''სამხრეთის კარიბჭე'' #12(324)

''მოულოდნელი ''გადაბარგება'' - რატომ დარჩება 100 ათასი წიგნი გაურკვეველი ვადით ტომრებში.

''96-ე წელი გენოციდიდან'' - როგორ აღნიშნეს ეს დღე და რას ითხოვენ ეთნიკური სომხები.

''ცეცხლმოკიდებული'' სააღდგომო ბაზარი'' - წინასააღდგომოდ მომატებული ფასები.

''MCG-ს განვლილი და მომავალი ხუთი წელიწადი'' - განვლილის შეფასებები და მომავლის პერსექტივა.

''ძველი მიდგომა - ახალი დავალებები'' - სახელმწიფო ენის სწავლება არაქართულენოვან სკოლებში, ახალი ინიციატივები.

''ბრძოლა ბენეფიციარებისთვის'' - რატომ მოიმატა სამცხე-ჯავახეთში ''იმედი ელ''-ში დაზღვეული მოქალაქეების რიცხვმა. 


''უბინაოდ დარჩენის შიში'' - სანატორიუმ ''ფირუზაში'' მცხოვრებ ოჯახებს გამოსახლება ემუქრებათ.

ეს და სხვა მასალები სამშაბათიდან იხილეთ ბლოგზე!

სამწუხარო მეორე ადგილი


ქალებზე ძალადობის მიხედვით სამცხე-ჯავახეთი რიგით მეორეა


ტრადიციად თუ ჩვევად ქცეული უკანონობა, ან უბრალოდ, ამორალური საქციელი; ქალებზე ძალადობის შემთხვევების რიცხვი; რამდენად ძალადობენ სუსტი სქესის წარმომადგენლებზე სამცხე-ჯავახეთში

თამუნა უჩიძე, ახალციხე

დროულად დანახული პრობლემა


 ბოლო ორი ათეული წლის შემდეგ პირველად რეგიონში არსებული ხიდების მდგომარეობა შეფასდა. საშიში ბუნებირვი მოვლენებისა და კატასტროფების რისკების პრევენციის მიზნით, 70 ხიდი შემოწმდა.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

საკადრო ცვლილება


ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი
გელა დემეტრაძე.
12 აპრილიდან ახალციხის მუნიციპალიტეტს ახალი გამგებელი ჰყავს. დავით ათუნაშვილი გამგებლის პოსტზე გელა დემეტრაძემ შეცვალა.  

თამუნა უჩიძეახალციხე 

მომდევნო ნაბიჯი ხელფასის მოსამატებლად


 10 აპრილს სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა ჩატარდა. რა დავალებების შესრულება მოუწიათ მასწავლებლებს? რა სირთულეები შეექმნათ და რა თანხით გაიზრდება მათი ანაზღაურება გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

მანანა სარაშვილი, ახალციხე

თურქეთის დელეგაცია ახალციხის უნივერსიტეტში

ახალციხის უნივერსიტეტმა ყარსისა და აღრის
 უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმი გააფორმა. 
13-დან 15 აპრილის ჩათვლით ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს საქმიანი ვიზიტით თურქეთის რესუბლიკის აღრის იბრაჰიმ ჩეჩენის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი ირაფან ასლანი და ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი რამი ოზჯანი ესტუმრნენ.

ნინო ნარიმანიშვილიახალციხე

სურსათის უვნებლობა


ჰიგიენის ნორმებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვის აუცილებლობა; სურსათის უვნებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები; საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტისთვის ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების სურვილი.

თამუნა უჩიძე, ახალციხე