13 აპრილს, ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე ექვსი მეტრი სიმაღლის წმინდა ნინოს ჯვარი აღმართეს. ჯვარი ივლიტის ღვითისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვარმა მამა იოანემ აკურთხა. მამა იოანემ აღნიშნა, რომ ამ დასახლებაში ჯვარის აღმართვას დიდი ნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ზარზმელის ქუჩაზე სალოცავი არ არის: “წმინდა ნინოს ჯვარს სამლოცველო ნიშა გააჩნია, ქალაქს გადაჰყურებს და მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. ჯვრები თითქმის ყველა ქალაქსა და სოფელშია აღმართული. ეს მიმანიშნებელია, რომ მორწმუნე ხალხი ცხოვრობს”.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი