ხმაურიანი გათავისუფლება


თამუნა უჩიძეახალციხე
ქსენოფობიური გამონათქვამები, კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი თუ კრიზისი შემოქმედებით საქმიანობაში; რატომ გაათავისუფლეს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა; რას ფიქრობს ხალხი.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას მიერ 9 აგვისტოს გაცემული ბრძანების საფუძველზე, 15 აგვისტოს რობერტ სტურუა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატავრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დაითხოვეს. მინისტრის განცხადებით, სტურუა ქსენოფობიური განცხადებების გამო გაათავისუფლეს. მან მიხეილ სააკაშვილი ეთნიკურად სომეხად მოიხსენია და აღნიშნა, რომ საქართველო ეთნიკურად არაქართველი პრეზიდენტის მისაღებად მზად არ არის.


რეჟისორმა ხელისუფლებასაქინფორმთანმიცემულ ინტერვიუშიც გააკრიტიკა: “ბათუმში გახლდით. თქვენ გგონიათ ეს გზები გაკეთებულია? აღმოჩნდა, რომ უკვე გაფუჭებულია ყველაფერი... უგემოვნობის გარდა, არაფერია გაკეთებული. ბათუმითურქულ ჩეჩმუსადგადააქციეს”.

სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრებები, რომ მან, როგორც რეჟისორმა შემოქმედებით საქმიანობაში თავი ამოწურა: “სტურუა მეორდება”.

ახალციხელი მაყურებელი, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართული ეროვნული დრამატურგიის ფესტივალიდან მის ორი სპექტაკლს იცნობს: “12 განრისხებული მამაკაციდაკაცია ადამიანი”. რადგან თემა პოლიტიზებულია, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი ლია სულუაშვილი რეჟისორის გათავისუფლებაზე საუბრისგან თავს იკავებს.

სამხატვრო ხელმძღვანელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ კომენტარის გაკეთება არ სურს მსახიობების დიდ ნაწილსაც. თუმცა, პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ სტურუას გათავისუფლება ქართველების სირცხვილია, ამ საკითხთან დაკავშირებით, მათიერთი გადაბრუნებული სიტყვის გამოკი შესაძლოა სამუშაო ადგილების დაკარგვის საფრთხე შეექმნათ.

არ ვიცი რა გამონათქვამების გამო გაათავისუფლეს სტურუა. ერთი ის ვიცი, რომ პოლიტიკოსმა თავისი საქმე უნდა აკეთოს და ხელოვანმა თავისი”, - ამბობს მესხეთის თეატრის მსახიობი მანანა ბერიძე.
  
სტურუას ქსენოფობიური გამონათქვამების შესახებ, არც ამავე თეატრის მსახიობმა მანუჩარ გოგოლაურმა იცის რაიმე: “გენიალური რეჟისორია, თუმცა, როგორც ჩემზე დიდი, ღვაწლმოსილი მსახიობები ამბობენ და სპექტაკლებსაც ეტყობოდა ბოლო დროს, სტურუამ თავისი შესაძლებლობები ამოწურა. მაგრამ, ეს შეიძლება მისი ასაკითაც აიხსნას”.
გოგოლაურის თქმით, როდესაც ქვეყნის პირველი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ხარ, იმ მთავრობას არ უნდა დაუპირისპირდე, რომელიც ხელფასს გიხდის. ამ მოსაზრებას იზიარებს, ახალციხეში, თოჯინების სახელმწიფო თეატრის მმართველი რუსუდან სისაური: “როცა სახელმწიფო გაფინანსებს, მასზე ცუდი როგორ უნდა თქვა?! ხელოვნების მუშაკების საქმე არაა რა ხდება პოლიტიკაში. ამისთვის პოლიტიკოსებს უხდის მთავრობა ფულს და მათ აკრიტიკონ”.

რაც შეეხება სტურუას კრიზისს შემოქმედებით საქმიანობაში, სისაური მიიჩნევს, რომ იგი ამოუწურავია: “მიკვირს როგორ შეეშალა ამხელა რეჟისორს და  აუდიტორიის წინაშე ასეთი განცხადებები გააკეთა”.

ლოტბარი ზაზა თამარაშვილი მიჩნევს, რომ როდესაც დიდი რეჟისორი ხარ და საზოგადოება ყურს უგდებს შენს ნათქვამს, მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება: “გაუგებარია ასე რა მოტივით საუბრობდა. გათავისუფლების მიზეზი ალბათ ქსენოფობიურ გამონათქვამებთან ერთად, ზოგადად, ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებაც იყო”.

ახალციხეში
მცხოვრები გიორგი სარქისიანისა და რობერტ პაპიძისათვისსულ ერთია ქვეყნის პრეზიდენტი ეროვნებით ქართველი იქნება, თურქი თუ სომეხი”.

სტურუამ რაც თქვა, მართალია და ვერ ვხვდები, აქ საწყენი რაა? ან ეთნიკურ სომხებს რატომ უნდა სწყენოდათ ეს?” - კითხულობს პაპიძე.
  
მის მოსაზრებას იზიარებს სარქისიანიც: არ მომისმენია სტურუას ნათქვამისთვის, მაგრამ სომეხი სომეხია, ქართველი ქართველი. მთავარია, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და რა მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტი რა ეროვნების იქნება?!”

ახალციხის მინიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის რუბენ კარაპეტიანისთვის, როგორც საქართველოში მცხოვრები ეროვნებით სომეხისთვის, სტურუას განცხადება შეურაცხმყოფელი არ ყოფილა: “პრეზიდენტი კიდევ ყოველთვის ამბობს, რომ ის სომეხიცაა, აზერბაიჯანელიც და ებრაელიც, რადგან საქართველო ეთნიკურად მრავალფეროვანი ქვეყანაა”.
არასამთავრობო ორგანიზაციადემოკრატ მესხთა კავშირისწარმომადგენელს გიორგი ანდღულაძეს სტურუას გათავისუფლების გამო ატეხილი აჟიოტაჟი გაუმართლებლად მიაჩნია: გაათავისუფლეს არა რეჟისორი, არამედ სახელმწიფო მოხელე. მას თავისუფლად შეუძლია დადგას სპექტაკლები. მხატვარი, პოეტი, მუსიკოსი აუცილებელია სახელმწიფო სამსახურში იყოს?! მაგრამ თუ ხარ სახელმწიფო მოხელე, მაშინ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს არ უნდა აგინო”.

ანდღულაძე მიიჩნევს, რომ სტურუასთვის მნიშვნელოვანი ხელფასი და სტატუსი იყო და არა ის საქმე, რომელსაც აკეთებდა: თანამდებობა ჩამოართვეს, ეწყინა და რუსეთში გარბის? ეს საბჭოთა მენტალიტეტია. თუ მართლა რუსულ თეატრში გადავა სამუშაოდ, ვიტყვი, რომ მას აქამდე ყველაფერი ხელფასის გამო უკეთებია”.   
როგორც რიგით ქართველს, სტურუას რუსეთში წასვლა გაუმართლებლად მიაჩნია მანუჩარ გოგოლაურსაც.

სტურუას გადასაწყვეტია სად იქნება, აქ თუ რუსეთში. თუმცა, მგონია, რომ თუ მას თავის პროფესიაში სათქმლი კიდევ აქვს, მაშინ საქართველო ნამდვიალდ არის ის ქვეყანა, სადაც ის ითქმება, - ამბობს ზაზა თამარაშვილი და ამატებს, რომ სტურუასდასჯაიმისათვის, რომ ასეთი განცხადებების გაკეთება სხვებმა ვეღარ გაბედონ, კარგი მაგალითი გამოვიდა

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი