ოფიციალური გახსნა

8 აპრილს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში საფეხბურთო სკოლა ოფიციალურად გაიხსნა. კალაძის საქველმოქმედო ფონდმა ბავშვებს სავარჯიშო ინვენტარი და მაისურები გადასცა. საფეხბურთო სკოლაში ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ვარჯიში უკვე დაიწყეს

 მანანა სარაშვილი, ახალციხე

 მუსხის საფეხბურთო სკოლა არასამთავრობო ორგანიზაციაჯანსაღი თაობისმხარდაჭერითა და კახა კალაძის საქველმოქმედო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა. 

საფეხბურთო სკოლამუსხის ტურნირისბაზაზე ჩამოყალიბდა, რომელიც 2007 წელს ამავე ორგანიზაციის ინიციატივითა და ფარმაცევტული კომპანიისავერსისფინანსური მხარდაჭერით დაარსდა. 

პროექტის მიზანია, მოსახლეობის გამოცოცხლება, ფეხბურთის განვითარება და ახალგაზრდების ჩართვა ჯანსაღ ცხოვრებაში. 

მუსხის საფეხბურთო ტურნირი მესამე წელია, რაც ჩამოყალიბდა. ამ ხნის განმავლობაში პროექტმა დიდ წარმატებას მიაღწია. ახალგაზრდების დაინტერესებამ გადაგვაწყვეტინა, რომ ჩამოგვეყალიბებინა ახალი საფეხბურთო სკოლა”, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციაჯანსაღი თაობისდირექტორი ირაკლი ქურდაძე. 

პროექტიკალა ფონდმადააფინანსა. 

ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია. ადგილობრივები არ იყვნენ განებივრებული ამგვარი საფეხბურთო სკოლით და ასეთი შესაძლებლობა აქამდე არასოდეს ჰქონიათ”, - ამბობსკალა ფონდისდირექტორი ნესტან ნიჟარაძე. 

საფეხბურთო სკოლაში ჩარიცხვის მსურველთათვის ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ურავლის ხეობის საჯარო სკოლებში აპლიკაციები დაარიგეს.  პროექტის მიხედვით, სკოლაში 50 ბავშვი უნდა მიეღოთ, თუმცა აპლიკაცია 75-მა შეავსო. საუკეთესო 50 ბავშვი ორკვირიანი საცდელი ვარჯიშების შედეგად შეირჩა. სკოლა 16 წლამდე ასაკის ახალგაზრდებით დაკომპლექტდა. 

ფორმებით, ინვენტარით, მსაჯების ეკიპირებით და სხვა საჭირო მატერიალური პირობებითკალა ფონდისაფეხბურთო სკოლას სამი წლის განმავლობაში  უზრუნველყოფს. “შემდეგ, ეტაპობრივად, კიდევ გაუწევთ დახმარებას”.

ირაკლი ქურდაძის განმარტებით, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით  უახლოეს მომავალში მუსხის საფეხბურთო მოედანს რეკონსტუქცია ჩაუტარდება. 

დაგეგმილია სტადიონის მთლიანი რეკონსტუქცია, გაკეთდება სკამები, გასახდელი. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭირო იქნება”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი. 

ახალგაზრდა ფეხბურთელებს ადგილობრივი მაცხოვრებლები, ორი ვეტერანი ფეხბურთელი ავარჯიშებს. უახლოეს მომავალში მათ ფედერაცია მწვრთნელის დონეზე გადაამზადებს, რომლებსაც მწვრთნელის კვალიფიკაცია დაკალა ფონდისგანსტიპენდიის სახით ყოველთვიური ხელფასი მიეცემათ.    

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი