ქაოსი ახალქალაქის საავადმყოფოში


ქრისტინა მარაბიანიახალქალაქი

ახალქალაქის საავადმყოფოში კადრების
გათავისუფლებას მათ საპენსიო ასაკს უკავშირებენ.
ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში ქირურგიისა და გინეკოლოგიის განყოფილებების, პოლიკლინიკისა და მისაღების რემონტი მიმდინარეობს. კეთილმოწყობის პარალელურად, საავადმყოფოში 24 თანამშრომელი შეამცირეს.

ახალქალაქის საავადმყოფოში სრული ქაოსია, რადგან სარემონტო სამუშაოები რამდენიმე განყოფილებაში ერთდროულად დაიწყო. თუმცა საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ეს პროცესი მალე დამთავრდება და პაციენტები კეთილმოწყობილ, ბუნებრივი აირით გამთბარ განყოფილებებში მივლენ. რემონტის დასრულება სიცივეების დადგომამდეა დაგეგმილი.

მთავარი ექიმი არ ადასტურებს მოსაზრებას, თითქოს საავადმყოფო კერძო პირმა შეიძინა. დაფინანსების წყაროზე მეტად მთავარ ექიმს რემონტის შედეგი აინტერესებს.

დაფინანსება ჰუმანიტარული წყაროებიდან მოდის. ვიცი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გვაფინანსებს. კონკრეტულად ვინ, ეს ჩემთვის ცნობილი არ არის. ყველა ნაბიჯს თბილისი, ცენტრი აკონტროლებს. ჩვენ მხოლოდ სარემონტო სამუშაოების ხარისხიანად შესრულებას ვადევნებთ თვალს”, - ამბობს ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი ალექსანდრე ენოქიანი.

რემონტი მხოლოდ ინფექციურ განყოფილებას არ შეეხო, რომლის ბედიც დღემდე გაურკვეველი რჩება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ საავადმყოფოს ჯარიმა დაეკისრა, რადგან ინფექციური განყოფილება სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. განყოფილება დახურვის პირას იყო, რადგან მდგომარეობის გამოსწორება ტერიტორიული და ფინანსური სახსრების უკმარისობის გამო არ ხერხდებოდა.

ინფექციურ განყოფილებასთან დაკავშირებული საკითხი ჯერჯერობით გარკვეული არ არის. ჯარიმა ჯერ არ ყოფილა. ჩვენთან ჩამოსული ჯანდაცვის მინისტრი და მისი პირველი მოადგილე დაგვპირდნენ, რომ არ დაგვაჯარიმებდნენ. ინფექციური განყოფილება მუშაობას აგრძელებს, მაგრამ მომავალში რა იქნება, ვერ გეტყვით. ეს განყოფილება, ფაქტობრივად, გათბობის სისტემის გარეთ რჩება”, - ამბობს ალექსანდრე ენოქიანი.

ინფექციური განყოფილება ჯერჯერობით არ დახურულა, თუმცა, სექტემბერში საავადმყოფოდან 24 თანამშრომელი გაათავისუფლეს. შემცირებაში, ძირითადად, მედდები და ტექნიკური პერსონალი მოხვდა. ალექსანდრე ენოქიანის თქმით, გათავისუფლების მიზეზი იმ თანამშრომელთა საპენსიო ასაკი იყო, ვისაც 2011 წლის სექტემბერში კონტრაქტის ვადა ამოეწურა.

ძალიან ბევრნი იყვნენ, ზედმეტი მედდები გვყავდნენ, მათთვის კი ღირსეული ხელფასები უნდა გადაგვეხადა. ამიტომაც საპენსიო ასაკს, დაახლოებით, 61-62, 74-75 წელს მიღწეულთა გათავისუფლება დავიწყეთ”, - ამბობს საავადმყოფოს მთავარი ექიმი.

გამოცდილი მედდების სამსახურიდან გათავისუფლებით უკმაყოფილო დარჩა ზოგი ექიმი და რასაკვირველია, თავად მედდები. ექიმებს არ მოსწონთ, რომ გამოცდილი მედდების ადგილზე ახალგაზრდა, გამოუცდელმა კადრებმა უნდა იმუშაონ. გათავისუფლებულთა შორის აღმოჩნდა ქირურგიის განყოფილების ოპერატიული მედდა, რომლის შემცვლელიც ჯერჯერობით არ მოუძებნიათ. თუმცა განყოფილებაში მედდების მომზადება უკვე დაიწყო.

რასაკვირველია, თუ ადამიანი მთელი ცხოვრება მუშაობს, დიდ გამოცდილებას აგროვებს. ჩვენ შესანიშნავი ახალგაზრდა სპეციალისტები გვყავს”, - ამბობს ალექსანდრე ენოქიანი.

თუმცა საავადმყოფოში, საიდანაც საპენსიო ასაკის თანამშრომლები გაათავისუფლეს, ექიმების 60 პროცენტიც ამავე ასაკისაა. მთავარი ექიმის თქმით, ისინი ახალგაზრდა ექიმების, სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების ნაკლებობას განიცდიან.

ისინიც რომ გავათავისუფლოთ, რა უნდა ვქნათ? ვინ იმუშავებს? ჩვენ ყველანი პენსიაზე გავალთ და ყველამ ადგილები სხვას უნდა დავუთმოთ. კადრებს ვამზადებთ. შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ. ქირურგების მწვავე უკმარისობა გვაქვს, - ამბობს ალექსანდრე ენოქიანი.

7 comments:

  1. If you are going for most excellent contents like myself, simply go to see this site
    every day because it gives feature contents, thanks
    Also visit my web site ... 10% home depot Coupons 2013

    ReplyDelete
  2. Please let me know if you're looking for a article author for your weblog. You have some really great posts and I feel I would be a good asset. If you ever want to take some of the load off, I'd absolutely love to write
    some articles for your blog in exchange for a link back
    to mine. Please blast me an e-mail if interested. Regards!


    My blog; playtech casinos

    ReplyDelete
  3. Wow, marvelous blog layout! How long have you been blogging for?
    you make blogging look easy. The overall look of
    your web site is fantastic, let alone the content!



    Here is my weblog: http://www.skidelskyr.com/member/73903

    ReplyDelete
  4. Hey this is kind of of off topic but I was wondering if blogs use WYSIWYG editors or if you have to manually code with HTML.
    I'm starting a blog soon but have no coding experience so I wanted to get guidance from someone with experience. Any help would be greatly appreciated!

    My homepage ... thecomet.com

    ReplyDelete
  5. I do not even know the way I stopped up right here, however I believed this publish used to
    be good. I do not recognise who you are however definitely you're going to a well-known blogger should you are not already. Cheers!

    Visit my web page; partypoker bonus Codes

    ReplyDelete
  6. Thanks for finally writing about > "ქაოსი ახალქალაქის საავადმყოფოში" < Loved it!

    My website - 2013 Party Poker Bonus Code

    ReplyDelete
  7. vă mulțumesc foarte informații interesante au fost prezentate cu succes Salutări

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი