“მესხეთი” ბრძოლას თავიდან იწყებს


თამუნა უჩიძეახალციხე
უსახსრობა
თუ სუსტი საფეხბურთო გუნდი; დაკარგული უმაღლესი ლიგა და მეორე მცდელობა პირველ ლიგაში; ახლად შეკრებილიმესხეთი”; შედეგები და სამომავლო გეგმები;
ერთწლიანი პაუზის შემდეგ ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბიმესხეთიდაბრუნდა. საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში გუნდს სამი შეხვედრა უკვე ჰქონდა. პირველი გასვლითი თამაში ახალციხელებმა სამტრედიასთან 2:0 მოიგეს. მეორედ ხობში ითამაშეს და შეხვედრა მასპინძლების სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0, დასრულდა. მესამედმესხეთი” “ჭიათურასსახლში ეთამაშა და აქაც დამარცხდა.

უმაღლეს ლიგაში გადასვლის შანსი 50-50-ზე გვაქვს. ჯერ არაფერი დაგვიკარგავს. ახლა ჩვენი მთავარი მიზანი, პირველ ლიგაში ლიდერებს შორის ადგილის შენარჩუნებაა”, - აცხადებსმესხეთისმწვრთნელი პაატა გოგოლაძე.
ახლად შეკრებილი გუნდი ძირითადად ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდა. 17-კაციდან უმრავლესობა ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებიდანაა. მათ შორის მოწვეული მხოლოდ ოთხია.

პირველად 15 ივლისს შევიკრიბეთ. სამი ფეხბურთელი გორიდან მაშინვე დავიმატეთ, შემდეგ ერთი კიდევ ჩამოვიყვანეთ - ამბობს გოგოლაძე და ამატებს, რომ გუნდის უმრავლესობა ძველი ფეხბურთელებისგან შედგება - მათი ნაწილი სხვა გუნდებში თამაშობდა, მაგრამ დაბრუნდა”.
მესხეთიახალციხელი ბიზნესმენის ნიკა სარჯველაძის ფინანსური მხარდაჭერით აღდგა. ნიკას მამა, ასევე ბიზნესმენი ნუგზარ სარჯველაძე გუნდს გასულ წლებშიც აფინანსებდა.

პატრიოტი ადამიანია. ყველანაირად გვერდში გვიდგას. გვაქვს ბურთები, ბუცები, სპორტულები, ფორმები. თავად ფარავენ გორიდან ჩამოსული ფეხბურთელების კვებისა და ბინის ხარჯებს. არ გვექმნება პრობლემა გასვლით თამაშებზე”, - გვიამბობს გოგოლაძე.
ნიკა სარჯველაძის ფინანსური მხარდაჭერით აღდგა განადგურებული მინდვრის საფარიც ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე: რაც შეეხება გასახდელებსა და სხვა ინფრასტრუქტურას სტადიონზე, ჯერ-ჯერობით მოთხოვნებს აკმაყოფილებს. თუ უმაღლეს ლიგაში გადავალთ, სკამებს შევარემონტებთ”.

მესხეთიუმაღლეს ლიგას 2009 წლის მაისში გამოეთიშა.

მაშინ მწვრთნელი არ ვიყავი, მაგრამ რამდენადაც ვიცი გუნდმა თამაშის გაგრძელება იმიტომ ვერ შეძლო, რომ  ფედერაციაში თამაშისათვის საჭირო თანხა ვერ გადარიცხა”, - გვიამბობს გოგოლაძე.

ფეხბურთელების უხელფასობაზე, კვებისა და აბანოს გამო აღებულ ვალებზე ესაუბრა მაშინსამხრეთის კარიბჭესგუნდის ყოფილი პრეზიდენტი გია მესხელი, რომელმაცმესხეთისწორედ ფინანსური პრობლემების გამო დატოვა. მესხელი აცხადებდა, რომ იმჟამად გუნდისათვის სპონსორის მოძებნა ვერ მოხერხდა და გუნდის მდგომარეობაც ფინანსური შესაძლებლობების შესაფერისი დარჩა: “ნაყიდი ფეხბურთელები, ვინც ნორმალური იყო, ყველა სადღაც გადავიდა. მხოლოდ ისაა გუნდში, ვისაც არსად წასასვლელი აქვს” (18 მაისი 2009 . #16 (240)).

გუნდში არსებულ ფინანსურ პრობლემებს კატეგორიულად უარყოფს ნუგზარ სარჯველაძე: მაშინ მე ვეხმარებოდი გუნდს. ვერ ითამაშეს, დააქვეითეს და გამოაგდეს, არანაირი ფინანსური პრობლემა არ ყოფილა”.

გუნდის მეკარე გელა ძამუნაშვილიმესხეთშიექვსი წელია თამაშობს. მისი თქმით, გუნდს ფინანსური პრობლემები ჰქონდა:ცუდი თამაშის გამო არ გამოვარდნილვართ”.

უმაღლესი ლიგიდან გათიშვის შემდეგ გუნდმა ასპარეზობა კვლავ პირველ ლიგაში დაიწყო. 2009 წლის აგვისტოში გუნდი ნიკა სარჯველაძემ იყიდა, თუმცა, “მესხეთმაამჯერადაც ცოტახნით, მხოლოდ ერთი წელი იარსება. ერთწლიანი პაუზის შემდეგ კლუბს სათავეში კვლავ ნიკა სარჯველაძე ჩაუდგა. მისი განმარტებით, გუნდს ამჟამად სამწლიანი გეგმა აქვს შემუშავებული და ის ბავშვთა ფეხბურთის განვითარებასაც გულისხმობს.
გუნდის უმაღლეს ლიგაში თამაშისათვის პატარების ფეხბურთის განვითარების აუცილებლობაზე გოგოლაძეც საუბრობს: ოთხი-ხუთი გუნდი მაინც უნდა იყოს პატარების, რომ ნელ-ნელა შემოემატნონ, თორემ წინ წასვლა გაგვიჭირდება. ახლა მხოლოდ ოთხი ახალგაზრდა გაყვს გუნდში, ერთი  ფეხბურთელის მოწვევას რუსთავიდან ვაპირებთ”.

სარჯველაძე იმედოვნებს, რომ თუ გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავა, შესაძლოა უცხოელი სპონსორიც გამოუჩნდეს. რაც შეეხება, ადგილობრივი თვიმმართველობიდანმესხეთისფინანსურ მხარდაჭრას, ბოლოს, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2009 წლის ბიუჯეტიდან 120 000 ლარი გამოიყო.

წლევანდელ ბიუჯეტში ყველა თეთრი მუხლობრივადაა გაწერილი. საშუალებაც რომ იყოს, მის დაფინანასებას იურიდიულ ჩარჩოებში ვერ მოვაქცევთ. თუ კეთილი ნება იქნება, შეიძლება ერთჯერადად, მაგალითად მგზავრობის ხარჯი დავუფაროთ, - აცხადებს ახალცხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსი გაგა ივანიძე და ამატებს, რომ  ადგილობრივ თვითმმართველობას სახსრები, არც სტადიონის სარემონტოდ აქვს - ეს ძვირადღირებული სიამოვნებაა, თან სტადიონი ეკონომიკის სამინისროს ბალანსზეა და მისი გარემონტება მხოლოდ თანადაფინანსებით შეიძლება შვძლოთ”.
ამჟამად გუნდი, 20 სექტემბრისთვის ტყიბულში სათამაშოდ ემზადება, 25-ში კიბათუმსშეხვდება. რა შედეგებით დასრულდებამესხეთისასპარეზობა პირველ ლიგაში მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომმესხეთსუმაღლეს ლიგაში გადასვლის შემთხვევაში, შესაფერისი მინდვრის საფარი და ინფრასტრუქტურა ექნება.

7 comments:

  1. I would like to thank you for the efforts you have put in penning this site.
    I'm hoping to view the same high-grade blog posts from you in the future as well. In fact, your creative writing abilities has encouraged me to get my very own blog now ;)

    Also visit my blog post ... party poker bonus code existing players

    ReplyDelete
  2. It's amazing designed for me to have a web page, which is beneficial in favor of my know-how. thanks admin

    Have a look at my page ... http://Auckland.Triathlon.Org/

    ReplyDelete
  3. Heya i'm for the first time here. I came across this board and I find It really useful & it helped me out much. I hope to give something back and aid others like you aided me.

    My web site :: http://www.eaglerocks.com

    ReplyDelete
  4. It's difficult to find well-informed people on this subject, but you seem like you know what you're talking about!

    Thanks

    my blog post ... january party poker bonus code

    ReplyDelete
  5. Hi my loved one! I wish to say that this article is awesome, nice written and come with almost all significant infos.

    I would like to peer extra posts like this .


    Also visit my homepage party poker bonus code registration

    ReplyDelete
  6. It's actually a nice and helpful piece of info. I'm glad that you just
    shared this useful info with us. Please stay us up to date like this.
    Thank you for sharing.

    my page :: 1up.com

    ReplyDelete
  7. Howdy very cool web site!! Man .. Excellent .. Wonderful
    .. I will bookmark your site and take the feeds also?
    I'm satisfied to seek out a lot of useful info here within the submit, we'd like develop more strategies in this regard, thanks for sharing.
    . . . . .

    Also visit my website - Http://gateclub.Net/

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი