ახალი წელი, ახალი მშენებლობა


რიმა ღარიბიანიახალქალაქი

2012 წელს ახალქალაქში რკინიგზის ახალი სადგურის მშენებლობა დაიწყება. პროექტმა ეკოლოგიური შემოწმება გაიარა და მთავრობის დამტკიცებას ელოდება.  
ახალქალაქის რკინიგზის ახალი სადგურის პროექტი შპს თბილქალაქპროექტი-სტუდია 3”-მა გააკეთა. პროექტის ანალიზი შპს გამა კონსალტინგმაშეასრულა და ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე პროექტის ზემოქმედების შეფასებაც მას ეკუთვნის.

სამეცნიერო-კვლევითი ფირმის გამასსპეციალისტების ზოგადი შეფასებით, პროექტი ეკოლოგიურ საფრთხეებს არ შეიცავს და ის უარყოფითი ზემოქმედება, რაც მსგავსი პროექტების რეალიზაციისას გარდაუვალია, დასაშვებ ნორმებს არ აღემატება. თუ მთავრობა პროექტს დაამტკიცებს, სადგურის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება.


რკინიგზის სადგურის პროექტს, რომელიც გასულ წელს აზერბაიჯანულმა ორგანიზაციამ შეიმუშავა, ეკოლოგიური შეფასება მიღებული ჰქონდა და ეკოლოგიურ ნორმებს არც ის არღვევდა, თუმცა, მთავრობამ პროექტი არ დაამტკიცა, რადგან ის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში, თურქეთის მოსაზღვრე ტერიტორიებს მოიცავდა და მის ნახაზში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაყოფიერი მიწები ხვდებოდა, ასევე მოსახლეობის კუთვნილი და მათ მიერ არენდით აღებული მიწის ნაკვეთებიც.

ყოფილი სადგურისახალქალაქი-სატვირთოსტერიტორიაზე მიწა დაბინძურებულია სხვადასხვა მარილებით, როგორც ჩანს, იქ ჩატარებული მშენებლობის შედეგად და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის აღარ გამოდგება. სადგურის მშენებლობას კი დაბინძურებული მიწა ხელს არ უშლის”, - ამბობს კომპანიაგამასწარმომადგენელი მარია ოტტენი. თანაც მიწა, რომელზეც ახალი სადგურის მშენებლობა იგეგმება, სახელმწიფოს საკუთრებაა და პრობლემა არც ამასთან დაკავშირებით შეიქმნება.

ახალი პროექტის მიხედვით, სადგური ქალაქ ახალქალაქის სამხრეთ გარეუბანში, ძველი სადგურისახალქალაქი-სატვირთოსადგილას აშენდება. არის კიდევ რამდენიმე ნიუანსი, რაც კარწახის პროექტთან შედარებით ახალ პროექტს გაცილებით მოხერხებულს ხდის. მაგალითად, ახალი პროექტით სადგურის ელექტრომომარაგება მხოლოდ 8-10 კმ.-ით დაშორებული ქვესადგურიდან მოხდება, როცა კარწახის პროექტში ეს მანძილი 35-40 კმ. იყო. ახალქალაქის ახალი სადგური სატრანზიტო ტვირთების გარდა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის განკუთვნილ ტვირთებსაც მოემსახურება, კარწახის პროექტი კი მხოლოდ სატრანზიტო ტვირთების მომსახურებას ითვალისწინებდა.

პროექტის თანახმად, რკინიგზის სადგურიახალქალაქიმოემსახურება მარაბდა-კარწახის მაგისტრალის შემადგენლობებს. აქ მოხდება ვაგონების გადაყვანა ევროპული ლიანდაგიდან (1435 მმ.) არსებულ ლიანდაგზე (1520 მმ.), ასევე, აქ განხორციელდება ტვირთების დასაწყობება და მათი გაგზავნა დანიშნულების ადგილებამდე.

ახალი სადგურის ტერიტორიის სრული ფართობი 147,50 . იქნება, უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე, სოფელ კულალისამდე მანძილი კი 1.2 კმ.
სადგურის მშენებლობა ორ ეტაპად იგეგმება. სამუშაოები 2012 წლის პირველ ნახევარში უნდა დაიწყოს. პირველ ეტაპზე იგეგმება 5 მლნ. ტონა ტვირთის დამუშავება, მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ კი ტვირთბრუნვა წელიწადში 15 მლნ. ტონამდე გაიზრდება. წინასწარი მონაცემებით, ტვირთის 88% მარაბდა-კარწახის, დანარჩენი 12% კი, პირიქითკარწახი-მარაბდის მიმართულებით იმოძრავებს.
  
სადგურის ტერიტორიაზე დაგეგმილია 20 კმ.-მდე სიგრძის სარკინიგზო გზებისა და დაახლოებით 50 ერთეული სხვადასხვა შენობა-ნაგებობის მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოებზე 700-დან 1000 ადამიანამდე დასაქმდება და ისინი ერთ ცვლაში იმუშავებენ. სადგურის ექსპლუატაციისთვის პერსონალის საორიენტაციო რაოდენობა 1500-2500 ადამიანია. სადგური 24 საათის განმავლობაში იმუშავებს და ტვირთებთან დაკავშირებული ოპერაციები სამი ცვლის რეჟიმში შესრულდება.

სადგურის წყალმომარაგებისთვის ახალი წყალსადენის მშენებლობაა დაგეგმილი. წყალსადენი სოფელ დილიფის წყაროების წყლით მომარაგდება. წყაროების მთლიანი დებეტი 2.1-2.3 3/წმ- შეადგენს. ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, წყაროს წყლების ხარისხი საქართველოს ტექნიკური რეგლამენტის სასმელი წყლის მოთხოვნებს შეესაბამება.  

სადგურის შორიახლოს ორი გამწმენდი დანადგარის დადგმაა დაგეგმილი, რომლებიც სადგურის ტერიტორიაზე შემომავალ წვიმის წყალს გაასუფთავებს. პროექტის თანახმად, ჰაერის ხარისხისა და ხმაურის გავრცელების მონიტორინგის ხუთი და წლის ხარისხის მონიტორინგის ორი საკონტროლო წერტილი იქნება.

სამუშაო ძალის ასეთი რაოდენობა, რომელიც ჯერ სადგურის მშენებლობას, შემდეგ კი მის ექსპლუატაციას დაჭირდება, გვაძლევს საბაბს ვივარაუდოთ, რომ ახალქალაქში უმუშევრობის პრობლემა ნაწილობრივ მაინც მოგვარდება. თუმცა კადრებს ამ სამუშაოებისთვის ჯერჯერობით არავინ ამზადებს და მშენებლობის დაწყების მომენტში შეიძლება იგივე სიტუაცია შეიქმნას, რაც თავად რკინიგზის მშენებლობისას იყო, როდესაც კერძო სამშენებლო კომპანიებში ადგილობრივ კადრებზე ამბობდნენ, რომ ეს უკანასკნელნი მათი მშენებლობის სტანდარტებს არ შეეფერებოდნენ.

თუ ახალი წლის დადგომასთან და ახალი მშენებლობის დაწყებასთან ერთად, სადგურის ექსპლუატაციისთვის კადრების მომზადება დაიწყება, მოსაზრება, რომ ახალქალაქში უმუშევრობის პრობლემა ნაწილობრივ მაინც მოგვარდება, შეიძლება გამართლდეს კიდეც.


No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი