ვიზიტი მდიდარი პრეისტორიით


 ქრისტინა მარაბიანიახალქალაქი
 შედგა სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში და შეწყდა ამ ვიზიტის ირგვლივ ამტყდარი მითქმა-მოთქმაც.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწვევით 29-30 ნოემბერს საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი იმყოფებოდა.
ვიზიტამდე ორი დღით ადრე ორ ქვეყანას შორის მთელი რიგი შეთანხმებები გაფორმდა. საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მიერ ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს სტანდარტიზაციის, მერტოლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის უსაფრთხოების ეროვნულ სამსახურს შორის გაფორმდა სასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეკრულება; ორივე ქვეყნის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; და ბოლოს, საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმდა თანამშრომლობის პროტოკოლი.
სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესა და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია II- შეხვდა.
ამ შეხვედრებამდე პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი თბილისის გმირთა მოედანს ესტუმრა და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
30 ნოემბერს სერჟ სარგსიანი წმინდა ეჩმიაძინის სომხურ ეკლესიას ეწვია, რის შემდეგაც მან ეკლესიის ეზოში დიდი სომეხი ფილანტროპის ალექსანდრე მანთეშოვის ძეგლის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.   
სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს სომხური თემის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთვის საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. მსჯელობა, ძირითადად, საქართველოში სომხური თემის სულიერი, კულტურული და საგანმანათლებლო ცხოვრების ორგანიზაციასა და განვითარებას, თემის სამშობლოსთან კავშირის გამყარებას, ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების საქმიანობის გაუმჯობესებასა და სხვა, მსგავს პრობლემებს შეეხო.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სერჟ სარგსიანმა მიხეილ სააკაშვილთან ერთად, 30 ნოემბერს, ქართულ-სომხური ბიზნეს ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
ვიზიტის პრეისტორია
საქართველოში სერჟ სარგსიანის ვიზიტს ოქტომბრის შუა რიცხვებში ექსპერტთა წრეებსა და მასმედიაში აქტიურად განიხილავდნენ.
ამ ვიზიტზე საუბარი 18 ოქტომბრიდან დაიწყო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის პრეს-მდივანმა მანანა მანჯგალაძემ პრეს-კონფერენციაზე სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ნოემბრის დასაწყისისთვის დანიშნული ვიზიტის შესახებ განაცხადა. სომხური მხარის მიერ ამ განცხადების უპასუხოდ დატოვებამ ჟურნალისტებს საბაბი მისცა ევარაუდათ, რომ მხარეები ერთმანეთზე განაწყენებული იყვნენ და ამიტომ ვიზიტი გადაიდებოდა.
იყო ვარაუდები, რომ ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან სომხეთის ხელისუფლების მისამართით კრიტიკის გამო გადაიდო.
ქართული მასმედიის ვერსიით, ამის საბაბი გახდა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა სომხეთის ხელისუფლების მისამართით, რომელიც ტავუშის ოლქში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოების ორგანიზების თვალსაზრისით თითქოსდა არასაკმარისი სისწრაფით მოქმედებდა”, - წერსახალი ამბები სომხეთი”.
სომხური მხარის ერთადერთმა ოფიციალურმა განცხადებამ სიტუაციას ნათელი ვერ მოფინა. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ნოემბრის პირველ ნახევარში სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ვიზიტი საზღვარგარეთ დაგეგმილი არ არის”, - განაცხადა 21 ოქტომბერს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ტიგრან ბალალიანმა.
მედია ამბობდა, რომ ქართულ-სომხური ურთიერთობა ჩიხში შევიდა და სერიოზული ბარიერები არსებობს. “ვიზიტის გადადებასომხურ-რუსულ ურთიერთობებზე ქართულ-სომხური ურთიერთობის მიერ გავლენის მოხდენის სურვილსაც დაუკავშირდა.
ამასთან ერთად, სომხეთის ლიდერის საქართველოში სტუმრობის საკითხმა ცოტა ხნის წინ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის დავა გამოიწვია. სარგსიანის თბილისში ვიზიტის თარიღი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა უწყებამ გამოაცხადა, მის მოსკოვში ვიზიტის პერიოდს დაემთხვა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სომხეთის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს ამ დროს არ გეგმავს. რის შემდეგაც ადგილობრივ მედიაში გაჩნდა კონსპირაციული ვერსიები დეზინფორმაციის სპეციალურად გავრცელების მიზეზის შესახებ: სააკაშვილის მიმართ რუსი ლიდერების დამოკიდებულების გათვალისწინებით, საქართველომ თითქოსდა სარგსიანის მოსკოვში ვიზიტი ეჭვქვეშ დააყენა სომხურ-რუსული კავშირების გაუარესებისთვის, რაც გრძელვადიან მიზნად რეგიონში საქართველოს მფარველის აშშ-ის პოზიციის გამყარებას ისახავდა”, - გადმოსცემსიზვესტია”.
თუმცა, სერჟ სარგსიანის მოსკოვში ვიზიტი თბილისში ვიზიტის თარიღს, როგორციზვესტიაწერდა, არ დაემთხვა.
მითქმა-მოთქმა შემცირდა ერევანში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ვიზიტის შემდეგ, როდესაც მან განაცხადა, რომ სომხეთის პრეზიდენტი საქათველოში ნოემბრის ბოლოს ჩამოვიდოდა. ამ სტუმრობის შემდეგ კიწყენისადამესამე ქვეყნისთემები დავიწყებას მიეცა.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი