ყველა დაუმორჩილებელი ერთად


 მანანა სარაშვილიახალციხე

ძნელადაღსაზრდელი
ბავშვები შესაძლოა სკოლას ჩამოაშორონ. რას ფიქრობენ მშობლები, ფსიქოლოგები და იურისტებიარის თუ არა იზოლირება პრობლემის მოგვარების გზა.

ყველა განსხვავებული, დაუმორჩილებელი, 10-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი ერთად, სპეცსკოლაში, – ამას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი, რომლის პირველი მოსმენა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უკვე გაიმართა

კანონშიზოგადი განათლების შესახებშესაძლოა ცვლილებები შევიდეს. კანონს დაემატება ახალი თავი არასრულწლოვანის გადამისამართებასთან დაკავშირებით.
 კანონპროექტის თანახმად, გადამისამართება განხორციელდება დევიანტური ქცევის მქონე არასრულწლოვანის მიმართ, რომელსაც უკვე შეუსრულდა 10 წელი. იქვე დაკონკრეტებულია, რომ დევიანტური ქცევა ისეთ რთულ ან\და ანტისაზოგადოებრივ ქცევაში გამოიხატება, რომელიც საფრთხეს უქმნის არასრულწლოვნის განვითარებას, მის ან სხვა ადამიანების უსაფრთხოებას, კეთილდღეობას ან მართლწესრიგს”. იმისთვის, რომ არასრულწლოვანი სპეცსკოლაში გადაამისამართონ, იგიარაჯეროვან ქმედებებს 6 თვის განმავლობაში უნდა ავლენდეს”.

თუ მოსწავლე გამოსწორდება, ექვსი თვის მერე იგი ოჯახში დაბრუნდება, თუ არაკიდევ ექვსი თვე დარჩება სპეციალურ დაწესებულებაში.

კანონპროეტის მიხედვით, არასრულწლოვანის მიმართ გადამისამართების ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული მულტიდისციპლინური ჯგუფი, მასში შემავალი ქვეჯგუფების მეშვეობით მიიღებს.

იმ შემთხვევაში თუ ძნელადაღსაზრდელი მოსწავლე წინააღმდეგობას გაუწევს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას, მისი გადაყვანის უფლება უკვე პოლიციელს ექნება. გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი მშობელია, შემდეგ კი სოციალური მუშაკი. გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეს პირები პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდებიან, შემდეგ კი – 1000-1000 ლარით. თუმცა არასრულწლოვანის მშობელს შვილის სკოლა-პანსიონში გადამისამართების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც ექნება.

არასრულწლოვანის სპეციალიზებულ სკოლაში გადაყვანის მოთხოვნის უფლება აქვს როგორც სკოლას და მშობელს, ისე უბნის ინსპექტორს, პროკურორს და სოციალურ მუშაკს.

არ მინდა ჩემი შვილი ისეთი ბავშვების გვერდით იჯდეს, რომელიც მას ქურდობას, თაღლითობას და მსგავს ცუდ საქციელს ასწავლის”, - ამბობს ორი მცირეწლოვანი ბიჭის დედა და ამატებს, რომ ძნელად აღასაზრდელი ბავშვები ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში არ უნდა სწავლობდნენ, მათ განსხვავებული ცხოვრების წესი უნდა ჰქონდეთ: ასეთი ბავშვები ცუდ ზეგავლენას ახდენენ თანატოლებზე”.

ასეთი მოსაზრება ბევრ მშობელს აქვს. მაგრამ, ნაწილი ფიქრობს, რომ ძნელადაღსაზრდელი ბავშვების განცალკევება უშედეგო და მათთვის სახიფათოც იქნება

ფსიქოლოგი გულიკო ბექაური ამბობს, რომ  კანონპროექტს აქვს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარე: ბოლო წლებში ძალიან გახშირდა არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულები, რამაც სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა საგანმანათლებლო სისტემა. ასეთ დროს ხდება ძიება თუ რა მექანიზმებით შეიძლება მოვაგვაროთ ეს პრობლემა. თუკი ბავშვი არის ანტისოციალური ქცევის, თუკი ბავშვი საფრთხეს უქმნის გარეშე პირებს, მაშინ, მე მივესალმები ამ კანონპროექტს”.

მაგრამ, აქვე იმ საფრთხეებზე საუბრობს, რასაც კანონპროექტი შეიცავს.

თუ ბავშვი ერთხელ და ორჯერ ჩაიდენს ცუდ საქციელს და არ დაემორჩილება წესებს, ეს იმას, არ ნიშნავს, რომ ის არის ძნელადაღსაზრდელი”, - ამბობს იგი და ამატებს, რომ ძნელადაღსაზრდელი საკმაოდ სპეციფიური მცნებაა და ზუსტი განსაზღვრება სჭირდება: “ბავშვის შეფასება უნდა მოხდეს მიზანმიმართულად, გააზრებულად, სერიოზული დაკვირვებით და არა ემოციის ხარჯზე. მაგალითად, მასწავლებელს არ მოეწონოს რომელიმე ბავშვის ქცევა და მას ძნელადაღსაზრდელი ბავშვის სტატუსი მიანიჭოს”.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტით გვარდება ერთი და ჩნდება მეორე, უფრო სერიოზული პრობლემა. სკოლა-პანსიონებში და სხვა სკოლებში, სადაც ძნელადაღსაზრდელი ბავშვები იქნებიან, უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, ვიდრე საჯარო სკოლებში: ბავშვების ცალკე იზოლირება სერიოზული პრობლემაა. მოსწავლე, რომელიც გადადის სკოლა-პანსიონში და ხედავს თავისნაირ ბავშვებს, როგორი გამოვა იქიდან?! ამიტომ, იქ იმაზე მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, ვიდრე სკოლაში გადაწყვეტილების მიღების დროს, თუ ვინ არის ძნელადაღსაზრდელი”.    

ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი კანონპროექტის დეტალებს კარგად არ იცნობს. იგი ამბობს, რომ  ძნელადაღსაზრდელი ბავშვების პრობლემა დიდიხნის წინ უნდა დარეგულირებულიყო: ჩემი მოსწავლეობის  პერიოდში მოდური იყო სკოლის გაცდენა; ვინც კარგად სწავლობდა იმ მოსწავლის დაცინვა; თუ რაღაცას გააფუჭებდი და იჩხუბებდი, მაშინ კარგი ბიჭი იყავი; მაგარი ბიჭი იყო ის, ვისაც უკეთესი დანა ან იარაღი ჰქონდა. გარკვეულწილად ახლაც ასეა, ამიტომ ხდება სკოლებში მკვლელობები და სხეულის დაზიანებები. უნდა მოიძებნოს გზა, რომ ეს პრობლება საბოლოოდ აღმოიფხვრას”. 

შესაბამისად, მისთვის იდეა მისაღებია: ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენენ მოზარდზე ის გარემო და თანატოლები, სადაც იზრდება, ანუ, სკოლა პირდაპირ კავშირშია. თანაკლასელისგან სწავლობს რა არის მოდური და რა შემთხვევაში იქნება კარგი ბიჭი”.

ადვოკატის თქმით, ამ შემთხვევაში ირღვევა არა ძნელადაღსაზრდელი ბავშვების, არამედ იმ მოსწავლეების უფლებები, რომლებიც ასეთ ბავშვებთან ერთად სწავლობენ: გასაგებია, რომ ბავშვები თანაბარ პირობებში უნდა სწავლობდნენ, მაგრამ რა ვუყოთ იმ ბავშვების უფლებებს, რომლებსაც სწავლა უნდათ და ხელს უშლიან სხვადასხვა მეთოდებით?”

ფსიქოლოგი კი ბავშვების ასაკზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ამ ასაკის ბავშვების იზოლირება მათ ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედებს: “10-დან 18 წლამდე ბავშვი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, ამიტომ, მათი ასეთ პირობებში გაზრდა კარგი არ იქნება”.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი

Post a Comment