”სამხრეთის კარიბჭეს” ვებ-გვერდი აქვს

ძვირფასო მკითხველებო!

ამიერიდან ”სამხრეთის კარიბჭეს” მასალების გაცნობა შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე

პატივისცემით

გაზეთის ადმინისტრაცია 

შეზღუდული ქალაქი


პანდუსი, ადმინისრაციის შენობის უკანა მხარეს.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ქალაქის ინფრასტრუქტურა არაადაპტირებულია. მოსახერხებელი არც ის პანდუსებია, რაც მხოლოდ რამდენიმე შენობასა და ქუჩაზე გაკეთდა.   

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისთვის ახალციხეში არსებულ დაწესებულებებში შესვლა ფაქტობრივად, შეუძლებელია. ქალაქში არსებული მდგომარეობითსამხრეთის კარიბჭეპირველად 2009 წელს დაინტერსდა. მაშინ დავათვალიერეთ თითქმის ყველა საჯარო, კერძო, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებები: ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა, სამხარეო ადმინისტრაცია, საფინანსო და სამედიცინო დაწესებულებები, სკოლები, ახალციხის სასწავლო უნივერსიტეტის ორივე კორპუსი, პროფესიული გადამზადების ცენტრი, სახელმწიფო თეატრი, სამუსიკო სკოლა, სასტუმროები და ყველა ის შენობა, სადაც კანონის თანახმად შშმ პირებს თავისუფლად შესვლა და დამოუკიდებლად გადაადგილება უნდა შეეძლოთ.    

ალტერნატიული საბავშვო ბაღები


სოფლებში ალტერნატიული საბავშვო ბაღები იქმნება; რას გულისხმობს პროექტი, რომლის განხორციელებაც უახლოეს დღეებში დაიწყება;

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში მცხოვრები ლიზი დიასამიძე ოთხი წლის ხდება, თუმცა, ბაღში არ დადის. როცა დედა სამსახურშია, შინ ბებიასთან რჩება და არც იწყენს, ხატვას, ცეკვას, ლექსებს და ზღაპრებს სახლში, ხან ბებია და ხან ბაბუა ასწავლის.

ბავშვი სახლში სასკოლოდ როგორც არ უნდა მოამზადო, მაინც სჭირდება სოციალურ გარემოსთან შეგუება და იმ უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომლებიც სკოლის მერხამდე უნდა ჰქონდეს გათავისებული”, - ამბობს ლიზის დედა თამუნა ყურმაშვილი.

350-კომლიან სოფელში საბავშვო ბაღი ხუთ წელზე მეტია გაუქმდა, შენობა კერძო პირმა შეისყიდა და აქ ბაღი დღემდე არ ფუნქციონირებს.

დასაქმება დასწრებაზე


სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ,,summer.job’’-ზე გამოცხადებული ვაკანტური ადგილები ერთ დღეში შეივსო. პროექტში მონაწილეობა ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღეს, თუმცა დარეგისტრირება ყველამ ვერ მოახერხა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პრეზიდენტის ინიციატივით სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამისთვის რეგისტრაცია 20 მარტს დაიწყო. სტუდენტებს რეგისტრაციის გავლა სპეციალურად ამ პროგრამისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე, ონლაინ რეჟიმში შეეძლოთ. 25 000 სამუშაო ადგილზე 24 965 სტუდენტი პირველივე დღეს დარეგისტრირდა. საქართველოს მასშტაბით სულ 90 000 –მდე სტუდენტია.

დაუნის სინდრომი


21 მარტს მსოფლიომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნა. რა არის დაუნის სინდრომი, რა იწვევს დარღვევას და რა არის საჭირო დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ადრეული განვითარებისთვის.  

ყოველ სამ წუთში, მსოფლიოს მასშტაბით, დაუნის სინდრომის მქონე ერთი ადამიანი იბადება, ყოველ 800 ბავშვში ერთს აღნიშნული დარღვევა აქვს. საქართველოში ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში სხვა პათოლოგიებთან შედარებით, დაუნის სინდომის მქონე ბავშვების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.  

გამკაცრებული სასჯელი


რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური ორიენტაციისა და სხვა დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი მკაცრდება. რამდენად დიდია აღნიშნული მოტივით ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი სამცხე-ჯავახეთში და რას ფიქრობენ კანონის გამკაცრებაზე რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში;

კანონპროექტი უკვე პარლამენტში შევიდა. კანონში შესატანი ცვლილება შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: “დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, შეზღუდული შესაძლებლობების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა დისკრიმინირებელი ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის”.

სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის 54,6 პროცენტი ეთნიკურად სომეხია, 43,4 პროცენტი ეთნიკური ქართველი, 1,1 პროცენტი ეთნიკური რუსი. სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები კი რეგიონის მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლებს შეადგენს.

უსაფრთხოება ხელისმოწერით


ვინ და როგორ აკონტროლებს მუშების უსაფრთხოებას

იუსტიციის სახლი.
 ქალაქში მშენებლობების ბუმია. ერთ-ერთმა ობიექტმა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა კიდეც; რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები მშენებარე ობიექტებზე;

ახალციხეში ამჟამად 10-ზე მეტი ობიექტი შენდება და 1 000-მდე კაცია დასაქმებული. მათ შორის, 600 მხოლოდ რაბათის ციხის მშენებლობაზე.

რაბათში 150 კაცი გვყავს დასაქმებული, ციხის რეაბილიტაციასთან ერთად, მისი მეზობელი, ათონელის ქუჩის რეაბილიტაციასაც ჩვენ ვახორციელებთ”, - ამბობს კომპანიაარტესისმენეჯერი ლაშა ცხვარიაშვილი.

არტესიაშენებს იუსტიციის სახლსაც, სადაც ძლიერი ყინვების გამო, ამ ეტაპზე მხოლოდ 30 ადამიანი მუშაობს. საერთოდ კი მის მიერ დასაქმებულთა რაოდენობა 50-მდე აღწევს. ცხვარიაშვილის განცხადებით, იუსტიციის სახლზეც და რაბათშიც უსაფრთხოების ნორმებს თავად აკონტროლებენ: გვაქვს უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი, რაზეც ყოველ დილა-საღამოს ყველას ხელს ვაწერინებთ”.