“ბორჯომის ბავშვთა პოლიკლინიკას” დაფინანსება შეუმცირეს

გასულ წლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შპსბორჯომის ბავშვთა პოლიკლინიკისექიმებს ხელფასის სახით 220 ლარს უხდიდა, ამჟამად კი პოლიკლინიკას თვეში მხოლოდ 1700 ლარით აფინანსებს.

 ნატალია კოპაძე, ბორჯომი

 შპსბორჯომის ბავშვთა პოლიკლინიკისდირექტორის მზია კორკოტაძის განმარტებით, დაფინანსების მკვეთრი შემცირება პოლიკლინიკაში მომუშავე მედ-პერსონალის უკმაყოფილებას იწვევს. 

,,1700 ლარს გვირიცხავს ჯანდაცვის სამინისტრო და ამით 20 თანამშრომელს ვუხდი ხელფასს. ექიმის ანაზღაურება 100 ლარიც არ გამოდის, არა და ამ ცვლილებამდე ხელფასის სახით ისინი 220 ლარს იღებდნენ. რატომ შეგვიმცირეს დაფინანსება ჩვენთვის გაუგებარია. 1700 ლარი  კომუნალურ გადასახადებშიც არ გვყოფნის”, - ამბობს შპსბორჯომის ბავშვთა პოლიკლინიკისდირექტორი მზია კორკოტაძე.  

 გასულ წელს 5 წლამდე ასაკის ბავშვების ვიზიტი ექიმთან უფასო იყო, ახლა კი 10 ლარი გახდა. ამ თანხიდან 4 ლარს ექიმი იღებს, 1 ლარს ექთანი, დანარჩეენი თანხა კი პოლიკლინიკის კომუნალურ გადასახადებისთვისაა განკუთვნილი.

 “5 წლამდე ბავშვების ვიზიტს ექიმთან ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებდა. წელს ეს დაფინანსებაც შეწყვიტეს ყოველივე ამან კი მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია”, -  ამბობს დირექტორი და აქვე დასძენს, რომ  ბორჯომში შობადობა ნაკლებია, ამიტომ გამოდის, რომ ენთუზიაზმზე მუშაობენ, - ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობელს არ აქვს შესაძლებლობა 10 ლარის გადახდის და ასეთ სიტუაციაში ბავშვს უფასოდ ვუწევთ კონსულტაციას. ცუდ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ეს დროებითია”.

 პოლიკლინიკის მედპერსონალს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაა. მაგრამ მუნიციპალიტეტი მათ დაფინანსებაზე უარს ამბობს.

“ადგილობრივ ხელისუფლებას ვუამბეთ ჩვენი გასაჭირის შესახებ, მაგრამ მათგან ფინანსურ დახმარებაზე უარი მივიღეთ. 2000 ლარი გვჭირდება გათბობისთვის და ამაზეც უარი გვითხრეს, არა და ბავშვთა პოლიკლინიკაში სიცივე დაუშვებელია”, - განმარტავსბორჯომის ბავშთა პოლიკლინიკისდირექტორი. 

რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტის ბრძანებითბორჯომის ბავშვთა პოლიკლინიკისრემონტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხები გამოყო.

 პოლიკლინიკის ზემოთ მედიკოსების კორპუსია, არაერთხელ ჩამოგვივიდა წყალი, გაგვიფუჭდა რემონტი, რომ ვითხოვდით დახმარებას, გვითხრეს, რომ კერძო საკუთრება ხართ და ვერ დაგეხმარებითო”, - ამბობს კორკოტაძე და დასძენს, რომ სამცხე-ჯავახეთში მხოლოდ ბორჯომშია ბავშვთა პოლიკლინიკა და ასეთ სავალალო მდგომარეობაში არ უნდა იყოს. 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი