ნაადრევი ქორწინება - სამედიცინო თვალსაზრისი


შუშან შირინიანიახალქალაქი
ახალქალაქის
მუნიციპალიტეტში ადრეული ქორწინებები ძალიან ხშირია. “სამხრეთის კარიბჭეშეეცადა გაერკვია, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ფაქტმა ქალის ჯანმრთელობაზე და რითია განპირობებული აღნიშნული კუთხით ახალგაზრდობის პრობლემები.

ადრეული ქორწინების ტენდენციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ხანგრძლივი ისტორია აქვს, ეს უკვე ტრადიციადაც არის ჩამოყალიბებული. თუ გოგონა სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელებას არ აპირებს, მას სკოლის დამთავრებისთანავე და ხანდახან უფროს კლასშივე აუცილებლად ათხოვებენ. თუმცა თუ ადრე ეს ტენდენცია ძირითადად მხოლოდ სოფლებში შეინიშნებოდა, დღეს ადრეული ქორწინებები ქალაქ ახალქალაქშიც გახშირდა. ექიმები ამ მიმართულებით ზუსტ სტატისტიკას არ აწარმოებენ, თუმცა, აღნიშნულ ფაქტს მაინც ადასტურებენ.
ადრეული ქორწინება გარკვეული დროის შემდეგ ბევრ პრობლემას იწვევს. ფიზიოლოგიური თვალსაზრისით ადრეული ქორწინება ქალების ორგანიზმზე ტოვებს კვალს, რომელიც მათ ჯანმრთელობის პრობლემებს დაახლოებით 20 წლის შემდეგ უქმნის. ადრეული ფეხმძიმობა და მშობიარობა ქალის ორგანიზმისთვის ძალიან დიდი ტრავმაა. სამედიცინო სტანდარტით, ქორწინების ნორმალური ასაკი, როცა ქალი მშობიარობისთვის უკვე მზადაა, 20-23 წელია. ამ ასაკში ქალი პიროვნულად და ფიზიოლოგიურადაც ჩამოყალიბებულია.

ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში ქალთა კონსულტაციის განყოფილებას 15-16 წლის ასაკიდან მიმართავენ, თუმცა, მუნიციპალიტეტში გოგონების გათხოვების საშუალო ასაკი 18-21 წელია. ქალთა კონსულტაციის ექიმი, გინეკოლოგი ასია გულიევა ადრეული ქორწინების სიხშირის მიზეზად ახალგაზრდობის დაუსაქმებლობას მიიჩნევს.

ახალგაზრდობა არაფრითაა დაკავებული, უმაღლეს განათლებას არ იღებს და შესაბამისად, ვერაფერს ხედავს. ქალაქის მოსახლეობაზე არ ვსაუბრობ, სოფელში მცხოვრებლებზე ვამბობ, სოფლებში რომ გაიარო, სრულიად კატასტროფულ მდგომარეობას წააწყდები. ადრეული სქესობრივი ცხოვრება და მშობიარობა ქალისთვის იმხელა სტრესია, რომ შემდეგ იმედგაცრუებული რჩება და ხშირად მეორე შვილის გაჩენისაც ეშინია. როდესაც ქალი ფსიქოლოგიურად მზად არ არის, მისთვის მთელი ეს პროცესები მძიმე და საშინელია”, - ამბობს ახალქალქის რაიონული საავადმყოფოს ექიმი ასია გულიევა.

ადრეული ქორწინების კიდევ ერთი მიზეზი ახალგაზრდობაში ინფორმაციის სიმწირეა, რაც მათ კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე თავად ნაადრევი ქორწინების ფაქტი.

მედიკოსების მოსაზრებით, არაინფორმირებულობის შედეგია, რომ ქალები თხოვდებიან და რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე; მამაკაცებსაც უჭირთ, რადგან ოჯახური ცხოვრების შესახებ მათაც ცოტა იციან. ინტერნეტიდან და ტელევიზიიდან მიღებული უამრავი ცნობა გონივრულ ინფორმაციად არ გამოდგება, ახალგაზრდებს დამახინჯებულ წარმოდგენებს უქმნის.  

ასია გულიევას აზრით, ინფორმაციის მიღების საშუალებების სიმრავლის მიუხედავად, ახალგაზრდებს ის მაინც აკლია და მსგავსი ინფორმაცია ბავშვებმა მშობლებისგან, მასწავლებლებისგან და ექიმებისგან უნდა მიიღონ.

სკოლის პროგრამიდან ოჯახური ცხოვრების ფსიქოლოგიისა და ჰიგიენის გაკვეთილები რატომღაც ამოიღეს. თავის დროს, ჩვენ ეს ყველაფერი გავიარეთ, დღეს კი სამედიცინო-ინფორმაციული განათლება ნულოვან დონეზეა. ეს მინიმალურ ხარჯებს საჭიროებს, სამაგიეროდ კი ახალგაზრდობას სკოლის შემდეგ ძალიან გამოადგებოდა”, - ამბობს ქალთა კონსულტაციის გინეკოლოგი ასია გულიევა.

ექიმის აზრით, სხვადასხვა სქესობრივი ინფექციის გავრცელების საკითხი ასეთი მწვავე სწორედ ინფორმაციის უკმარისობის გამოა. ასია გულიევას შეფასებით, მუნიციპალიტეტში ინფექციების გავრცელება სამედიცინო სფეროს ყველაზე აქტუალური პრობლემაა. წესიერი გოგონებიც კი შეიძლება სერიოზული სქესობრივი ინფექციებით დაავადდნენ.

ახალგაზრდული ბანკის დაფინანსებული პროექტისშეინარჩუნე ახალგაზრდობა და ჯანმრთელობაფარგლებში ჩატარებული ტესტის შედეგებით, ახალგაზრდობის უმრავლესობას სქესობრივი ცხოვრებისა და ნაადრევი ქორწინების პრობლემების შესახებ ელემენტარული ინფორმაციაც არ აქვს. ტესტები ანონიმური იყო და ქალისა და მამაკაცის სასქესო სისტემის აგებულების, კონტრაცეფციის, ინფექციებისა და დაავადებების და მსგავსი საკითხების შესახებ დასმული 17 კითხვისგან შედგებოდა. ტექსტი დაახლოებით 25-მა გოგონამ და ქალბატონმა შეავსო.

GFSIS (ეროვნული და საერთაშორისო კვლევების ქართული ფონდი) ახალქალაქის ოფისში 16-დან 21 წლამდე გოგონებისთვისნაადრევი ქორწინების პრობლემებისშესახებ ორდღიანი ტრენინგიც ჩატარდა. მუნიციპალიტეტში მსგავსი ღონისძიება ჯერჯერობით მხოლოდ ერთადერთხელ გაიმართა.

ტრენინგის მონაწილეები აღიარებენ, რომ ამ სფეროში მცირედ ინფორმირებული არიან და ძირითად მიზეზად სიმორცხვეს ასახელებენ.

17 წლის შუშანიკ გოგორიანმა ტრენინგზე ბევრი ახალი რამ შეიტყო. “ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის უმეტესი ნაწილი ჩემთვის სიახლე იყო, რადგან დედისთვის რაიმეს კითხვის მრცხვენია”, - ამბობს გოგონა.

ჩვენს საზოგადოებაში ამ თემას თითქოს ტაბუ ადევს, რაც აღზრდის არასწორი გზის არჩევას განაპირობებს და საბოლოო შედეგი ცხოვრებაში ყველაზე სერიოზული პრობლემების გაჩენაა.

4 comments:

  1. This design is spectacular! You most certainly know how to keep a reader amused.
    Between your wit and your videos, I was almost moved to start my
    own blog (well, almost...HaHa!) Fantastic job.
    I really enjoyed what you had to say, and more than that, how you presented
    it. Too cool!

    Feel free to visit my blog post playtech casino
    Also see my site :: http://www.clutterfreecoding.Com

    ReplyDelete
  2. Greetings from Ohio! I'm bored to tears at work so I decided to browse your website on my iphone during lunch break. I enjoy the knowledge you provide here and can't wait to take a look when I get
    home. I'm surprised at how quick your blog loaded on my phone .. I'm not even using WIFI, just 3G .
    . Anyways, fantastic site!

    Also visit my page Party Poker Bonus Codes

    ReplyDelete
  3. This is a topic that's close to my heart... Best wishes! Where are your contact details though?

    my web blog ... http://www.purevolume.com

    ReplyDelete
  4. I like the valuable information you provide in your articles.
    I'll bookmark your blog and check again here regularly. I'm quite sure I'll learn a lot of new stuff right here! Good luck for the next!

    Here is my blog post January Party Poker Bonus Code

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი