კოდექსი იცავს, ხალხი კი არ სარგებლობს


  აღუნიკ აივაზიანიახალქალაქი

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს მიხეილ კორძახიასსამხრეთის კარიბჭესაქართველოს შრომის კოდექსზე, დაქირავებულთა უფლებების დარღვევებსა და ამ უფლებების დაცვის საკითხებზე ესაუბრა.

- რამდენად იცავს საქართველოს შრომის კოდექსი დასაქმებულთა უფლებებს?

ჩემი აზრით, ახალი კოდექსი, პირველ რიგში, ჩვენი ბიზნესისა და საწარმოების სასარგებლოდაა შექმნილი, კოდექსი შესაძლებლობას იძლევა, საკუთარი ინტერესები ორივე მხარემ თანაბრად დაიცვას.
 
თუ ვინმეს სურვილი აქვს, შრომის კოდექსი მოცემულ სიტუაციაში უფლებების დაცვის საშუალებას გვაძლევს. თუ გვინდა ჩვენი ქვეყანა ინვესტორებისთვის მიმზიდველი იყოს, ბიზნესი სიმძიმეებისგან, საგადასახადო, სახელმწიფო და სხვ. მაქსიმალურად უნდა გავათავისუფლოთ. ჩემი აზრით, ეს კოდექსი ამ ეტაპისთვის ყველაზე შესაფერისია.

- დამსაქმებლების მხრიდან დასაქმებულთა უფლებების დარღვევის შემთხვევები ხომ ძალიან ხშირია?

ასეთი რამ პრაქტიკაში მართლაც არსებობს. ალბათ, ასე ყველა სახელმწიფოში ხდება. ეს დაკავშირებულია ორივე მხარის მენტალობის პრობლემასთან, რადგან ბოროტად გამოყენება კარგი კანონისაც შეიძლება და ცუდისაც. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ერთგვარიწამლისმოძებნაზე, რომ კანონის ბოროტად გამოყენება აღარ ხდებოდეს. ამრიგად, ეს კანონის პრობლემაა არაა. პრობლემას ის წარმოადგენს, რომ დამსაქმებელმა პასუხი კანონის მიხედვით უნდა აგოს და უნდა ესმოდეს, რომ ადამიანების უფლებების შელახვა შეუძლებელია.

- თქვენი აზრით, რატომ პასიურობენ დასაქმებულები, როცა მათი უფლებები ირღვევა?

ბევრმა არ იცის, კანონის მიხედვით რა უფლებები  აქვს. ალბათ პრობლემა უფრო ესაა, ვიდრე რაიმე სხვა. საჭიროა შრომის კოდექსის პოპულარიზება. საქართველოს მოქალაქეების აქტიურობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ ისინი თავად დაფიქრდებიან და სიტუაციიდან გამოსავლის ძიებას თავად დაიწყებენ.

- რატომ პასიურობს ჩვენთან პროფკავშირები

ახალქალაქში პროფკავშირები აქტიური არ არის და ეს ცუდია. პროფკავშირის კარგად მუშაობა დამსაქმებლებს ყოველთვის ერთგვარ ტონუსში ამყოფებს, რადგან მას ყოველთვის შეუძლია დამსაქმებელს საჭირო შენიშვნები მისცეს და იმაზეც მიუთითოს, რასაც ის ვერ ხედავს.

ბოლო ხანებში პროფკავშირების საქმიანობა უკვე საგრძნობია. ისინი განსაკუთრებით აქტიურად დასავლეთ საქართველოში მუშაობენ, რადგან საჭიროება არის და ეს რეგიონის ეკონომიკურ აქტივობაზეცაა დამოკიდებული. იქ მეტი ქარხანა და საწარმოა და საბჭოთა კავშირის პერიოდს თუ შევადარებთ, მათი უმრავლესობა დღეს ცივილიზებულად, დემოკრატიულად მუშაობს.

- იცავენ თუ არა დასაქმებულები თავიანთ უფლებებს სასამართლოში?

მსგავსი ტიპის სარჩელები ბევრი არ არის. სასამართლოს, ძირითადად, პროფკავშირები მიმართავენ. ინდივიდუალური სარჩელები ძალიან ცოტაა.

- რა მეთოდით შეიძლება დასაქმებულების გააქტიურება, რათა მათ საკუთარი უფლებები დაიცვან?

არასამთავრობო და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში აქტიურად უნდა იმუშაონ, რადგან აქ ეთნიკურად არაქართული წარმოშობის ხალხი ცხოვრობს და საჭიროა, რომ მათ საქართველოს მოქალაქეებად იგრძნონ თავი. უმთავრესია, ისინი არ ფიქრობდნენ, რომ აქ არავის სჭირდებიან. პირიქით, ეს ადამიანები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხალხია, ისინი თავს, საკუთარი ეროვნულობის შენარჩუნების პირობებში, საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად უნდა გრძნობდნენ.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი