“სამხრეთის კარიბჭე” _ ჩვენი და თქვენი გაზეთი

ამ წელშისამხრეთის კარიბჭისბოლო ნომერი გამოვიდა. ჰო და ვხედავ, რომ ანგარიშის ჩაბარების დრო მოვიდა. ეს პროცესი _ “სამხრეთის კარიბჭისმიერ მკითხველისთვის ანგარიშის ჩაბარება, ერთგვარი ინტიმია.

 მაშ ასე:

 ჩვენ, სამხრეთის კარიბჭის ჟურნალისტებმა, ვნახეთ პირველად და საზოგადოებას გავაცანით ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის ყოველდღიური ცხოვრება და მათი 15-წლიანი უშუქობა.

 ჩვენ მოვიტანეთ თქვენამდე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში, სპასოვკაში მცხოვრები დუხობორების ისტორია.

 ჩვენ, სამხრეთის კარიბჭისჟურნალისტებმა, ვნახეთ და თქვენამდე მოვიტანეთ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში მცხოვრები მარკოიძეების ცხრაშვილიანი ოჯახის ტკივილიანი ცხოვრება და ბავშვების გაუსაძლისი ყოფა.

 ჩვენ განმუხურში პატრიოტთა ბანაკშიც ჩაგიყვანეთ.  

 ჩვენ, სამხრეთის კარიბჭის ჟურნალისტებმა, ყარაბახიც დაგანახეთ ჩვენი თვალით.

 ჩვენ გაზეთით პოლონეთიც დაგათვალიერებინეთ.

 ჩვენ სტრასბურგიდანაც ჩამოგიტანეთ მასალა.

 ჩვენ, სამხრეთის კარიბჭისჟურნალისტებს, სამცხე-ჯავახეთის თითქმის ყველა სოფელი გვაქვს მოვლილი და რეპორტაჟები დაწერილი, რათა მათი ყოველდღიურობა თქვენამდე მოგვეტანა.

 ჩვენ, ჩვენს გაზეთში თქვენი შვილები, დები, ძმები, მამები, დედები, ცოლები, ქმრები, ბებიები და ბაბუები გვყავს რესპონდენტებად.

 ანუ გამოდის, რომ სამხრეთის კარიბჭეთქვენი გაზეთია. და ეს ასეც უნდა იყოს.

 მადლობა თქვენ!

 2009 წელი დამთვრდა. ჩვენს გარდა არავინ იცის რა ფასად დაგვიჯდა ყოველ ორშაბათს გაზეთის თქვენამდე მოტანა.

 ეს იყო ყოველდღიური სიარული საკრებულოში, გამგეობაში, გუბერნიაში, სასამართლოში, პროკურატურაში, გამოკითხვები მოსახლეობასთან, ურთიერთობა სტუდენტებთან, გასვლები სოფლებში...

 იყო ბევრი იმედგაცურება, იყო გაწბილებაც, იყო სიხარულიც, გადაღლაც,  განაწყენებაც, როცა ბოლომდე იხარჯები და მკითხველი ვერ გიფასებს, ვერ გაიგო, რომ მისთვის იწვალე, მისთვის იარე სოფელ დილისკაში, რადგან გინდოდა აქ ახალციხელებს, თუ ბორჯომელებს გაეგოთ როგორ ცხოვრობენ სოფელ თოკში, საიდან ეზიდებიან წყალს და როგორ ულპებათ ტონობით კარტოფილი ბარალეთის მოსახლეობას.

 თუმცა განაწყენების გვერდით გვაქვს უდიდესი მადლიერების გრძნობა იმ რესპონდენტებთან, რომლებიც დამღლელი სამსახურის მიუხედავად მაინც გვიითმობდნენ დიდ დროს და კომენტარების გაკეთებას არ გაურბოდნენ.

 ხუთი წელია რეგიონის ხმა ჩვენი გაზეთიდან ისმის.

 ჩვენც ვცდილობთ!

 გილოცავთ დამდეგ 2010 წელს და ვიმედოვნებთ, ბედიერი წელიწადი გვექნება.

  

2009 წელი -”სამხრეთის კარიბჭე”

როგორ ვმუშაობდით და როგორია ჩვენი პრინციპები

 ჩვენთვის, ანუ ჟურნალისტებისთვის, უფრო ზუსტად კისამხრეთის კარიბჭისრედაქციის თანამშრომლებისთვის, არ არსებობს სამუშაო საათები 9-დან 6-მდე, დასვენება შაბათ-კვირას თუ სხვადასხვა დღესასწაულზე, ქორწილი, დაბადების დღე და დაკრძალვა. ჩვენ არ გვაქვს სქესი, ასაკი, რწმენა, ორიენტაცია, ვერვინ ხედავს ვატარებთ თუ არა ჯვარს...

ჩვენი ყველა დილაც ერთნაირად იწყება, სახლშივტოვებთყველაფერს და სამსახურში გავრბივართ.

 სამსახურამდე რომ ავიდე, სადგურის სკვერს უნდა ჩავუარო. ყოველ გავლაზე ვფიქრობ, რითი ჰგავს ეს ადგილი ნამდვილ სკვერს, შადრევანი დამშრალია, ოღონდ როდის დაშრა არ ვიცი, რადგან არც არასოდეს მინახავს მასში წყალი, იქაურობა ნაგვითაა სავსე, ახალგაზრდა წყვილები სკამების საზურგეებზე სხედან, (ბიჭები საუბრის დროს იფურთხებიან), დედები პატარებს ასეირნებენ, პრეტენზია არავის არაფერზე უჩნდება...

 ჩუმად, მაგრამ თვალებად და სმენადქცეული ვაგრძელებ გზას რედაქციამდე,  სადაც არაერთი ღამე გაგვითენებია გაყინულებს, სველებს თუ მშივრებს. ჩვენც ჯარისკაცები ვართ, ოღონდ ჩვენიფრონტიგვაქვს...

 მთელი წელი ვცდილობდით მოვლენების ეპიცენტრში ვყოფილიყავით. მაშინაც, ოპერატიულობას ვცდილობდით, დედაქალქში აქციები და გამოსვლები რომ იყო. ვცდილობდით შეძლებისდაგვარად მოგვეტანა თქვენამდე ყველა მოსაზრება. ამ ერთი წლის განმავლობაში იყო შიშიც, რისკიც, მუქარაც, წყენაც, გაბრაზებაც და ფიქრიც, ბევრი ფიქრი, რა უფრო ჯობდა... “ჯარისკაცებირომ ვიყავით ეს არასდროს დაგვიწყებია...

 ჩვენი სამუშაო ოთახის ფანჯრიდან საბავშვო ბაღი მოსჩანს. დილით ვუყურებთ როგორ მოჰყავთ მამიკოებს და დედიკოებს შვილები, მთელი დღე ვისმენთ გაბრაზებული მასწავლებლის ხმამღალ ფრაზებს: “დაიბანეთ ხელები!”, “დადექით რიგში!” “ნუ დარბიხართ!” “ნუ ჩამოიქციე საჭმელი!” მერე ისევ იწყება მამიკოების და დედიკოების მოსვლა... პრეტენზია არც აქ უჩნდება არავის...

 მარტინ ნიიმიოლერის ცნობილ გამოთქმა მახსენდება, არც კომუნისტი ვარ, არც ებრაელი, არც პროფკავშირელი და არც კათოლიკე. მაგრამ არ მინდა, ჩემ ქვეყანაშიც ისე მოხდეს, როგორც ნიიმიოლერს და, ზოგადად, გერმანელ ერს მოუვიდა: “შემდეგ მე მომადგნენ... და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო...”  ჰო და ამიტომაც მგონია, ეს რომ არ მოხდეს, არ უნდა გავჩერდე, უნდა განვითარდე, მეც, ჩემს ირგვლივ მყოფებიც, მთლიანად საზოგადოებაც. ძალიან მინდა მოკლე დროში გავაცნობიეროთ, რის შესახებაც გერმანელმა პასტორმა გასულ საუკუნეში გააფრთხილა ადამიანები. ასე მგონია, რომ დღეს ამის გაგება ძალიან გვჭირდება საქართველოში.

 4 დეკემბერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მოვაწერეთ ხელი. ამით   მკითხველთან ერთგულებისა და სანდოობის უსიტყვო პირობა დავდეთ. ალბათ არ ვიქნები სუბიექტური, თუ ვიტყვი, რომ ეს არც გვჭირდებოდა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, როცა ოფიციალურად აწერ ხელს რაღაც პრინციპებზე, პასუხისმგებლობაცოფიციალურადგეკისრება.

 მომავალი წელი გამოცდაა, გამოცდაა თითოეული ჩვენგანისთვის და მთლიანად გაზეთისთვის. მაგრამ ბევრი გეგმები გვაქვს, გეგმებიც და იმედიც, რომ ყოველ ორშაბათს ისევ შემოვაბიჯებთ ყველას ოჯახში.

ნინო ნარიმანიშვილი