გართულებების თავიდან ასაცილებლად


 საახალწლო სუფრა, ზედმეტი კვება, ზომაზე მეტი ალკოჰოლი და ამ ყველაფრით გამოწვეული გართულებები.

ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე, საახალწლო სუფრა ყველა ოჯახში სავსეა ტკბილეულით, ხორცეულითა თუ ცომეული საჭმელებით.

მაღალკალორიული და ცხიმიანი საკვების, ასევე დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება კუჭს ტვირთავს და მონელება ფერხდება”, - ამბობს ექიმი თერაპევტი თეა ფერიაშვილი. 
 
მისი თქმით, ნორმალური კვების პირობებში საკვები კუჭსა და ნაწლავებში 24-დან 48 საათზე მეტ ხანს არ უნდა ჩერდებოდეს: თხიერი საკვების მონელება კი 2 საათში უნდა ხდებოდეს. მაგრამ, როცა რეჟიმით არ ვჭამთ და ზომაზე მეტ საკვებს ვღებულობთ, თუნდაც მცირე ულუფებით, კუჭის მჟავიანობა ირღვევა და საკვები უფრო მეტხანს ჩერდება კუჭში”. 

ამან შეიძლება გამოიწვიოს კუჭის ანთება, გასტრიტი, ასევე შესაძლოა მოჰყვეს ეროზიული გართულებებიც მომავალში.

განსაკუთრებით საშიში საახალწლო სუფრაზე, ჩვენ მხარეში პოპულარული სუჯუხი და ბასთურმაა. ეს არის წიწაკითა და სანელებლებით შეზავებული დაუმუშავებული ხორცი, - ამბობს ფერიაშვილი და ამატებს, რომ ამგვარი საკვების მიღებისგან მით უფრო მაშინ უნდა შევიკავოთ თავი, თუ ის საოჯახო პირობებშია მომზადებულითერმულად არ მუშავედება, კუჭს ძალიან ტვირთავს და შესაძლოა კუჭის წყლულითაც დაავადდე”.   

არა ერთ ოჯახში, მით უფრო სოფლებში საახალწლოდ იკვლება ღორი.

ბევრი ღორის ხორცის მიღება, მით უფრო ცხიმიანის, ქოლეცისტიტს იწვევს”, - გვიხსნის ფერიაშვილი.

თითქმის ყველა საახალწლო სუფრაზეა დანიგვზული კონსერვირებული ბადრიჯანი. ფერიაშვილის თქმით, მით უფრო ახალი წლის დღეებში, გადატვირთულ კუჭზე, მისი მიღება არასასურველია: “კონსერვირებულ ბადრიჯანს დაკარგული აქვს კვებითი ღირებულებები, ამდენად ის არც არის ვიტამინიზირებული. ძალიან აღიზიანებს კუჭნაწლავს და იწვევს ბუტულიზმს”.

მისი განმარტებით, დანიგვზული ბადრიჯანი განსაკუთრებით ნაღვლის ბუშტს აღიზიანებს: ვისაც ნაღვლის ბუშტი აწუხებს უნდა მოერიდონ გოზინაყისა და საცივის მირთმევასაც”.  

ფერიაშვილის განმარტებით, არაა რეკომენდირებული კიტრისა და პომიდვრის მირთმევაც: ამ დროისთვის კიტრიცა და პომიდორიც სათბურებში ნიტრატებითა და სასუქებითაა მოყვანილი”.

ახალი წლის დღეებში რთულია აარიდო თავი ალკოჰოლურ სასმელებსაც.

ასეთ შემთხვევაში, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აქვს, დიდია თრომბისა და ინფარქტის რისკი. ეგრეთ წოდებული პახმელიის დროს ვიწროვდება სისხლძარღვები და იზრდება იშემიის ალბათობაც. ზედმეტმა ალკოჰოლმა შეიძლება გამოიწვიოს გასტრიტი და კოლიტიც”, - გვიხსნის ფერიაშვილი.

თუ ახალი წლის დღეებში ვერ ვაკონტროლეთ თავი და კუჭი გადაგვეტვირთა, მონელებაში დასახმარებლად შეიძლება მივიღოთ ფერმენტები: ასეთებია მეზინფორტე და ენზალი. თუმცა, ამ წამლების დალევა ექიმის გარეშე არ არის მიზანშეწონილი. უმჯობესია, თუ მივიღებთ მეტ ბოსტნეულს, ხილს და წვნიანსაც შევაშველებთ”.

ახალი წლის შემდეგ სასურველია მოვაწყოთ განტვირთვის დღეები.

კვირაში ერთი დღე ერთი სახის პროდუქტი უნდა მივიღოთ, მაგალითად იოგურტი, მაწონი, ვაშლი. ან შეიძლება გავაკეთოთ შერეული განტვირთვის დღე - ხაჭო და მაწონი, ან ხაჭოOდა 200 გრამი მოხარშული, მშრალი, საქონლის ხორცი ცხიმის გარეშე”, - გვირჩევს ფერიაშვილი.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

7 comments:

  1. Remarkable! Its in fact remarkable piece of writing, I have got much clear idea on the topic of from this paragraph.


    Here is my website: january party poker bonus code

    ReplyDelete
  2. Fantastic blog you have here but I was curious about if you
    knew of any community forums that cover the same topics talked about in this article?
    I'd really like to be a part of community where I can get responses from other experienced individuals that share the same interest. If you have any suggestions, please let me know. Thank you!

    Also visit my blog post :: party poker bonus code december 2013

    ReplyDelete
  3. It's going to be end of mine day, except before finish I am reading this fantastic piece of writing to improve my know-how.

    Also visit my web blog: march party poker bonus code

    ReplyDelete
  4. We stumbled over here by a different web page and thought I should check things out.
    I like what I see so i am just following you.
    Look forward to going over your web page repeatedly.



    My website party poker bonus code uk

    ReplyDelete
  5. Incredible points. Great arguments. Keep up the
    good spirit.

    Here is my webpage partypoker bonus code 2013

    ReplyDelete
  6. If you are going for best contents like me, just pay a visit this web page everyday for the reason that it gives quality
    contents, thanks

    Also visit my web page; rtg casinos

    ReplyDelete
  7. Good way of explaining, and pleasant post to take data regarding my presentation topic, which i am going to deliver
    in institution of higher education.

    My web site - Rtg casino Bonus Codes

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი