად, პასუხი წინასაარჩევნოდ შვებუბულებაში გასული ადამიანების ვინაობის შესახებ (2010. მაისი); გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ (2010. სექტემბერი); და სულ, ბოლოს, ტენდერების შესახებ (2010. დეკემბერი). ამ ყველაფრის შესახებსამხრეთის კარიბჭეგასულ ნომრებშიც წერდა.
საინტერესოა, როგორ იქნებოდა განმარტებული ეს პასუხები, ანგარიში დეტალური რომ ყოფილიყო. 

შედარებით დეტალურია სხვა უწყებების ანგარიშები. რაიონული სასამართლოს ანგარიშში დაწვრილებითაა აღწერილი რა ტიპის ინფორმაცია გაიცა, ვინ ითხოვდა აღნიშნულ ინფორმაციას და რატომ არ დაკმაყოფილდა 7-დან ორი მოთხოვნა. ანგარიშიდან ვგებულობთ, რომერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, სასამართლოში ინფორმაციის არ არსებობის გამო. ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა არაუფლებამოსილი პირის მიერ ინფორმაციის მოთხოვნის გამო”.

სასამართლოს ანგარიშში დაწვრილებითაა აღწერილი რა მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ვინ მიიღო გადაწყვეტილება. ასევე დეტალურადაა აღწერლი ის ორი მოთხოვნაც, რომელიც არ დაკმაყოფილდა.

ასეთივე ვრცელია პრეზიდენტის რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ანგარიშიც. სადაც სხვა მონაცემებთან ერთად, გენდერული მონაცემებიცაა დათვლილი.

შემოსული განცხადებებიდან კოლექტიურია - 31, განმეორებითა - 3, ხოლო საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზეა - 2 განცხადება. განცხადების ავტორებიდან ქალია 132, კაცი – 151”, - ვკითხულობთ ანგარიშში. აქვე მოცემულია ისიც, რა უწყებას რა მონაცემები გაეგზავნა; რა საშუალებით გააგზავნეს (მაგ.: ელექტრონული ფოსტით); რა მოცულობის ინფორმაცია იყო (მაგ.: პროფესორ მერაბ ბერიძეს, გადაეცა წიგნის გამოსაცემად საჭირო ინფორმაცია 25 ფურცელი); აღწერილია ისიც, რას ითხოვდნენ კოლექტიური განცხადებების ხელმომწერები. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, თუ რა ტიპის ინფორმაციაზეა მოთხოვნა.

ანგარიშის თანახმად, გაცემულია ძირითადად შემდეგი სახის ინფორმაცია: ახალციხის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის შესახებ, ახალციხს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სტრუქტურის შესახებ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის შესახებ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ასრებული ქონების არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის შესახებ, საკრებულოს თანამშრომელთა ოდენობის, თანამდებობის პირთა შესახებ და საკრებულოს სხდომის ოქმის მასალები”.

სამხრეთის კარიბჭემმსგავსი ანგარიში სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდანაც გამოითხოვა. თუმცა, პროკურატურის წერილი გვამცნობს, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა არ არის უფლებამოსილი საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე წარადგინოს ანგარიში ინფორმაციის მოთხოვნათა დაცვის შესახებ”.

ანგარიშების მიხედვით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნზე უარის თქმის შესახებ არცერთ უწყებაში არცერთი გადაწყვეტილება არაა მიღებული. ყველა საჯარო ინფორმაცია გაცემულია კოდექსით დადგენილ ვადებში. რაც შეეხება, ინფორმაციის გაცემის შედეგად მიღებულ თანხას, ხარჯების ანაზღაურება არცერთ ზემოდასახელებულ უწყებაში არ განხორციელებულა.

ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი

Post a Comment