საახალწლო სუფრა


 ახალქალაქის ქართულ და სომხურ ოჯახებში გაშლილი საახალწლო სუფრები ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდება, თუმცა, ამ ოჯახებში ახალი წლის აღნიშვნის თავისებურებები მაინც არის.

ახალქალაქის სომხურენოვან ოჯახებში, ძირითადად,  უამრავი სხვადასხვანაირი კერძითა და სალათით. ამასთან, ყოველი სუფრა ორსომხურ და ქართულ სამზარეულოს აერთიანებს.

გაზეთისამხრეთის კარიბჭეორ ოჯახს ესტუმრა, სომხურსა და ქართულს, რომლებიც ახალ წელს თავიანთი ტრადიციებით აღნიშნავენ.
 ჟამქოჩიანი საახალწლო მზადებას დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე იწყებს, რადგან გასაკეთებელი ბევრი აქვს. მის ოჯახში ექვსი წევრია და დიასახლისის მომზადებული სხვადასხვა კერძი ყველას გემოვნებას ესადაგება. წლევანდელი საახალწლო სუფრა წინა წლის სუფრებისგან მხოლოდ სპეციალურად მისი სიახლისთვის შეძენილი ახალი ჭურჭლით განსხვავდება. კერძები კი იგივე იქნება. დიასახლისი საცივს, ხაჭაპურს, ტოლმას ვაზის ფოთოლში, სამარხვო ტოლმას, ქადას, “ბერაკსა და ფახლავას ამზადებს.   

თამრიკო ნადირაძეც დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე იფარებს წინასაფარს, რადგან უამრავი კერძი აქვს მოსამზადებელი, როგორც სომხური, ისე ქართული სამზარეულოდან. თუმცა ახალქალაქელები ქართულსა და სომხურ სამზარეულოს უკვე აღარც ასხვავებენ. თამრიკო ნადირაძის ოჯახში საახალწლო სუფრაზე იდება საცივი, ფხალეული, გოზინაყი, ტოლმა, ხაჭაპური, ქადა და ფახლავა. ამ ოჯახში სადღესასწაულო სუფრა ტოლმის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ, თანაც ტოლმას ვაზის ფოთოლშიც აკეთებენ და კომბოსტოშიც. თამრიკოს საახალწლო სუფრაზე ფელმუშიც ექნება, რასაც სომხური ოჯახის სადღესასწაულო სუფრაზე ჯერჯერობით ვერ შეხვდებით.

ჟამქოჩიანების ოჯახში ნაძვის ხეს 25 დეკემბერს რთავენ, სათამაშოებსა და განათებას ყოველწლიურად აახლებენ. სახლი იკებანებით ირთვება. თამარა ნათესავებისთვის სუვენირების ყიდვასაც აპირებს, ეს იქნება წლევანდელი წლის ზოდიაქოს გამოსახულებაკურდღელი სტაფილოთი. ჟამქოჩიანების ოჯახში განსაკუთრებულ მნიშვნელობას 2 იანვარს (.. ბედობის დღეს) ანიჭებენ.

ყოველ წელს, 2 იანვარს აუცილებლად ვამზადებტარის (ჩვეულებრივი ორცხობილა, რომელშიც მონეტა იდება). ოჯახის წევრები ორცხობილას ნაჭერ-ნაჭერ ტეხავენ და ინაწილებენ. ვისაც მონეტიანი ნაჭერი შეხვდება, ჩვეულების თანახმად, ამ წელიწადში ოცნებები აუხდება და მომავალი წელი მისთვის ბევრი კარგის მომტანი იქნება”, - ამბობს თამარა ჟამქოჩიანი.

შარშან მონეტა ვაჟიშვილს შეხვდა და მისი თქმით, წელიწადი მართლაც კარგი იყო. ჟამქოჩიანების ოჯახს საახალწლო ნიშნების სჯერა და ამიტომაც მათ ზედმიწევნით დაცვას ცდილობს.

ახალი წლის პირველ დღეს ორივე - სომხური და ქართული ოჯახები მოუთმენლად ელიან პირველ სტუმარს, რადგან მთელი წლის განმავლობაში მათი კეთილდღეობა ამ ადამიანზეა დამოკიდებული. თუმცა ქართულ ოჯახებში პირველ სტუმარს- მეკვლეს განსაკუთრებულად ხვდებიან - ტკბილეულობითა და თხილეულობით სავსე ტომარაზე სვამენ. ხშირად ოჯახი მეკვლეს წინასწარ ირჩევს. ტრადიციულად, ასე აკეთებს თამრიკო ნადირაძის ოჯახიც.

ადამიანმა, ვისაც ავირჩევთ, პირველმა უნდა შემოაღოს ჩვენი სახლის კარი. მეკვლე ყოველთვის ჩემი ბიძაშვილი იყო და ყოველთვის კარგად ყოფნას გვაბედებდა”, - ამბობს თამრიკო ნადირაძე.

ყველა ცდილობს კარგად შეხვდეს ახალ წელს, რათა ის ბედნიერად გაატაროს. დაე, მუდამ ახდეს ორთავესომხური და ქართული ოჯახებისა და ყველა ეროვნების ადამიანთა ოცნებები და მოლოდინები! გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

შუშან შირინიანი, ახალქალაქი 

7 comments:

  1. Aw, this was a very nice post. Spending some time and actual effort to generate a great article… but what can I say… I hesitate a whole
    lot and never manage to get nearly anything done.


    my weblog partypoker bonus code

    ReplyDelete
  2. Touche. Outstanding arguments. Keep up the good effort.


    Here is my blog post ... party poker bonus codes

    ReplyDelete
  3. Asking questions are truly pleasant thing if you
    are not understanding anything entirely, but this paragraph gives nice understanding even.


    Also visit my webpage: Www.Artbreak.Com

    ReplyDelete
  4. Hi there, this weekend is good in favor of me, as this moment i
    am reading this enormous informative article
    here at my residence.

    Feel free to visit my weblog www.omni-chat.com

    ReplyDelete
  5. Thank you for sharing your info. I really appreciate your efforts and I
    am waiting for your further post thank you once again.


    Also visit my web blog http://chictini.com

    ReplyDelete
  6. Nice blog here! Also your website loads up very fast!
    What host are you using? Can I get your affiliate
    link to your host? I wish my website loaded up as fast as yours lol

    Visit my blog post: free no deposit bingo us

    ReplyDelete
  7. I do not drop a leave a response, however after reading some of the responses on "საახალწლო სუფრა".
    I actually do have 2 questions for you if it's allright. Is it only me or do a few of these responses appear like they are coming from brain dead people? :-P And, if you are writing on other places, I would like to follow you. Would you post a list of every one of your shared sites like your linkedin profile, Facebook page or twitter feed?

    Feel free to visit my blog: get free poker money

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი