დახმარება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკს

 3 ნოემბერს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და კავკასიის დაცული ტერიტორიების ფონდს შორის გაფორმდა გრანტის ხელშეკრულება, რომლის მიზანი ეროვნულ პარკში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკის დირექტორის თომა დეკანოიძის განმარტებით, 3 ნოემბრამდე რამდენიმე დღით ადრე, 29 ოქტომბერს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, საქართველოს ბანკსა და კავკასიის დაცული ტერიტორიების ფონდს შორის ერთობლივ მემორანდუმს მოეწერა ხელი.  

,,მემორანდუმის შედეგად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს გადმოერიცხა 75 ათასი დოლარი. აღნიშნული თანხა მოხმარდება ადმინისტრაციულ ხარჯებს. მემორანდუმის მიზანი ეროვნული პარკის გაძლიერებაა”, - ამბობს თომა დეკანოიძე.

გარდა ამისა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და კავკასიის დაცული ტერიტორიების ფონდს შორის გაფორმებული გრანტის ხელშეკრულების თანახმად, ეროვნულ პარკს 227 ათასი ევრო გადაეცა. აღნიშნული თანხა ორი წლის განმავლობაში ეროვნული პარკის ადმინისტრაციის რეკონსტრიქციას, თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრის ჩამოყალიბებას და ზოგადად, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას მოხმარდება. 

“ტურისტებს შევთავაზებთ უკეთეს სერვისს, ვიდრე დღეს შეგვიძლია შევთავაზოთ. თანხის ნაწილი მოხმარდება ბილიკების რეაბილიტაციას და თავშესაფარების რეკონსტრუქციას”, - განმარტავს დირექტორი.

თომა დეკანოიძის განმარტებით, ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე ვიზიტორთა ცენტრი განთავსდება. შენობაში მისულ ტურისტს არ ექნება შეხება ადმინისტრაციის თანამშრომელთან და მხოლოდ ვიზიტორთა სპეციალისტებს შეხვდება. მათგან ტურისტულ მარშრუტებზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებს. 

ტურისტული სეზონი ეროვნულ პარკში მაისიდან იწყება. წელს, მიუხედავად წვიმიანი ამინდებისა, უფრო ადრე დაიწყო. 

“წელს ტურისტების ნაკადის შემოსვლა ეროვნულ პარკში მარტის ბოლოდან შეიმჩნეოდა. გასულ წელტან შედარებით მათი რაოდენობა 22 პროცენტით გაიზარდა, დაახლოებით 5 ათასამდე ტურისტი გვესტუმრა. რაც შეეხება ტურისტების წარმომავლობას, თუ გასულ წელს 55 პროცენტი უცხოელებზე მოდიოდა, წელს მაჩვენებელი შეიცვალა 57 პროცენტი ქართველი ტურისტი იყო. ანუ, უფრო მეტად განვითარდა შიდა ტურიზმი, რაც მეტად მნიშვნელოვანია ეროვნული პარკისთვის”, - ამბობს დეკანოიძე.

მისივე თქმით, მათგან წასული ტურისტები შემდგომ სხვადასხვა საშულებებეით ავრცელებდნენ ინფორმაციას ზოგადად ქართული ტურიზმის შესახებ: “მაგალითად, რა დიდიებული ბუნებაა საქართველოში და კერძოდ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში”.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 6 რაიონის ბაზაზეა შექმნილი და მისი საერთო ფართობი 85 ჰექტარია. აღნიშნულ ფართობს 49 რეინჯერი და 9 უფროსი რეინჯერი იცავს. გასულ წლებთან შედარებით შემცირდა ხე-ტყის უკანონო ჭრის და ნადირობის მცდელობის ფაქტები როვნული პარკის ტერიტორიაზე. 

,,2008 წელს უკანონოდ 700-800 კუბური მეტრი ხე მოიჭრა ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ხოლო 2009 წელს - 200-300., რაც შეეხება ნადირობის ფაქტებს 20-ჯერ იყო გამოვლენილი და აღიკვეთა”, - ამბობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორი.

2007 წლიდან, რეფორმების შემდგომ, ეროვნულ პარკს დამოუკიდებელი ბიუჯეტი აღარ აქვს. 

“ეროვნული პარკის ცენტრალიზებული ბიუჯეტი აქვს, მაგრამ, ამას ადგილებზე არ გამოუწვევია ისეთი პრობლემა, რომელსაც ეროვნული პარკი ვერ უმკლავდება. თუ რაიმე გვჭირდება, წარვუდგენთ მოთხოვნას დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ის აკმაყოფილებს. არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს, საკმაოდ ორგანიზებულად ხდება ეროვნული პარკის დაცვა და მართვა”, - ამბობს თომა დეკანოიძე.

მისივე განმარტებით, 2008 წელს ეროვნულ პარკში მომუშავე რეინჯერებმა გადამზადების კურსები გაიარეს: “ჩაუტარდათ ტრენინგები უკანონო ქმედებების აღკვეთასთან, ტურისტების მომსახურებასთან დაკავშირებით. ასევე, ამერიკის მთავრობის მიერ შინაგანი დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი ხანძრის მართვაზე. მომზადდა დოკუმენტი, როგორ უნდა მოხდეს ხანძრის მართვა. ამ დროისათვის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას აქვს ხანძრის მართვის მონახაზი და ახლო მომავალში მოხდება მისი დამტკიცება.” 

ნატალია კოპაძე, ბორჯომი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი