საახალწლო სამზადისი ახალციხეში



თამარ თოთაძეახალციხე

 ახალციხის ქუჩებში წინასაახალწლო სამზადისი უკვე დაწყებულია. საახალწლო ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000 ლარი გამოიყო.

2012 წლის დადგომამდე სულ ცოტა დრო რჩება. საახალწლო ნაძვის ხე, წელსაც ქალაქის ცენტრალურ პარკში დადგეს. აღნიშნული ნაძვის ხე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ორი წლის წინ შეიძინა. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და პარკში დამონტაჟებული საახალწლო აქსესუარების უმეტესობა კი ახალია.
 
ძირითადად ქალაქის ცენტრალური ქუჩები მოვრთეთ, თუმცა, აქცენტი მაინც პარკზე გავაკეთეთ, სადაც ნაძვის ხე დავდგით და საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ახალი ნაძვის ხის შესაძენად წელს ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ იყო, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი იური ზარიძე და ამატებს, რომ იმ ქუჩებზე, სადაც წელს გარე განათებები გაკეთდა, საახალწლო აქსესუარებიც დამონტაჟდება: წელს რამდენიმე ქუჩა დაემატა. გარე განათება ყველგან რომც იყოს, ცხადია ყველა ქუჩას ვერ მოვრთავთ, ამისთვის უფრო მეტი თანხები დაგვჭირდება”.

საახალწლო კონცერტი 31 დეკემბერს, საღამოს 11 საათზე დაიწყება. ამისათვის ცენტრალურ პარკში, ფოსტის მიმდებარე ტერიტორიაზე ასაწყობი სცენა დაიდგმება, პარკში შეკრებილი მოსახლეობისთვის ჯგუფებისეიშენიდაფლეშიიმღერებენ. ღამის თორმეტ საათზე კი  ახალციხის უხუცეს მომღერალთა ანსამბლიმრავალჟამიერსშეასრულებს.

ახალ წელს, ტრადიციულად, “მრავალჟამიერითდა ფეიერვერკით შევხვდებით, კონცერტი კი დაახლოებით პირველის ნახევრამდე გაგრძელდება. გვეყოლება სამი თოვლის ბაბუა, რომლებიც ნაძვის ხესთან გამოვლენ და პატარებს საჩუქრებს დაურიგებენ”, - ამბობს ზარიძე.

საახალწლო ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000 ლარი გამოიყო. გასულ წელთან შედარებით თანხა გაორმაგებულია.

აღნიშნული თანხა მხოლოდ ქალაქის მორთვაზე არაა გათვალისწინებული. ამ თანხაში შედის საჩუქრების შეძენაც.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა უმწეოთა სასადილოს 170 ბენეფიციარს ათი ლარის ოდენობის საახალწლო ნობათს გადასცემს. გარდა ამისა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 980 ბავშვს ხუთი ლარის ოდენობის საჩუქრები დაურუგდებათ. ასევე, ხუთი ლარის ოდენობის საჩუქრები დაურიგდებათ მეშვიდე საჯარო სკოლის 37 მოსწავლეს. დაახლოებით 150 საჩუქარს კი, რომელიც ასევე ხუთი ლარის ოდენობისა იქნება, საახალწლო ნაძვის ხესთან შეკრებილ პატარებს თოვლის ბაბუა დაურიგებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქალაქის მორთვასა და საჩუქრების დამზადებაზე ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულები უკვე გამოვლენილია და სამუშაოების შესრულება მიმდინარეობს.

ინდივიდუაპური მეწარმე ირმა შველიძე, საჩუქრების დამზადებასა და შეფუთვას უზრუნველყოფს, რითვისაც დაახლოებით შვიდი ათასი ლარია გათვალისწინებული. ხოლო ქალაქის მორთვა, შპსკეთილმოწყობასდევალა.

საახალწლო განათებები და ნაძვის ხე ქალაქში 15 იანვრამდე დარჩება.

0 коммент.:

Post a Comment

დატოვე კომენტარი